გერმანიაში 15 წლის მოზარდის ვაქცინით გარდაცვალების შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

30
VIEWS

2 ივნისს ჟურნალ “ქვაკუთხედის” რედაქტორმა ხათუნა საგინაშვილმა ფეისბუქის პირად ანგარიშზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ფეისბუქ მომხმარებელ Tea Jojua-ზე დაყრდნობით დაწერა, რომ გერმანიაში ბავშვების აცრა დაიწყეს, რისე შედეგადაც 15 წლის გოგონა დაიღუპა.

 

;
გერმანიაში ვაქცინის შედეგად ბავშვის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია. გარდა იმისა, რომ ამ მიზეზით გარდაცვალების ფაქტს ადგილი არ ჰქონია, გერმანიაში 16 წლამდე ბავშვების კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა ჯერ არ დაწყებულა.

ევროკავშირში ევროპის სამედიცინო სააგენტოს გადაწყვეტილებით 12-დან 16 წლამდე ბავშვებში ფაიზერის ვაქცინის გამოყენებაზე ავტორიზაცია გაცემულია, თუმცა ევროკავშირის წევრი ქვეყნები აღნიშნულ საკითხს ინდივიდუალურად განსაზღვრავენ. ამ ეტაპისთვის გერმანიის ვაქცინაციის კომისიას ბავშვების ვაქცინაციაზე რეკომენდაციის გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. კომისიის თავჯდომარემ ტომას მერტენსმა განაცხადა, რომ იმ ბავშვებისთვის, ვინც რისკ ჯგუფშია და წარსულში გარკვეული დაავადებები აქვს გადატანილი, ვაქცინაცია დიდი ალბათობით დაშვებული იქნება, თუმცა ჯერ მსჯელობის საკითხია ის, თუ რამდენად გაიცემა ზოგადი რეკომენდაცია 12-დან 16 წლამდე ყველა მოზარდზე.

რაც შეეხება გერმანიის მთავრობას, ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება მშობლებს და ექიმებს მიანდო. გერმანიის ფედერალური და მიწების მთავრობების გადაწყვეტილებით, 7 ივნისიდან, როდესაც ვაქცინაზე პრიორიტეტიზაცია მოიხსნება, დარეგისტრირებას 12-დან 16 წლამდე ბავშვებიც შეძლებენ. თუმცა გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის, განცხადებით, შეზღუდული რაოდენობიდან გამომდინარე ვაქცინა შესაძლოა 7 ივნისის შემდეგაც არ იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი და საყოველთაო იმუნიზაციის დაწყება ზაფხულის ბოლოსთვის იქნება შესაძლებელი.

28 მაისს ევროპის სამედიცინო სააგენტომ ფაიზერის ვაქცინა 12-დან 16 წლამდე მოზარდებშიც დაუშვა. მანამდე ავტორიზაცია 16 წლიდან იყო გაცემული, თუმცა კვლევამ, რომლის ფარგლებშიც 12-16 წლის 2 260 ბავშვს სწავლობდნენ, აჩვენა, რომ ვაქცინა ბავშვებში ეფექტიანია და ამ ასაკობრივ ჯგუფში ზრდასრული ახალგაზრდებისგან განსხვავებული გევრდითი ეფექტები არ გამოვლენილა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist