უკრაინის არმიის 60%-ის დანაკარგების შესახებ ინფორმაცია მტკიცებულების გარეშეა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

225
VIEWS

20 მარტს, რუსულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშმა უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. პოსტის თანახმად, უკრაინელი სამხედროების 60% ფრონტის ხაზიდან ცოცხალი ვერ ბრუნდება და 800 ათასი სამხედროდან ამ დროისათვის დანაკარგი თითქმის 200 ათასია. ინფორმაციას თან ერთვოდა The New York Times-ის 11 მარტის გამოცემის გარეკანის სქრინშოტი, რაც ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ აღწერაში მითითებული ინფორმაციის წყარო ამერიკული გამოცემაა. 

აღნიშნული ინფორმაცია რუსულ ენაზე სხვადასხვა ფორუმზეც გავრცელდა (1, 2, 3).

Screenshot 8 5 უკრაინის არმიის 60%-ის დანაკარგების შესახებ ინფორმაცია მტკიცებულების გარეშეა

პოსტში მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები უკრაინის დანაკარგების შესახებ არც ერთ ოფიციალურ წყაროში არ დასტურდება. ხოლო ნიუ-იორკ თაიმსში უკრაინის სამხედროს ძალების 60%-ის დაღუპვის შესახებ სტატია არ გამოქვეყნებულა.

აღსანიშნავია, რომ გავრცელებულ ინფორმაციაში ნიუ იორკ თაიმსი პირდაპირ არ არის მოხსენიებული, როგორც წყარო, თუმცა როგორც ფეისბუქზე ასევე ფორუმებზე გავრცელებულ ტექსტს, თან ერთვის გამოცემის სქრინშოტი, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ინფორმაცია ნიუ-იორკ თაიმსმა გამოაქვეყნა.

ნიუ-იორკ თაიმსის 11 მარტის ნომერში, რომელიც გავრცელებულ სქრინშოტზე ჩანს, უკრაინის თემაზე ორი სტატია გამოქვეყნდა. პირველი მათგანი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის შეხვედრას ეხება, სადაც განხილვის მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რუსეთისთვის ეფექტური წინააღმდეგობის გაწევა და მხარეებს შორის ელექტრომობილების საწარმოო ნედლეულის თაობაზე პოტენციური სავაჭრო შეთანხმების საკითხები იყო. რაც შეეხება მეორე სტატიას, ის ბახმუტთან მოკლული ჯარისკაცის, უკრაინის ეროვნული გმირის და ქვედანაყოფ „და ვინჩის მგლების“ მეთაურის, დმიტრი კოციუბაილოს სამოქალაქო გლოვას მიეძღვნა

არც ერთ სტატიაში უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგის შესახებ ან რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებული სხვა სტატისტიკური მონაცემი მოყვანილი არ ყოფილა. 

ვის რა დანაკარგი აქვს ომში?

უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, უკრაინის სამხედრო ძალების შემადგენლობაში 200 000 აქტიური სამხედრო მოსამსახურე ირიცხებოდა, 250 ათასი ჯარისკაცი შეადგენდა ქვეყნის სამხედრო რეზერვს, ხოლო სხვადასხვა გასამხედროებული ქვედანაყოფების შემადგელობა 50 000 ჯარისკაცს ითვლიდა. ამას გარდა, სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის სტატისტიკური ბაზის მონაცემებით, უკრაინას უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში აქტიური სამხედრო გამოცდილების მქონე 900 000 რეზერვისტი ჰყავს. 

რაც შეეხება რუსეთის არმიის საერთო რესურსს, 830 900 სამხედრო მოსამსახურის გარდა, რუსეთის არმია 250 000 რეზერვისტსა და 250 000 გასამხედროებულ ქვედანაყოფებში მომსახურე ჯარისკაცს ითვლის

Screenshot 10 4 უკრაინის არმიის 60%-ის დანაკარგების შესახებ ინფორმაცია მტკიცებულების გარეშეა
წყარო: Deutsche Welle

საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო რუსეთისა და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე მონაცემები მუდმივად იცვლება და მათი სიზუსტის გადამოწმება ომის მიმდინარეობისას შეუძლებელია. თუმცა, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, რუსეთმა უკრაინაში 200 000 ჯარისკაცი დაკარგა. 

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემებით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოკლული და დაჭრილია 175 ათასიდან 200 ათასამდე რუსი სამხედრო. ეს მონაცემი 40 ათასიდან 60 ათას დაღუპულს მოიცავს, როგორც დაქირავებული, ასევე რეგულარული არმიიდან. თითქმის იდენტურია აშშ-ის მონაცემებიც – 200 ათას დაღუპულ და დაჭრილ რუს სამხედროზე საუბრობენ ოფიციალური პირები ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც. 

რუსეთის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაციას მუდმივად ანახლებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბიც. 2023 წლის 26 მარტის მონაცემებით, უკრაინის არმიამ 170 550 რუსი სამხედროს ლიკვიდირება შეძლო. 

რაც შეეხება უკრაინის სამხედრო ძალების დანაკარგებს, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უკრაინის არმიას ამ დრომდე 100 000 დაღუპული და დაჭრილი ჰყავს. თუმცა, 2022 წლის დეკემბერში უკრაინელი ოფიციალური პირები ომში 13 ათასი უკრაინელი ჯარისკაცის დაღუპვაზე საუბრობდნენ

წყაროს შესახებ: 

ფეისბუქ ანგარიში Svetlana Kemerovo რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ყალბ ინფორმაციას პერმანენტულად ავრცელებს და სხვა ანგარიშებთან კოორდინირებულად მოქმედებს (1,2,3). გასულ თვეებში “მითების დეტექტორმა” ანგარიშის მიერ გავრცელებული არაერთი ანტიუკრაინული და ანტიდასავლური შინაარსის დეზინფორმაციული მტკიცება გადაამოწმა. 

Screenshot 11 6 უკრაინის არმიის 60%-ის დანაკარგების შესახებ ინფორმაცია მტკიცებულების გარეშეა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist