დეზინფორმაცია, თითქოს მელ გიბსონმა პრინც უილიამს ანტიქრისტე უწოდა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

377
VIEWS

23-28 თებერვალს ფეისბუკ ანგარიშებმა (1,2,3) გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმად, ჰოლივუდის ვარსკვლავი, მელ გიბსონი პრინც უილიამს ანტიქრისტეს უწოდებს და ამტკიცებს, რომ მას ერთიანი მსოფლიოს ლიდერად ამზადებენ.

იდენტური ინფორმაცია რამდენიმე დღით ადრე რუსულენოვანმა ფეისბუკ ანგარიშებმაც (1,2,3) გამოაქვეყნეს. გავრცელებულ პოსტებში ანიშნულია, რომ მელ გიბსონმა თანამშრომლებსა და კოლეგებს უთხრა, რომ პრინცი უილიამი ახალი მსოფლიო წესრიგის ფარგლებში ერთიანი მსოფლიო მთავრობის მომავალი მეფე იქნება.

dezinphormatsia thithqos mel gibsonma prints uiliams antiqriste utsoda1 დეზინფორმაცია, თითქოს მელ გიბსონმა პრინც უილიამს ანტიქრისტე უწოდა

dezinphormatsia thithqos mel gibsonma prints uiliams antiqriste utsoda2 დეზინფორმაცია, თითქოს მელ გიბსონმა პრინც უილიამს ანტიქრისტე უწოდა

მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მელ გიბსონმა პრინც უილიამს ანტიქრისტე უწოდა, არ არსებობს და მის პირველწყაროს გამოცემა The People’s Voice წარმოადგენს, რომელიც კონსპირაციულ და დეზინფორმაციულ მასალებს ინტენსიურად ავრცელებს.

The People’s Voice-ის მიერ 18 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ გიბსონმა ლოს-ანჯელესში Lethal Weapon 5-ის გადაღებისას თანამშრომლებსა და თანამოაზრეებს წარუდგინა ფოტო და ვიდეო მტკიცებულებები, რომლებიც თითქოს ადასტურებს იმას, რომ პრინცი უილიამი ანტიქრისტეა. გიბსონის თქმით, დემონური არსებები პრინც უილიამს სადაც არ უნდა წავიდეს, ყველგან თან დაჰყვებიან. სტატიაში ასევე ნათქვამია ისიც, რომ 2004 წელს გავრცელდა პრინცი უილიამის ფოტო, რომელიც კრავთან პოზირებდა. არაინფორმირებულებისთვის ფოტო სრულიად ჩვეულებრივია, მაგრამ მათთის, ვინც იცნობს მასონობას და გამოცხადებების წიგნს, პრინცი უილიამი ფოტოზე ანტიქრისტეს განასახიერებს, რამდენადაც ხელოვნებასა და ლიტერატურაში ანტიქრისტე აღწერილია, როგორც სიმპათიური და მომხიბვლელი, მოტყუების ოსტატი. მასონები მას ბაფომეტს ან მენდესის თხას უწოდებენ. ანტიქრისტე ჩვეულებრივ ილუსტრირებულია უკანა ჩლიქებით და გამომდინარე იქიდან, რომ უილიამს ბატკანი ფოტოზე უკანა ჩლიქით უჭირავს, კონსპიროლოგებისთვის ეს ფაქტი კითხვებს ბადებს.

ფოტოზე, რომელზეც არის საუბარი პრინც უილიამს ერთი ხელი ბატკნის წინა ფეხებზე აქვს მოხვეული, მეორე ხელით კი უკანა ფეხის ჩლიქს მართლაც ეხება. 

dezinphormatsia thithqos mel gibsonma prints uiliams antiqriste utsoda3 დეზინფორმაცია, თითქოს მელ გიბსონმა პრინც უილიამს ანტიქრისტე უწოდა
ფოტო: ANWAR HUSSEIN

თუმცა, აღსანიშნავია, რომ  პრინც უილიამის ბატკანთან გადაღებული მხოლოდ ეს ერთი ფოტო არ გავრცელებულა და ინტერნეტში  ამავე დღეს გადაღებული არაერთი ფოტოს ნახვა არის შესაძლებელი, სადაც უილიამი ბატკნის ჩლიქებს საერთოდ არ ეხება.

dezinphormatsia thithqos mel gibsonma prints uiliams antiqriste utsoda4 დეზინფორმაცია, თითქოს მელ გიბსონმა პრინც უილიამს ანტიქრისტე უწოდა

dezinphormatsia thithqos mel gibsonma prints uiliams antiqriste utsoda5 დეზინფორმაცია, თითქოს მელ გიბსონმა პრინც უილიამს ანტიქრისტე უწოდა
ფოტო: ANWAR HUSSEIN

გარდა ამისა, სიტყვები, რომელშიც მელ გიბსონი პრინც უილიამსს ანტიქრისტედ მოიაზრებს, The People’s Voice-ის გარდა არც ერთ სანდო მედიას არ გაუვრცელებია, ეს გამოცემა კი  დეზინფორმაციებისა და კონსპირაციების გავრცელებით არის ცნობილი. აღსანიშნავია, რომ სიტყვები, რომელსაც მელ გიბსონს მიაწერენ, გამოცემა Tech ARP-მაც გადაამოწმა.  

გამოცემა “The People’s Voice” კონსპირაციული შინაარსის სტატიებს რეგულარულად აქვეყნებს. გამოცემა 2014 წელს შეიქმნა და თავდაპირველად YourNewsWire ერქვა, 2017 წელს ის NewsPunch-ი გახდა. NewsPunch-მა არაერთი ყალბი ინფორმაცია გამოაქვეყნა. შემდეგ კი სახელი კვლავ შეიცვალა და The People’s Voice დაირქვა. Poynter.org–ის მიხედვით, ჯერ კიდევ 2018 წელს საიტზე 80-მდე ყალბი სტატია გამოვლინდა. “მითების დეტექტორმა” მათ მიერ გავრცელებული არაერთი დეზინფორმაცია გადაამოწმა (1, 2, 3, 4).

ასევე აღსანიშნავია, რომ მელ გიბსონის განცხადებებზე ყალბი ინფორმაცია ადრეც გავრცელებულა. იხილეთ “მითების დეტექტორის” ძველი პუბლიკაციები:

წყაროების შესახებ

Khatuna Saginashvili რელიგიური გამოცემა ჟურნალ “ქვაკუთხედის” რედაქტორია. ის პირადობის მოწმობების საწინააღმდეგო კამპანიაში იყო ჩართული, რასაც ჩიპების საფრთხით ხსნიდა. მითების დეტექტორმა მის მიერ გავრცელებული არაერთი დეზინფორმაცია გადაამოწმა (1,2,3,4,5,6).

ფეისბუკ მომხმარებელი Levan Tavdishvili სისტემატურად აქვეყნებს ანტიდასავლური და ანტიუკრაინული შინაარსის პოსტებსა და შეთქმულების თეორიებს. “მითების დეტექტორს” მის მიერ გამოქვეყნებული ყალბი ინფორმაცია წარსულში არაერთხელ გადაუმოწმებია.

ფეისბუკ მომხმარებელი “ნაც ნობი” იგივე “ფანტინა” ხშირად ავრცელებს მანიპულაციურ თუ დეზინფორმაციულ ცნობებს, ავითარებს კონსპირაციის თეორიებს, რაც ,,მითების დეტექტორს” წარსულშიც გადაუმოწმებია.

პოსტების არქივი (1,2,3)


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, დიდი ბრიტანეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist