Первый канал-მა სირიაში საომარი მოქმედებების ილუსტრაციად მაყურებელს თამაშის Arma 3-ის კადრები შეასაღა

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

hf
198
VIEWS

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველმა არხმა (Первый канал), სამშობლისთვის ბრძოლაში დაღუპულ რუსი ჯარისკაცების შესახებ მომზადებულ სიუჟეტში, კომპიუტერული თამაშის Arma 3-ის კადრი გამოიყენა.  25 თებერვალს, კვირის საინფორმაციო პროგრამა “Воскресное время” სამშობლოს დამცველის დღესთან დაკავშირებით, რუსი ჯარისკაცების პატრიოტიზმს მიეძღვნა. სიუჟეტში 02:35 წთ-ზე, ავტორი 2016 წლის გაზაფხულზე სირიაში დაღუპულ რუს ჯარისკაცზე საუბრობს. საბრძოლო მოქმედებების აღწერისთვის გამოყენებულია კადრი, რომელიც სინამდვილეში კომპიუტერული თამაშ Arma 3 -იდანაა და მასზე მძიმე ტექნიკა და კვამლია გამოსახული.

კომპიუტერული თამაშის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კომპანია Bohemia Interactive Studio -დან, რუსულ ყოველდღიურ გამოცემა «РБК»-ს-თან საუბარში  აღნიშნა, რომ კომპანიას თამაშის კადრის ამგვარი სახით გამოყენებაზე პირველი არხისთვის ნებართვა არ მიუცია. თავად პირველი არხის პრესსამსახურში კი განაცხადეს, რომ მომხდარი მონტაჟის რეჟისორის შეცდომაა, რომელმაც კადრი პირველი არხის არქივიდან აიღო. კერძოდ, სიუჟეტიდან, რომელიც კომპიუტერულ თამაშებს ეხებოდა.

თამაშის კადრები რეალობად  2017 წლის ნოემბერში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც გაასაღა. 17 ნოემბერს, სამინისტროს Facebook-ისა და Twitter-ის გვერდებზე ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისლამური სახელმწიფოს საბრძოლო დანაყოფებს შორის თანამშრომლობის “მტკიცებულებები” გამოქვეყნდა, რაც არც მეტი, არც ნაკლები სმარტფონებისთვის განკუთვნილი თამაშის, AC-130 Gunship Simulator-ის პრომო-ვიდეოს კადრი აღმოჩნდა.

"

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist