თავდასხმის ვიდეო არა ისრაელის არმიის, არამედ ჰამასის მიერ მოკლულ ადამიანებს ასახავს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

380
VIEWS

16 ოქტომბერს ფეისბუქ ანგარიშმა “საქართველო უპირველეს ყოვლისა” გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერს, რომ “ისრაელის არმიამ პალესტინელი დედა-შვილი ჩახოცა, როდესაც მათ ღამით ეძინათ”. პოსტის თანახმად, ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო “როიტერსს” ეყრდნობა. ასევე პოსტს თან ახლავს ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ შედის რამდენიმე შეიარაღებული მამაკაცი შენობაში და ესვრის ქალს.

hamasis gopro თავდასხმის ვიდეო არა ისრაელის არმიის, არამედ ჰამასის მიერ მოკლულ ადამიანებს ასახავს

მტკიცება იმის შესახებ, თითქოს გამოქვეყნებული ვიდეო ისრაელის არმიის მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას ასახავს, დეზინფორმაციულია. სინამდვილეში, ვიდეოში ნაჩვენებია 7 ოქტომბერს ჰამასის მებრძოლების მიერ ისრაელელი ქალი ჯარისკაცების მოკვლის კადრები. 

გავრცელებული კადრები ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის ამჟამად მოკლულ მებრძოლზე დამაგრებული კამერით არის გადაღებული. ვიდეო თავდაპირველად, 16 ოქტომბერს ისრაელურმა ტელეგრამ არხმა გაავრცელა და როგორც პოსტში წერენ, კადრები გადაღებულია 7 ოქტომბერს, ჰამასის მიერ მოულოდნელი შეტევის დროს. უფრო კონკრეტულად, კადრები ასახავს ტერორისტების შეჭრას ღაზა-ისრაელის საზღვრის პირას მდებარე პუნქტში, რომელშიც ისრაელელი ჯარისკაცები  იმყოფებოდნენ. როგორც ბრიტანული მედიები აღნიშნავენ (1, 2, 3.) ჰამასელებმა ჯერ ხელყუმბარა ისროლეს ოთახში, რის შედეგადაც რამდენიმე ისრაელელი ქალი ჯარისკაცი დაიჭრა და თავი შეაფარა მაგიდას, თუმცა ტერორისტებმა ოთახში შესვლიდან რამდენიმე წამში ისინი მძევლად აყვანის ნაცვლად, დაცხრილეს. ტელეგრამ არხზე გავრცელდა ამავე მოვლენის ამსახველი მეორე ვიდეოც, სადაც ასევე ჩანს როგორ ესვრიან მაგიდის ქვეშ მყოფ დაჭრილ ქალებს. ამ უკანასკნელ ვიდეოში კარგად ისმის მკვლელების ხმაც და ირჩევა, რომ ისინი არაბულად საუბრობენ და არა ებრაულად. ამასთანავე, კადრებში ჩანს, რომ ისინი იყენებენ AK-47 (იგივე კალაშნიკოვი) მარკის იარაღს, რომელიც არ შედის ისრაელის არმიის შეიარაღებაში, თუმცა წარმოადგენს ჰამასის ძირითად საბრძოლო ავტომატურ იარაღს

hamasis gopro1 თავდასხმის ვიდეო არა ისრაელის არმიის, არამედ ჰამასის მიერ მოკლულ ადამიანებს ასახავს

2023 წლის 7 ოქტომბერს ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა ისრაელის წინააღმდეგ მოულოდნელი შეტევა დაიწყო, რის შედეგადაც, ტერორისტებმა 1400-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, 200-მდე კი გაიტაცეს. ისრაელმა ამ აქტის საპასუხოდ ომი გამოაცხადა, დაიბრუნა კონტროლი საზღვარზე და ჰამასის 1500-მდე მებრძოლი დახოცა. ისრაელის მიერ ღაზას სექტორის დაბომბვის შემდეგად კი, პალესტინის ოფიციალური პირების განცხადებით, 2800-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა, საიდანაც მეოთხედი ბავშვია

ისრაელ-ჰამასის ომის დაწყებიდან სოციალურ ქსელში არაერთი მცდარი და მანიპულაციური ინფორმაცია ვრცელდება. დეტალურად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიებში:

წყაროს შესახებ: 

ფეისბუქ-ანგარიში საქართველო უპირველეს ყოვლისა 2023 წლის 15 ივლისს შეიქმნა და ძირითადად ოპოზიციის საწინააღმდეგო (1,2,3), ანტიუკრაინულ (1,2,3) და ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერ (1,2) პოსტებს ავრცელებს.

Screenshot 2023 10 18 115247 თავდასხმის ვიდეო არა ისრაელის არმიის, არამედ ჰამასის მიერ მოკლულ ადამიანებს ასახავს

ანგარიში ასევე ხშირად აზიარებს და აქვეყნებს ფეისბუქ-მომხმარებლის ნიკუშა შანიძის პოსტებს (1,2,3,4,5). შანიძესთან დაკავშირებული ერთ-ერთი პოსტი დასპონსორებულია.

Screenshot 2023 10 18 115251 თავდასხმის ვიდეო არა ისრაელის არმიის, არამედ ჰამასის მიერ მოკლულ ადამიანებს ასახავს

ფეისბუქ-მომხმარებელ ნიკუშა შანიძის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც რამდენჯერმე გადაუმოწმებია. გარდა ამისა შანიძე ლაზარე გრიგორიადისის საწინააღმდეგო კამპანიაში იყო ჩართული.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ისრაელი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist