რეალურად სად და როდისაა გადაღებული ფოტო, რომელსაც ერიკ ოლსონის დაკავების მიაწერენ?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

5.3k
VIEWS

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია (1,2,) რომ აზოვსტალის ქარხანაში რუსულმა სამხედრო ძალებმა აშშ-ს ადმირალი ერიკ ოლსონი დააკავეს. რუსულენოვანი მომხმარებლების მიერ გავრცელებულ ამ შინაარსის პოსტებს თან ახლავს ფოტო, რომელზეც სამხედრო ტყვეები არიან გამოსახულნი. მომხმარებლების მტკიცებით, ერთ-ერთი სამხედრო სწორედ ერიკ ოლსონია. 

მტკიცება იმის შესახებ, რომ აზოვსტალში ამერიკელი გენერალი ერიკ ოლსონი დააკავეს, მტკიცებულებების გარეშეა, ხოლო ფოტო, რომელსაც მის დაკავებას უკავშირებენ, რეალურად, 14 აპრილს ლუჰანსკშია გადაღებული და მის აღწერაში ოლსონი ნახსენები არაა. 

გავრცელებული ფოტო, რომლის აღწერის მიხედვითაც, ის მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხანაშია გადაღებული და დაკავებულ ერიკ ოლსონს ასახავს, რეალურად, 14 აპრილს კრემლისტური გამოცემა სპუტნიკის მიერ გამოქვეყნდა. თავდაპირველი აღწერის მიხედვით, ის 2022 წლის 14 აპრილს ლუჰანსკშია გადაღებული და “ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკაში” 2014 წლის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა გლოვის დღეზე უკრაინელ ომის ტყვეებს ასახავს. 

14 აპრილით დათარიღებული ფოტოს აღწერაში ერიკ ოლსონი ან აზოვსტალი ნახსენები არ არის, ხოლო ლუჰანსკი აზოვსტალიდან 290 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ერიკ ოლსონი 1952 წელს დაბადებული ამერიკელი ადმირალია, რომელმაც თანამდებობა 2011 წელს 38 წლიანი სამსახურის შემდეგ დატოვა და ამჟამად 70 წლისაა. 

ერიკ ოლსონის აზოვსტალში დაკავების შესახებ ინფორმაცია არცერთი ღია ოფიციალური წყაროთი არ დასტურდება. გავრცელებული ფოტო ფაქტების ანალიტიკოსმა იტალიურმა ორგანიზაცია FACTA-მაც გადაამოწმა. 

დეზინფორმაციები იმის შესახებ, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ნატო-ს მაღალჩინოსნები დააკავეს, “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist