რუსულ ჯარებს უკრაინაში არმყოფი ამერიკელი გენერალი არ დაუტყვევებიათ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

7.9k
VIEWS

8 აპრილს ფეისბუკ-მომხმარებტლმა ფანტინა გამოაქვეყნა პოსტი ამერიკელი გენერლის ფოტოსურათით, რომელშიც ამტკიცებს, რომ “ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორი, რომელიც აზოვს წვრთვნიდა, გაიტაცეს”. ფოტოზე ნატო-ს მოკავშირეთა სახმელეთო სარდლობის მეთაური აშშ-დან – გენერალ-ლეიტენანტ როჯერ კლუტიეა (Roger L. Cloutier Jr) ასახული. Იმავე შინაარსის პოსტი, როგორც დადასტურებული ინფორმაცია ფეისბუკ-მომხამრებელმა დიტო ბიძინაშვილი გაავრცელა.

Screenshot 20 4 რუსულ ჯარებს უკრაინაში არმყოფი ამერიკელი გენერალი არ დაუტყვევებიათ

მსგავსი ინფორმაცია დადასტურებულად პრორუსულ გვერდზე- antimaydan და რუსულ ფორუმზე yaplakal.com– ვრცელდება.  Ინფორმაციას დაუდასტურებლად ასევე რუსული ტელე-არხი Царьград , იუთუბ-არხები- ЭКСТРЕННЫЕ НОВОСТИ,Сводки с фронта,News Main Today და ონლაინ გამოცემა Mignews.com ავრცელებენ.

Screenshot 21 4 რუსულ ჯარებს უკრაინაში არმყოფი ამერიკელი გენერალი არ დაუტყვევებიათ

Screenshot 27 2 რუსულ ჯარებს უკრაინაში არმყოფი ამერიკელი გენერალი არ დაუტყვევებიათ

ინფორმაცია თავდაპირველად 3 აპრილს ტვიტერ ანგარიშმა Formosa Club Russia Office @Miguel18011505 ინგლისურ ენაზე გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ რუსეთის არმიამ მარიუპოლში ალყაში მოქცეულ უკრაინული ბატალიონ აზოვის ბანაკში აშშ-ის აფრიკის სარდლობის შტაბის უფროსი – გენერალ-მაიორი როჯერ ლ. კლუტიე უმცროსი დააკავა. ტვიტიში მითითებულია, რომ ინფორმაცია რუსეთის ჯარის დაუდასტურებელ  წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდება.

Screenshot 23 4 რუსულ ჯარებს უკრაინაში არმყოფი ამერიკელი გენერალი არ დაუტყვევებიათ

მტკიცება, გენერალ კლუტიეს დატყვევებაზე და მარიუპოლში მის ყოფნაზე, დეზინფორმაციაა და თავად როჯერ კლუტიემ უარყო.

6 აპრილს გენერალმა როჯერ კლუტიემ თავის ლინკდინ ანგარიშზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერია, რომ ის თურქეთში, იზმირში ევროპის მოკავშირე ძალების შტაბში იმყოფება. 

Ამ პოსტის ქვეშ კომენტარში გენერალი კითხვაზე, მის გარშემო ჭორების შესახებ პასუხობს, რომ ეს ჭორები სრულიად ყალბია.

Screenshot 24 4 რუსულ ჯარებს უკრაინაში არმყოფი ამერიკელი გენერალი არ დაუტყვევებიათ

ასევე, 5 აპრილს ნატოს მოკავშირე სახმელეთო ძალების შტაბის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, რომელშიც იზმირში გადაღებული სახმელეთო ოპერაციების სამუშაო ჯგუფის ფოტოებზე გენერალი კლუტიეიც არის აღბეჭდილი.

Screenshot 25 3 რუსულ ჯარებს უკრაინაში არმყოფი ამერიკელი გენერალი არ დაუტყვევებიათScreenshot 26 3 რუსულ ჯარებს უკრაინაში არმყოფი ამერიკელი გენერალი არ დაუტყვევებიათ

4 აპრილს დეზინფორმაცია გენერალის დატყვევებასთან დაკავშირებით ამერიკულმა ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციამ PolitiFact-მაც გადაამოწმა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist