მჟავანაძე რუსეთის მიერ უკრაინული სატანკო დივიზიის განადგურების საჩვენებლად თამაშის კადრებს იყენებს

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

526
VIEWS

18 ოქტომბერს ტელეკომპანია “სეზონის” გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად” წამყვანმა ნიკოლოზ მჟავანაძემ, სტუმრებთან ტრისტან წითელაშვილთან და ვაჟა ოთარაშვილთან ერთად რუსეთ-უკრაინის ომი განიხილა.

წითელაშვილის თქმით, უკრაინულმა მხარემ სექტემბრიდან კონტრშეტევა ორი, ხარკივისა და ხერსონის მიმართულებით დაიწყო. მისივე თქმით, ხარკივის მიმართულებით კონტრშეტევა წარუმატებელი იყო, ხოლო ხერსონის მხარეს რუსეთმა გარკვეული ტერიტორიები “დათმო”, ძალები გადააჯგუფა და თავდაცვითი ზღუდეები შექმნა. წითელაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინულ დანაყოფებს დიდი დანაკარგები აქვთ და ისინი რუსეთმა საცეცხლე ტომარაში მოაქცია. წითელაშვილის კომენტარის შემდეგ გადაცემაში აჩვენეს კადრები, რომლებიც ნიკოლოზ მჟავანაძის თქმით, ამ “სიტყვების გაგრძელებაა” და უკრაინული სატანკო დივიზიის განადგურებას ასახავს. კადრების ჩვენებისას წითელაშვილმა აღნიშნა, რომ “შეტაკება გაშლილ ველზე მიმდინარეობდა”. გადაცემაში კადრები რუსული მხარის სამხედრო უპირატესობის საჩვენებლად არის მოყვანილი.

Screenshot 1 6 მჟავანაძე რუსეთის მიერ უკრაინული სატანკო დივიზიის განადგურების საჩვენებლად თამაშის კადრებს იყენებსScreenshot 2 5 მჟავანაძე რუსეთის მიერ უკრაინული სატანკო დივიზიის განადგურების საჩვენებლად თამაშის კადრებს იყენებს

ტელეკომპანია “სეზონის” გადაცემაში ნაჩვენები კადრები, რომლებიც თითქოს უკრაინული სატანკო დივიზიის განადგურებას ასახავს, რეალური არ არის და ვიდეოთამაშ Arma 3-ში შექმნილი ვიდეოსიმულაციიდან არის ამოჭრილი. რაც შეეხება უკრაინის კონტრშეტევას – ხარკივის მიმართულებით წარმატებული კონტრშეტევის შედეგად უკრაინამ ხარკივის ოლქზე კონტროლი აღადგინა, ხერსონის მიმართულებით კი 1 200 კვ.კმ ფართობის ტერიტორია დაიბრუნა. კონტრშეტევა გრძელდება, როგორც სამხრეთით, ხერსონის მიმართულებით, ასევე აღმოსავლეთით – დონეცკი-ლუჰანსკი მიმართულებით.

  • გადაცემაში გამოყენებული კადრები ვიდეოთამაშში შექმნილი სიმულაციიდანაა ამოჭრილი

გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად” მოყვანილი კადრები ჩეხური კომპანიის, Bohemia Interactive-ის ვიდეოთამაშში, Arma 3-ში, სიმულირებული კადრებია. Аrma 3 ტაქტიკური მსროლელის სიმულაციის ჟანრის თამაშია. მჟავანაძის გადაცემაში გამოყენებული კადრები YouTube-არხზე, MILMAN-ზე გამოქვეყნებული ერთ-ერთი ვიდეოდან არის ამოჭრილი. სიმულაციური ვიდეო უკრაინული მხარის მიერ NLAW ანტისატანკო სისტემით რუსული ტანკების განადგურებას ასახავს. არხზე Arma-3-ის სიმულატორით შექმნილი ვიდეოები 2022 წლის ივლისიდან ქვეყნდება და თემატურად რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირდება.

Screenshot 3 5 მჟავანაძე რუსეთის მიერ უკრაინული სატანკო დივიზიის განადგურების საჩვენებლად თამაშის კადრებს იყენებს

არხის აღწერაში ნათქვამია, რომ ყველა ვიდეო Arma 3-ის სიმულატორის საშუალებითაა შექმნილი. ვიდეო თამაშის შესახებ ინფორმაცია ასევე მითითებულია ვიდეოების აღწერებსა და სათაურებშიც.

Screenshot 4 4 მჟავანაძე რუსეთის მიერ უკრაინული სატანკო დივიზიის განადგურების საჩვენებლად თამაშის კადრებს იყენებს

მჟავანაძის გადაცემაში გამოყენებული კადრები დაბალი ხარისხისაა, რის გამოც რთული გასარჩევია, რომ ისინი კომპიუტერული გრაფიკის გამოყნებითაა შექმნილი. ორიგინალი ვიდეოში კარგად ჩანს, რომ კადრები ანიმაციურია.

გადაცემაში გამოყენებული კადრები კადრები ორიგინალი ვიდეოდან
Screenshot 5 4 მჟავანაძე რუსეთის მიერ უკრაინული სატანკო დივიზიის განადგურების საჩვენებლად თამაშის კადრებს იყენებს Screenshot 6 4 მჟავანაძე რუსეთის მიერ უკრაინული სატანკო დივიზიის განადგურების საჩვენებლად თამაშის კადრებს იყენებს
Screenshot 7 4 მჟავანაძე რუსეთის მიერ უკრაინული სატანკო დივიზიის განადგურების საჩვენებლად თამაშის კადრებს იყენებს Screenshot 8 4 მჟავანაძე რუსეთის მიერ უკრაინული სატანკო დივიზიის განადგურების საჩვენებლად თამაშის კადრებს იყენებს
Screenshot 9 5 მჟავანაძე რუსეთის მიერ უკრაინული სატანკო დივიზიის განადგურების საჩვენებლად თამაშის კადრებს იყენებს Screenshot 10 3 მჟავანაძე რუსეთის მიერ უკრაინული სატანკო დივიზიის განადგურების საჩვენებლად თამაშის კადრებს იყენებს
Screenshot 11 4 მჟავანაძე რუსეთის მიერ უკრაინული სატანკო დივიზიის განადგურების საჩვენებლად თამაშის კადრებს იყენებს Screenshot 12 3 მჟავანაძე რუსეთის მიერ უკრაინული სატანკო დივიზიის განადგურების საჩვენებლად თამაშის კადრებს იყენებს
Screenshot 13 2 მჟავანაძე რუსეთის მიერ უკრაინული სატანკო დივიზიის განადგურების საჩვენებლად თამაშის კადრებს იყენებს Screenshot 14 4 მჟავანაძე რუსეთის მიერ უკრაინული სატანკო დივიზიის განადგურების საჩვენებლად თამაშის კადრებს იყენებს

აღსანიშნავია, რომ ამავე კომპიუტერული თამაშის კადრები რუსეთის პირველმა არხმაც გამოიყენა, როდესაც ეთერში 2018 წლის თებერვალში დაღუპული რუსი ჯარისკაცების შესახებ გავიდა სიუჟეტი. სიუჟეტში ავტორი სირიაში დაღუპულ რუს ჯარისკაცზე საუბრობდა, სადაც საბრძოლო მოქმედებების აღწერისთვის თამაშ Arma 3-ის კადრები იყო გაშვებული. ამ თემაზე იხილეთ:

2022 წლის 29 აგვისტოს უკრაინამ სამხრეთის მიმართულებით კონტრშეტევის წამოწყების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, თუმცა შემდეგ ბრძოლის ხაზმა ხარკივის მიმართულებით გადაინაცვლა. წითელაშვილი ამბობს, რომ ხარკივის მიმართულებით კონტრშეტევა წარუმატებელი იყო, რეალურად კი ეს კონტრშეტევა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამხედრო ოპერაცია იყო და შედეგად უკრაინამ ასობით დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა და ხარკივის ოლქზე კონტროლი აღადგინა. 

Screenshot 15 4 მჟავანაძე რუსეთის მიერ უკრაინული სატანკო დივიზიის განადგურების საჩვენებლად თამაშის კადრებს იყენებს
ხარკივის მიმართულებით უკრაინის მიერ დაბრუნებული ტერიტორიები (იასამნისფერი) 9 ოქტომბრის მდგომარეობით. წყარო:BBC/ISW

უკრაინული მხარის თანახმად, აგვისტოს ბოლოს დაწყებული კონტრშეტევის შემდეგ 9 ოქტომბრისთვის ხერსონის მიმართულებით უკრაინამ 1 200 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორია დაიბრუნა. ოქტომბერში ხერსონის ოლქში უკრაინამ მთელ რიგ დასახლებულ პუნქტებზე დაიბრუნა კონტროლი.

ამერიკული სამხედრო ანალიტიკური ცენტრის, ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) თანახმად ამჟამად უკრაინის კონტრშეტევა როგორც სამხრეთით, ხერსონის ასევე აღმოსავლეთით დონეცკი-ლუჰანსკის მიმართულებით გრძელდება. 19 ოქტომბრის მონაცემებით ორივე მიმართულებაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა მიმდინარეობდა.

Screenshot 16 4 მჟავანაძე რუსეთის მიერ უკრაინული სატანკო დივიზიის განადგურების საჩვენებლად თამაშის კადრებს იყენებს
რუკაზე მწვანე რკალებით აღნიშნულია ტერიტორია, სადაც ბოლო 24 საათში მნიშვნელოვანი ბრძოლა მიმდინარეობს – 19 ოქტომბრის მონაცემები. წყარო: ISW

აღსანიშნავია, რომ ომის კვლევის ინსტიტუტის ბოლო, 19 ოქტომბრის ანგარიშში ნათქვამია, რომ მოსალოდნელია, რომ რუსეთი ხერსონის ოლქში მნიშვნელოვანი ტერიტორიების დათმობისთვის ინფორმაციულ ნიადაგს ამზადებს. რუსეთის შეიარაღებული ძალების არმიის გენერალმა სერგეი სუროვიკინმა აღნიშნა, რომ ხერსონის ოლქთან დაკავშირებით “რთული გადაწყვეტილებების” მიღება იყო საჭირო და განაცხადა, რომ უკრაინა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე იერიშის მიტანას გეგმავდა. ხერსონის საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელმა ვლადიმირ სალდომ კი არაერთხელ აღნიშნა, რომ ფართომასშტაბიანი უკრაინული კონტრშეტევის მოლოდინში მდინარე დნიპროს დასავლეთ ნაპირიდან მოსახლეობის ევაკუაცია იგეგმება. ომის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, ეს განცხადებები დნიპროს მიმდებარე ტერიტორიის, ქალაქ ხერსონის და ოლქში მნიშვნელოვანი ტერიტორიის დათმობისთვის შემზადებაა.


“სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზერომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.”  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

წყარო

მჯ
მჟავანაძე ნიკოლოზ

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist