სად არის კანადელი გენერალი და ასახავს თუ არა avia.pro-ს ფოტო მის დაკავებას?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

6.6k
VIEWS

2-4 მაისს რუსულენოვან მედიაში (1, 2, 3), ასევე ფეისბუქის რუსულენოვან (1, 2, 3) და ქართულენოვან ანგარიშებზე (1, 2, 3, 4) გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანადელი გენერალი ტრევორ კადიე მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნიდან გაქცევის დროს რუსმა სამხედროებმა დააკავეს. ინფორმაციის წყაროების თანახმად, გენერალი უკრაინაში ბიოლაბორატორიას ხელმძღვანელობდა, სადაც 18 ადამიანთან ერთად სასიკვდილო ვირუსების შექმნაზე მუშაობდნენ. 

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი რუსული საინფორმაციო სააგენტო წყაროდ 360tv.ru-ს ასახელებს, ხოლო თავად 360tv.ru წერს, რომ ინფორმაცია გენერლის დაკავების შესახებ სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა. რამდენიმე რუსულენოვანი მედია, მათ შორის avia.pro წერს, რომ კადიეს დაკავება არ დაუდასტურებია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და ამიტომ აღნიშნული ცნობები ჯერჯერობით სარწმუნო არ არის, თუმცა გამოცემა სტატიას თან ურთავს ფოტოს, რომელზეც უცნობი მამაკაცის დაკავებაა ასახული, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ფოტო კანადელი გენერლის დატყვევების ამსახველი მტკიცებულებაა.

გავრცელებული ინფორმაცია ტრევორ კადიეს დაკავების შესახებ მტკიცებულების გარეშეა, ხოლო მტკიცება, თითქოს ის უკრაინაში ბიოლაბორატორიას ხელმძღვანელობდა, სადაც სასიკვდილო ვირუსებზე მუშაობდნენ, დეზინფორმაციაა. კადიე 5 აპრილს გადადგა და ის მოქმედი გენერალი აღარ არის; გადადგომის შემდეგ, თავდაცვის უწყების რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კადიე უკრაინაში გაემგზავრა, თუმცა მარიუპოლი ამ პერიოდში უკვე ალყაში იყო და ცნობები მისი აზოვსტალში ყოფნის შესახებ არ დასტურდება. 

კანადის შეიარაღებული ძალების გენერალ ტრევორ კადიეს გადადგომის შესახებ ინფორმაცია ღია წყაროებში 21 აპრილიდან აქტიურად ვრცელდება. Globalnews.ca-ს მიხედვით, ეროვნული თავდაცვის დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ 5 აპრილს 30 წლიანი  სამსახურის შემდეგ კადიემ შეიარაღებული ძალები  დატოვა.

თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერის დანიელ ლე ბუტილიეს მიხედვით, ყოფილმა გენერალმა გამგზავრების გადაწყვეტილება თავად მიიღო და კანადის შეიარაღებული ძალების მხრიდან მას რაიმე ტიპის მხარდაჭერა არ ჰქონია. მედია საშუალებასთან საუბარში თავდაცვის უწყების რამდენიმე ანონიმურმა წყარომ დაადასტურა, რომ კადიე უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად გაემგზავრა.

ტრევორ კადიეს წინააღმდეგ სექსუალური შევიწროების ბრალდებით გამოძიება მიმდინარეობს. შეიარაღებული ძალების სპიკერის მიხედვით, გამოძიება გრძელდება და მაღალჩინოსნის გადადგომასა და გამგზავრებას გამოძიებისთვის ხელი არ შეუშლია. ასევე აღსანიშნავია, რომ კანადის შეიარაღებული ძალების წევრებს, მათ შორის ნახევარი განაკვეთის რეზერვისტებს უკრაინაში საბრძოლველად წასვლა ეკრძალებათ, შესაბამისად კადიე გენერლის მოქმედ პოზიციაზე ყოფნის დროს უკრაინაში არ ყოფილა, გადადგომის შემდეგ გასამგზავრებლად კი მას კანადის შეიარაღებული ძალებისგან რაიმე ტიპის მხარდაჭერა არ მიუღია.

ამავდროულად, უკრაინის ქალაქი მარიუპოლი რუსული სამხედრო ძალების მიერ სრულ ალყაში 2 მარტის შემდეგ იმყოფება. 1 აპრილს მარიუპოლის მერმა განაცხადა, რომ ქალაქში შესვლა არავის შეეძლო და მარიუპოლის დატოვება ნებისმიერი მსურველისთვის “ძალიან საშიში” იყო. პეტრო ანდრიუშჩენკოს თქმით, რუსული ძალები 31 მარტის შემდეგ ქალაქში მცირე რაოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებასაც კი აღარ უშვებდნენ. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ 5 აპრილს გადამდგარი კანადელი გენერალი უშუალოდ მარიუპოლში ჩასულიყო. 

გამოცემა avia.pro კადიეს დაკავების შესახებ სტატიაში თან ურთავს ფოტოს, რომელიც შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს ის ყოფილი კანადელი გენერლის დაკავების ამსახველი კადრია, რეალურად კი ფოტო ამოჭრილია 24 თებერვალს vesti.ru-ს მიერ გავრცელებული ვიდეოდან, რომელშიც აცხადებდნენ, რომ დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში უკრაინელი ჯარისკაცები ჩაბარდნენ.

Screenshot 7 2 სად არის კანადელი გენერალი და ასახავს თუ არა avia.pro-ს ფოტო მის დაკავებას?

რაც შეეხება ბრალდებებს კადიეს მიერ უკრაინაში საიდუმლო ბიოლაბორატორიის მართვის შესახებ, არ არსებობს არავითარი წყარო, რომელიც უკრაინის რომელიმე ბიოლაბორატორიაში კადიეს მუშაობას დაადასტურებს, რაც შეეხება აზოვსტალს, იქ ბიოლაბორატორია არ მდებარეობს და ამის შესახებ დეზინფორმაცია “მითების დეტექტორმა” უკვე გადაამოწმა. კადიე 1997 წელს ბოსნიაში, 2002 და 2006-2007 წლებში – ავღანეთში,  2016-2017 წლებში კი ახლო აღმოსავლეთში მსახურობდა.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან კრემლის პროპაგანდა უკრაინაში მდებარე საიდუმლო ბიოლაბორატორიების შესახებ დეზინფორმაციებს აქტიურად ავრცელებს. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:

2 მაისს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აზოვსტალიდან გაეროს ეგიდით, დაახლოებით, 100 ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა. მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მარიუპოლიდან ზაპორიჟიაში 156 ადამიანის გადაყვანა შესძლეს. ევაკუაცია არა მებრძოლებს, არამედ სამოქალაქო პირებს, ძირითადად ქალებსა და ბავშვებს ეხებათ. რუსული შეიარაღებული ძალების მიერ აზოვსტალიდან ევაკუაციის მიზნით გაქცევის დროს კადიეს დაკავების შესახებ ინფორმაცია არცერთი ღია სანდო წყაროს მიერ არ დასტურდება, ხოლო რუსულენოვანი მედია კონკრეტულ წყაროს არ ასახელებს. აღსანიშნავია ისიც, რომ უკრაინა-რუსეთის ომში ნატოსა და დასავლური ქვეყნების ჩართულობის დასადასტურებლად კრემლისტური მედიასაშუალებები და მომხმარებლები რუსი სამხედროების მიერ უცხოელი, ამ შემთხვევაში, ამერიკელი გენერლის დაკავების შესახებ დეზინფორმაციას ადრეც ავრცელებდნენ. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: კანადა, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist