რეალურად რას ასახავს ვიდეო, სადაც ჰიჯაბიან ქალს თავს ესხმიან?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

11.3k
VIEWS

9 სექტემბერს ანონიმურმა ფეისბუკ ანგარიშებმა “ძირს სიონისტთა სისტემა” და “ეროვნული სულისკვეთება” თეთრჰიჯაბიან ქალზე შეიარაღებული თავდასხმის ვიდეო გაავრცელეს. ვიდეოში ნაჩვენებია, თუ როგორ სთხოვს ხალხის წრეში მოქცეულ ქალს ორი შეიარაღებული მამაკაცი ჩანთის გადმობრუნებას, შემდეგ კი ესვრის. წაქცეულ ქალს  შეიარაღებული პირი წიხლებს ურტყამს. პოსტის ავტორის თანახმად, ეს ვიდეო მათ უნდა ნახონ ვისაც “ანტიქრიტე ურიები კარგი ჰგონია”, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს პალესტინელ ქალს ისრაელელი ჯარისკაცები კლავენ.

palestineli gogos chastskhilva რეალურად რას ასახავს ვიდეო, სადაც ჰიჯაბიან ქალს თავს ესხმიან?

ვიდეო არა რეალურ მოვლენას, არამედ თეატრალურ წარმოდგენას ასახავს, რომელიც 2015 წელს პალესტინაში, ქალაქ რამალაში სამსახიობო ჯგუფმა “ათიდან ათი” გამართა.

წარმოდგენა 2015 წლის 3 დეკემბერს პალესტინის ქალაქ რამალაში თეატრალურმა ჯგუფმა “ათიდან ათი” გამართა. ვიდეოს სრული ვერსიის ნახვა AjyaL Radio Network-ARN-ის ფეისბუკ გვერდზე არის შესაძლებელი. პოსტის აღწერაში ნათქვამია, რომ ეს არის თეატრალური ჯგუფის “10/10” სპექტაკლის ნაწილი, რომელიც 3 დეკემბერს რამალაში, ალ-მანარას მოედანზე შესრულდა. (არქივი)

palestineli gogos chastskhilva1 რეალურად რას ასახავს ვიდეო, სადაც ჰიჯაბიან ქალს თავს ესხმიან?

2016 წლის იანვარში ვიდეო თეატრალურმა ჯგუფმა თავის ფეისბუკ გვერდზე გამოაქვეყნა. პოსტში ნათქვამია, რომ წარმოდგენა განასახიერებს იმ დარღვევებისა და საველე სიკვდილით დასჯის სახეს, რომელსაც პალესტინელი ერი  ექვემდებარება.

palestineli gogos chastskhilva3 რეალურად რას ასახავს ვიდეო, სადაც ჰიჯაბიან ქალს თავს ესხმიან?

ფეისბუკ გვერდის “فرقة عشرة على عشرة 10/10” აღწერაში ნათქვამია, რომ თეატრალური ჯგუფი 2015 წელს ქალაქ რამალაში დაარსდა, თუმცა სოციალურ ქსელში მათი ბოლო აქტივობა 2016 წლის 21 აპრილს ფიქსირდება.

palestineli gogos chastskhilva4 რეალურად რას ასახავს ვიდეო, სადაც ჰიჯაბიან ქალს თავს ესხმიან?

აღნიშნულ ვიდეოს 2017 წლის ივლისში სოციალურ ქსელში ინდონეზიელი ფეისბუკ მომხმარებლები შემდეგი სათაურით ავრცელებდნენ: „ქალიც შეხვდა თავის უფალს ებრაული ბარბაროსობის შედეგად“. პოსტებში აღნიშნულია, რომ ებრაელებმა ჰკითხეს ქალს, თუ სად ინახავდა ტყვიებსა და იარაღს. პალესტინელმა უპასუხა, რომ მას  არ ჰქონდა ტყვიები და იარაღი,  ბევრჯერ დაიფიცა ალაჰი, მაგრამ “წყეულმა ისრაელელებმა” მაინც სიკვდილით დასაჯეს.

palestineli gogos chastskhilva5 რეალურად რას ასახავს ვიდეო, სადაც ჰიჯაბიან ქალს თავს ესხმიან?

2017 წელს ინდონეზიურმა გამოცემამ Jawa Pos-მა  ვიდეოს შესახებ ინდონეზიის მოქალაქე აბდილა ონიმს ჰკითხა,  რომელიც პალესტინაში ათი წლის განმავლობაში ცხოვრობდა და  MER-C-ის ჰუმანიტარულ მისიებში იყო ჩართული. აბდილა ონიმის თქმით, ვიდეო რეალურ მოვლენას არ ასახავდა და წარმოადგენდა თეატრალურ აქციას, რომელიც პალესტინელმა სტუდენტებმა გამართეს. ონიმს არ ახსოვდა თეატრალური მოქმედების გამართვის ზუსტი თარიღი, თუმცა მისი თქმით, ვიდეო რამდენიმე წლის წინ იყო გადაღებული. აღსანიშნავია, რომ გავრცელებული ვიდეო 2016 წელს ახალი ამბების გადამოწმების პლათფორმამ Dabegad.com შეისწავლა. სტატიაში განმარტებულია, რომ ვიდეო თეატრალური აქტს ასახავს, რომელიც პალესტინაში რამალას მოედანზე გაიმართა.

წყაროების შესახებ

ანონიმური ფეისბუქ-ანგარიში “ეროვნული სულისკვეთება” “მითების დეტექტორმა” ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო არაერთხელ მონიშნა.

palestineli gogos chastskhilva6 რეალურად რას ასახავს ვიდეო, სადაც ჰიჯაბიან ქალს თავს ესხმიან?

ფეისბუკ ანგარიში “ძირს სიონისტთა სისტემა” ანტიუკრაინულ, ანტისემიტურ და კონსპირაციულ პოსტებს აქვეყნებს. ფეისბუკ ანგარიში ეჭვქვეშ აყენებს კორონავირუსის პანდემიის, გლობალური დათბობის ნამდვილობასაც. მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ყალბად არის მონიშნული უცხოური ფაქტების გადამოწმების პლატფორმების მიერ ყალბად არის მონიშნული. 

palestineli gogos chastskhilva7 რეალურად რას ასახავს ვიდეო, სადაც ჰიჯაბიან ქალს თავს ესხმიან?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ისრაელი, პალესტინა
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist