დეზინფორმაცია, თითქოს ეგვიპტეში ბავშვები ცოცხლად დამარხეს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

965
VIEWS

2023 წლის 8 ოქტომბერს ფეისბუქ მომხმარებელმა “Levan Tavdishvilii” გამოაქვეყნა პოსტი მუსლიმი მამაკაცის შესახებ, რომელმაც ეგვიპტეში ცოლი ბიბლიის კითხვის გამო მოკლა. პოსტის მიხედვით, ქალი დაკრძალეს ორ ჯერ კიდევ ცოცხალ ქალიშვილთან ერთად, რომელთაგან ერთი ჩვილი იყო, მეორე – 8 წლის. პოსტში ნათქვამია, რომ გაირკვა, რომ ბავშვები ცოცხლები გადარჩნენ და მიწის ქვეშ იესოს დახმარებით 15 დღის განმავლობაში გაძლეს, სანამ საფლავიდან ცოცხლად ამოიყვანდნენ. პოსტის მიხედვით, ეგვიპტე შეძრა მომხდარმა, რის გამოც მამაკაცს სიკვდილით დასჯა მიესაჯა. პოსტის თანახმად, ამ ამბავს ეგვიპტეში დიდი გამოხმაურება მოყვა. 

იგივე ისტორია ონლაინ მედია Exclusivenews-მა 2018 წელსაც გამოაქვეყნა.

Screenshot 2023 10 17 143427 დეზინფორმაცია, თითქოს ეგვიპტეში ბავშვები ცოცხლად დამარხეს

არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ეგვიპტეში ორი ბავშვი ცოცხლად დამარხეს და 15 დღის შემდეგ ცოცხლები იპოვეს.ამის შესახებ ინფორმაცია ღია სანდო წყაროებში არ იძებნება. აგრეთვე, ტექსტის თანმხლები ფოტო დედა შიპტონის ქანდაკებას ასახავს და არანაირი კავშირი არ აქვს ისტორიასთან.

მტკიცება, რომ ეგვიპტეში კაცმა ცოლი მოკლა და მასთან ერთად ორი შვილი ცოცხლად დამარხა, წარსულშიც გავრცელებულა. ამერიკულმა ფაქტების გადამოწმების პლატფორმა – Snopes-მა იგი ჯერ კიდევ 2007 წელს გადაამოწმა. Snopes-ის თანახმად, ამ ამბის შესახებ არცერთი სანდო წყარო/სტატია/სიუჟეტი არ იძებნება, მიუხედავად იმისა, რომ პოსტის მიხედვით, მთელი ეგვიპტე აღშფოთებული იყო ამ ინციდენტის გამო.

რაც შეეხება ტექსტის თანმხლებ ფოტოს, მასზე ასახულია დედა შიპტონის ქანდაკება, რომელიც დედა შიპტონის გამოქვაბულში, კნარსბოროში მდებარეობს . როგორც ცნობილია, ურსულა სონტეილი, ცნობილი როგორც დედა შიპტონი, 1488 წელს გამოქვაბულში, ქალაქ კნარსბოროს გარეთ, ჩრდილოეთ იორკშირში დაიბადა. იგი ინგლისის ყველაზე ცნობილ წინასწარმეტყველად ითვლება. დღესდღეობით ადამიანებს საშუალება აქვთ მოინახულონ გამოქვაბული ინგლისში, სადაც ის დაიბადა და ისტორიული ტყე, რომელშიც ის გაიზარდა და ცხოვრობდა.

Screenshot 2023 10 17 143432 დეზინფორმაცია, თითქოს ეგვიპტეში ბავშვები ცოცხლად დამარხეს
წყარო: mothershipton.co.uk

წყაროს შესახებ:

ფეისბუქ მომხმარებელი Levan tavdishvili რეგულარულად აქვეყნებს ანტიუკრაინული და ანტიდასავლური შინაარსის ყალბ ინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს.


ულვიია კარიმოვა შაჰინი
მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: რელიგია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ეგვიპტე
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist