საქართველოში ვაქცინირებულთა გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

37
VIEWS

ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე და არაეფექტიანობაზე 22 ივლისს ჟურნალ “ქვაკუთხედის” რედაქტორმა ხათუნა საგინაშვილმაც გამოაქვეყნა ლაივ-ვიდეო, სადაც უფოლოგი (ამოუცნობი მფრინავი ობიექტების მკვლევარი) ერეკლე შონია ამბობს, რომ საქართველოში ვაქცინით არაერთი ადამიანი გარდაიცვალა, ზოგიერთ მათგანს კი ინსულტი დაემართა.

;
დეზინფორმაციაა მტკიცება, თითქოს საქართველოში ვაქცინით გარდაცვალების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, NCDC-ის ანგარიშის მიხედვით, ვაქცინაციის პროცესში 334 133 აცრიდან 670 გვერდითი მოვლენის ასახვა მოხდა, აქედან სერიოზულად 101 მიიჩნიეს, გარდაცვალების შემთხვევა კი არ დაფიქსირებულა. 

ერეკლე შონიას მტკიცება, თითქოს საქართველოში ვაქცინის გაკეთების შემდეგ არაერთი გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა, დეზინფორმაციაა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ COVID-19-ის ვაქცინაციის შესახებ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2021 წლის 15 მარტი – 15 ივლისის პერიოდს მოიცავს, საქართველოში ვაქცინასთან დაკავშირებული გარდაცვალების შემთხვევა ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის.

ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრირებულ 334 133 დოზაში COVID-19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის შემდგომ განვითარებული არასასურველი მოვლენები (იშგამ-ი) 670 შემთხვევაში აღირიცხა, რაც საერთო რაოდენობის დაახლოებით 0.2%-ია.

670 შემთხვევიდან სერიოზულად 101 შემთხვევაა მიჩნეული (ჯამურად ჩატარებული აცრების საერთო რაოდენობის 0,03 %), აქედან 90 პაციენტი იყო ჰოსპიტალიზირებული: 25-მა გაიარა სტაციონარული მკურნალობა, ხოლო 65-მა – ამბულატორიული.

გვერდითი მოვლენებიდან ყველაზე ხშირია ცხელება, ტემპერატურის მატება, საერთო სისუსტე, თავის ტკივილი და ტკივილი და შეშუპება ინექციის მიდამოში. ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ ქვეყანაში COVID-19-ის დაავადებით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობაში ერთი დოზით აცრილთა ხვედრითი წილი 0.22%-ია, ხოლო 2 დოზით აცრილთა შორის გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

;


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist