რას ეყრდნობა ინფორმაცია კიევში ნატოსა და აშშ-ის ოფიცრების განადგურების შესახებ?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

932
VIEWS

9 მარტიდან რუსულენოვანი საინფორმაციო საიტები (1,2,3) ასევე ქართულ (1,2,3,4) და რუსულენოვანი (1,2,3) ფეისბუქ ანგარიშები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ რუსეთის სარაკეტო თავდასხმას უკრაინაში ნატოს/აშშ-ის საიდუმლო სამეთაურო ცენტრის განადგურება მოჰყვა, რამაც ნატოსა და და აშშ-ის ათობით მაღალი რანგის ოფიცერი იმსხვერპლა. ინფორმაციას თან ერთვოდა საიტ The Intel Drop-ის სტატიის სქრინშოტი და ყველა რუსული საინფორმაციო საიტი წყაროდ ამავე სტატიას ასახელებდა.  

Screenshot 14 2 რას ეყრდნობა ინფორმაცია კიევში ნატოსა და აშშ-ის ოფიცრების განადგურების შესახებ?Screenshot 15 2 რას ეყრდნობა ინფორმაცია კიევში ნატოსა და აშშ-ის ოფიცრების განადგურების შესახებ?

ინფორმაცია კიევში ნატოს/აშშ-ის საიდუმლო სამეთაურო ცენტრის განადგურების შესახებ მტკიცებულებების გარეშე ვრცელდება. საიტი, რომელსაც პოსტის ავტორები ეყრდნობიან, საინფორმაციო გამოცემას ან ოფიციალურ წყაროს არ წარმოადგენს და მასზე სტატიის განთავსება მომხმარებლებისთვისაც შესაძლებელია. დასავლური გამოცემებისა და უკრაინელი მაღალჩინოსნების მიხედვით, 9 მარტს რუსეთის მიერ განხორციელებულმა სარაკეტო შეტევამ სამოქალაქო ობიექტებსა და ენერგომომარაგების ცენტრებს მიაყენა ზიანი და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო რუსული მხარის მტკიცებით, მათ სამხედრო საწყობები და საწარმოები გაანადგურეს.

საიტზე The Intel Drop, რომელსაც გავრცელებული პოსტების ავტორები ეყრდნობიან, სტატია უკრაინაზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმის შესახებ 9 მარტს გამოჩნდა. სტატიაში, უკრაინელი მაღალჩინოსნების განცხადებებზე დაყრდნობით, დეტალურადაა აღწერილი თუ რა ტიპის და რამდენი რაკეტა გამოიყენა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ, თუმცა იმ ნაწილში, სადაც გამოწვეულ ზიანზეა საუბარი, სტატიის ავტორი უცნობ წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ კიევში რაკეტები ბუნკერს, დაგეგმვის ცენტრებსა და საჰაერო თავდაცვის სისტემებს დაეცა და შედეგად ნატოს/ამერიკის სარდლობა განადგურა და რამდენიმე ათეული ოფიცერი, მათ შორის ამერიკელი სამხედროები დაიღუპნენ.

ინფორმაციას ნატოს და აშშ-ის სამხედრო პირების განადგურების შესახებ,  გარდა საიტისა The Intel Drop, სხვა არც ერთი წყარო ადასტურებს. თავად საიტზე სტატიის განთავსება მომხმარებლებსაც შეუძლიათ. აღნიშნული სტატიის ავტორად ალექსანდრე სიტნიკოვია დასახელებული, რომელსაც საიტისთვის რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით სხვა რამდენიმე სტატიაც აქვს დაწერილი. სხვა სტატიებს შორის კრემლის ცნობილი პროპაგანდისტის სკოტ რიტერის არაერთი ინტერვიუ და სტატია გვხვდება. კიდევ ერთი სტატიის მიხედვით, რომელიც მარტის პირველ ნახევარში საქართველოში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს ეხება, პროტესტი ამერიკის ცენტრალურ სადაზვერვო ბიუროს (CIA) უკავშირდება, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციებს უფრო “ფართო ომი” სურთ. 

კიევში 9 მარტს განხორციელებული თავდასხმის შესახებ დეტალური ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ გაავრცელა. მისი ინფორმაციით, 9 მარტს, გამთენიისას რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის მიმართულებით 81 რაკეტა ისროლა, მათ შორის 6 ერთეული ჰიპერბგერითი რაკეტა “კინჟალი”, ამის პარალელურად შეტევა სხვადასხვა ტიპის დრონებითაც განხორციელდა. ზალუჟნის მიხედვით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 34 რაკეტის და 4  “შაჰიდის” ტიპის დრონის განადგურება მოახერხეს. 

უკრაინული მხარის ცნობების მიხედვით, შეტევის შედეგად სამოქალაქო ობიექტები და ენერგომომარაგების ინფრასტრუქტურა დაზიანდა და რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის ჰერმან ჰალუშენკოს მიხედვით, რუსეთის თავდასხმის გამო ზაპორიჟიას ატომურ სადგურს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა და ის დროებით დიზელის გენერატორებზე მუშაობდა. 

ინფორმაციას ნატოს ან შეერთებული შტატების მაღალჩინოსნების განადგურების შესახებ არც რუსული მხარე ავრცელებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეტევა უკრაინის მიერ განხორციელებული “საზღვრისპირა დარბევის” საპასუხოდ განხორციელდა, რომელსაც ორი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამინისტროს განცხადების მიხედვით, სამიზნეებს შორის დრონების ბაზები, სარკინიგზო ხაზები და იარაღის დამზადებისა და შეკეთებისთვის განკუთვნილი დაწესებულებები იყო. 

“დარბევა”, რომელზეც რუსული მხარე საუბრობს, 2 მარტს  ბრიანსკისა და კურსკის რეგიონებში მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებას გულისხმობს. კრემლი ამ მოვლენებს ტერორისტულ თავდასხმად აფასებს, უკრაინული მხარე კი მომხდართან კავშირს უარყოფს.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინაში ნატოს ან აშშ-ის სამხედრო პირები ტყვედ აიყვანეს ან დახოცეს, კრემლის პროპაგანდის ნაწილია და ნატოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ომში ოფიციალურად ჩართულ მხარეებად წარმოაჩენას ისახავს მიზნად. მსგავსი მტკიცება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ “მითების დეტექტორმა” არაერთხელ გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ მასალებში: 

წყაროს შესახებ: 

ფეისბუქ ანგარიში ევრა კუპატაძე კონსერვატიული მოძრაობის მხარდამჭერია და კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერი ტელეკომპანია “ალტ-ინფოს” ვიდეოებს ხშირად აზიარებს. გასულ თვეებში “მითების დეტექტორმა” ანგარიშის მიერ გავრცელებული არაერთი ანტიუკრაინული და ანტივაქსერული შინაარსის დეზინფორმაციული მტკიცება გადაამოწმა. 

Screenshot 18 1 რას ეყრდნობა ინფორმაცია კიევში ნატოსა და აშშ-ის ოფიცრების განადგურების შესახებ?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist