რა ვიცით “პათოლოგიის კონფერენციის” და მისი წევრების შესახებ?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

74
VIEWS

2021 წლის 26 სექტემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა Soso Poladishviliდა ჟურნალ “ქვაკუთხედის” რედაქტორმა ხათუნა საგინაშვილმა ერთი და იმავე შინაარსის პოსტები გამოაქვეყნეს, რომლებშიც ნათქვამია, რომ გერმანელმა მეცნიერებმა Pfizer-ისა და Jonson&Jonson-ის ვაქცინაში ნანოტექნოლოგიები და ელექტრონული ჩიპები აღმოაჩინეს. საგინაშვილმა პოსტს გერმანულენოვანი ვიდეო დაურთო, რომელშიც რამდენიმე ადამიანი ეკრანზე მიკროსკოფის ქვეშ მოძრავ ნანოობიექტს აჩვენებენ და ამტკიცებენ, რომ ამგვარი მცირე ზომის ობიექტები სწორედ კორონავირუსის ვაქცინებში აღმოაჩინეს. სოსო ფოლადიშვილის პოსტს კი იმავე ვიდეოს რუსულად გახმოვანებული ვერსია ახლავს თან. სოსო ფოლადიშვილი ასევე წერს, რომ გერმანელმა მეცნიერებმა ვაქცინით დაღუპულებიც გამოიკვლიეს და ჩიპების კვალს მათ სხეულშიც მიაკვლიეს. 29 სექტემბერს სოსო ფოლადაშვილის პოსტი და ვიდეო ფეისბუქ გვერდმა “თავისუფალი არხი” უცვლელად გამოაქვეყნა. ვიდეო 3 ოქტომბერს ფეისბუქ ანგარიშმა “სულიერმა სამყარომაც” გადააზიარა.

4 ოქტომბრის მონაცემებით ხათუნა საგინაშვილის პოსტი – 224, ხოლო სოსო ფოლადიშვილის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო 679-მა ფეისბუქ მომხმარებელმა გააზიარა. 600-ზე მეტი გაზიარება აქვს “თავისუფალი არხის” პოსტსაც.

"

"

ცნობა, თითქოს გერმანელმა მეცნიერებმა კორონავირუსის ვაქცინაში მიკროჩიპები, ნანოტექნოლოგიები და სხვა უცხო სხეულები აღმოაჩინეს, მტკიცებულების გარეშეა. გერმანიის მთავარი მარეგულირებლის “პოლ ელრიხის ინსტიტუტის” მიხედვით, ქვეყანაში შეტანილი ვაქცინები ადმინისტრირებამდე ხარისხის კონტროლს გადის და ვაქცინის რომელიმე პარტიაში უცხო სხეულებით დაბინძურება არ დაფიქსირებულა. ამასთანავე, კონფერენციაში მონაწილე მეცნიერები და ადვოკატები იმ ორგანიზაციების წევრები არიან, რომლებიც კორონავირუსის შესახებ მეცნიერულად დაუსაბუთებელ მტკიცებებს ადრეც ავრცელებდნენ.

სოციალური ქსელით გავრცელებული ვიდეო 20 სექტემბრის კონფერენციიდან“ვაქცინაციით გარდაცვალების/ვაქცინის უცნობი კომპონენტების შესახებ”, რომელსაც გერმანელი მეცნიერები  ვალტერ ლანგი და არნე ბურკჰარდი, ასევე იურისტები და ჟურნალისტები უძღვებოდნენ. სამსაათიან პრესკონფერენციაში ყოფილი პროფესორები 10 აუტოფსიის შესახებ საუბრობენ, რაც მათი თქმით, ვაქცინირებული ადამიანების გარდაცვალებასა და კორონავირუსის აცრებს შორის კავშირებს ამტკიცებს, ხოლო ვიდეოს დასასრულს ეკრანზე მიკროსკოპით გადაღებულ რამდენიმე სურათს აჩვენებენ და კორონავირუსის ვაქცინების უცხო ობიექტებით დაბინძურებაზე საუბრობენ. ვიდეოში ნათქვამია, რომ მიკროსკოპში დანახული უჩვეულო ნაწილაკები შეიძლება ვაქცინის მეტალებით დაბინძურებაზე მიანიშნებდეს, როგორც ეს იაპონიაში Moderna-ს ვაქცინის ერთ-ერთი პარტიის შემთხვევაში მოხდა. ფაქტების გადამოწმების გერმანული პლატფორმა Correctiv კონფერენციაზე გაჟღერებული აღნიშნული მტკიცების გადასამოწმებლად მედიკამენტების ხარისხის კონტროლის მთავარ გერმანულ ორგანოს “პოლ ელრიხის ინსტიტუტს” დაუკავშირდა. “პოლ ელრიხის ინსტიტუტის” მიხედვით, გერმანიაში ადმინისტრირებული ვაქცინების ყველა პარტია ხარისხის კონტროლს ექვემდებარება და არც Pfizer-ის და არც სხვა ვაქცინების აქამდე ადმინისტრირებული არცერთი პარტიაში გერმანულ მარეგულირებლებსა და ლაბორატორიებს მეტალებითა და ვაქცინის შემადგენლობისთვის სხვა “უცხო კომპონენტებით” დაბინძურება არ აღმოუჩენიათ.

კონფერენციაზე ნაჩვენები მიკროსკოპის სურათები რეალურად არ ამტკიცებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები უცნობი ნივთიერებებითა და ნაწილაკებითაა დაბინძურებული. როგორც გერმანიის შეიარაღებული ძალების ჰოსპიტალის პათოლოგისტმა კორნად შტაინეშელმა კონფერენციის ვიდეოს ნახვის შემდეგ განმარტა, მიკროსკოპულ გამოსახულებაში “უჩვეულო ნაწილაკები”, რომელსაც კონფერენციაზე ვაქცინის დაბინძურებას უწოდებენ, შესაძლოა მტვრის ნაწილაკები ან ქსოვილის ნარჩენები იყოს, რომელიც მიკროსკოპზე მოთავსებულ ნიმუშში მოხვდა და კონფერენციაზე ნაჩვენები სურათების მსგავსი ფოტოების გადაღება ნებისმიერი მიკროსკოპული ფოტოაპარატით და მტვრიანი ნიმუშის გამოყენებითაა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ ვაქცინების ნიმუშების ლაბორატორიული შესწავლის მეთოდოლოგია და შესწავლილი ნიმუშების წარმომავლობა კონფერენციაში დასახელებული არ არის, რაც ვაქცინების დაბინძურებასთან დაკავშირებულ მტკიცებებს კიდევ უფრო ნაკლებად საწრმუნოს ხდის.

დეზინფორმაცია ვაქცინების სხვადასხვა უცხო ნივთიერებით დაბინძურების შესახებ ანტივაქსერულ წრეებში აქტიურად ვრცელდება. ამ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალები:

ვინ არიან კონფერენციის მონაწილეები? 

რაც შეეხება კონფერენციის მონაწილე ყოფილ პროფესორებს, პათოლოგები ვალტერ ლანგი და არნე ბურკჰარდი საეჭვო ასოციაციის “მედიკოსები და მეცნიერები ჯანმრთელობისთვის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის” წევრები არიან. აღნიშნული ორგანიზაციის შესახებ ფაქტების გადამოწმების გერმანული პლატფორმის Correctiv-ის2020 წლის კვლევის მიხედვით, ორგანიზაცია კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ალტერნატიული მედიცინის მიმდევარ ექიმებსა და მეინსტრიმულ სამეცნიერო საზოგადოებასთან დაპირისპირებულ მეცნიერებს აერთიანებს. ორგანიზაციის წევრები პირბადის სავალდებულო წესის თავიდან ასაცილებლად საჭირო ცნობებს გასცემდნენ და კორონავირუსის პანდემიას “მცდარ განგაშად” მოიხსენიებდნენ. ასოციაციის თავმჯდომარე სუჰარიტ ბახდი კი როგორც ორგანიზაციის ვებ-გვერდის, ისე სხვადასხვა სოციალური მედიის საშუალებით პირბადეების და კორონავირუსის შესახებ მცდარ და მეცნიერულად დაუსაბუთებელ მტკიცებებს აქტიურად ავრცელებდა. Correctiv-ის მიხედვით, ინტერნეტსივრცეში კორონავირუსთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართული იყვნენ ასოციაციის სხვა წევრებიც.

აღსანიშნავია, რომ ვალტერ ლანგი და არნე ბურკჰარდი “პათოლოგიის გერმანული საზოგადოების” წევრებიც არიან, თუმცა სამეცნიერო საზოგადოება 20 სექტემბრის კონფერენციაზე მათ მიერ გაკეთებულ ყველა განცხადებას ოფიციალური წერილით გაემიჯნა და როგორც ვაქცინებით გარდაცვალების, ისე ვაქცინების დაბინძურების შესახებ გაჟღერებულ მტკიცებებს მეცნიერულად დაუსაბუთებელი უწოდა.

"
კონფერენციას კორონავირუსის შესახებ მცდარი ინფორმაციის გამავრცელებელ კიდევ ერთ ორგანიზაციასთან აფილირებული იურისტი ვივიან ფიშერი ესწრებოდა, რომელიც  “Stiftung Corona-Ausschuss“-ის წევრია. აღნიშნულ ორგანიზაციას გერმანელი ადვოკატი რაინერ ფულმიხი უდგას სათავეში, რომელიც კორონავირუსის პანდემიის არსებობას უარყოფდა და PCR ტესტებზე, პირბადეებსა და ვაქცინებზე სხვადასხვა დეზინფორმაციას აქტიურად ავრცელებდა.

"

რაინერ ფულმიხის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist