გალიაში ჩასმული ბავშვების ვიდეო ისრაელ-ჰამასის ომს არ უკავშირდება

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

12k
VIEWS

8 ოქტომბრიდან სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება გალიაში მყოფი ბავშვების ვიდეო, რომელზეც წერენ, რომ ის ჰამასის ტერორისტების მიერ გატაცებულ ისრაელელ ბავშვებს ასახავს (1;2;3;4;5;6;7). ვიდეოში მამაკაცის ხმამაღალი სიცილი ისმის. იდენტური ვიდეოსა და შინაარსის მქონე ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო resonancedaily-მა და ტვ პირველმაც გამოაქვეყნეს.

აღსანიშნავია, რომ გალიაში დამწყვდეული ბავშვების კადრები მსგავსი აღწერით რუსულენოვანმა ფეისბუკ მომხმარებლებმაც (1; 2) გააზიარეს. გარდა ამისა, ვიდეო აქტიურად ვრცელდებოდა X-ზე (ყოფილი ტვიტერი), სადაც ზოგიერთი ინტერნეტ მომხმარებელი ამტკიცებდა, რომ ვიდეო არა ისრაელელ, არამედ პალესტინელ ბავშვებს ასახავს, რომლებიც ისრაელში დაატყვევეს.

bavshvebi galiash12i გალიაში ჩასმული ბავშვების ვიდეო ისრაელ-ჰამასის ომს არ უკავშირდება

 

bavshvebi galiashi1 გალიაში ჩასმული ბავშვების ვიდეო ისრაელ-ჰამასის ომს არ უკავშირდება

რეალურად, ვიდეო TikTok-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გართობის მიზნით საკუთარ ნათესავებს გადაუღო და სოციალურ ქსელში ისრაელ-ჰამასის ომის დაწყებამდე გაავრცელა. შესაბამისად, ის არ ასახავს ჰამასის მიერ გალიაში გამომწყვდეულ ისრაელელ ბავშვებს და ჰამას-ისრაელის ომს არ უკავშირდება.

სოციალურ ქსელში ფართოდ გავრცელებულ ვიდეოში TikTok-ის ლოგოს და ამავე სოციალური ქსელის მომხმარებლის სახელს @user6903068251281 ვხედავთ, თუმცა, ვიდეოს ორიგინალი ვერსიის ნახვა TikTok-ზე ამ მომხმარებელთან რამდენიმე დღის განმავლობაში შეუძლებელი იყო, ვიდეო წაშლილი, ანგარიში კი დეაქტივირებული დაგვხვდა. TikTok-ის ანგარიში @user6903068251281 11 ოქტომბერს აღდგა და  გამოაქვეყნა ვიდეო,  რომელშიც გალიაში მყოფი ბავშვების ვიდეოს ავტორი  განმარტებას აკეთებს. TikTok-ის მომხმარებლის თანახმად, ვიდეოში ნაჩვენები ბავშვები არა ისრაელელები, არამედ მისი ნათესავები არიან და ვიდეო სოციალურ ქსელში ისრაელ-ჰამასის ომის დაწყებამდე გამოქვეყნდა. 

bavshvebi galiash123i გალიაში ჩასმული ბავშვების ვიდეო ისრაელ-ჰამასის ომს არ უკავშირდება

ვიდეოს, რომელშიც გალიაში მყოფი ბავშვები ჩანან, არაბული ჰეშთეგი “الشعب الصيني_ماله_حل#”  და შვიდი სიცილის ემოჯი ახლავს თან. ტექსტში, რომელიც ვიდეოს ერთვის,  ნათქვამია:

“ჩემს ქვეყანაში ჩაგრული

#ჩინელებს_გამოსავალი_არა აქვთ”

ჰეშთეგი არაბულად “الشعب الصيني_ماله_حل#” ითარგმნება, როგორც “ჩინელ ხალხს გამოსავალი არ აქვს”. არაბულ ენაზე ეს სატირული ფრაზა ნიშნავს: “თქვენ არ შეგიძლიათ მათი გამოსწორება”. ფაქტების გადამოწმების პორტალის Leadstories თანახმად, ამ ჰეშთეგს  არაბულ ენაზე  მოსაუბრეები TikTok-ზე იუმორისტული შინაარსის ვიდეოების გაზიარებისას იყენებენ.  რაც შეეხება სიცილს, რომელიც გალიაში გამომწყვდეული  ბავშვების ვიდეოს ემატება, TikTok-ის ტრენდია და სხვა არაერთ სასაცილო შინაარსის ვიდეოს ერთვის.

bavshvebi galiashi2 გალიაში ჩასმული ბავშვების ვიდეო ისრაელ-ჰამასის ომს არ უკავშირდება
TikTok-ის ტრენდი

ასევე, დანიურმა ფაქტების გადამოწმების პორტალმა Tjekdet-მა დაადგინა, რომ ვიდეო ორი დამოუკიდებელი აუდიო ჩანაწერისგან შედგება; ვიდეოს ორიგინალ  საუნდტრეკს, რომელშიც მანქანის და ბავშვების ხმები ისმის,  მამაკაცის სიცილის ხმა ემატება, რომელიც TikTok-ის სხვა იუმორისტული  ტიპის  ვიდეოებშიც არის გამოყენებული და არ არის დაკავშირებული გალიებში მყოფი ბავშვების ვიდეოსთან.

აღსანიშნავია, რომ TikTok მომხმარებლის მიერ  ახსნის გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ებრაულმა ფაქტების გადამოწმების პორტალმა  FakeReporter-მა გამოაქვეყნა რამდენიმე სქრინშოთი, სადაც ნაჩვენებია TikTok ვიდეოს გამოქვეყნების თარიღი. 9 ოქტომბერს გამოქვეყნებული სქრინშოთი აჩვენებს, რომ ვიდეო სულ მცირე ოთხი დღის წინ გავრცელდა, ანუ მანამ, სანამ ჰამასი ისრაელში შეიჭრებოდა.

bavshvebi galiashi3 გალიაში ჩასმული ბავშვების ვიდეო ისრაელ-ჰამასის ომს არ უკავშირდება

ფაქტების გადამოწმების პორტალმა Lead Stories-მა 9 ოქტომბერს გაავრცელა კიდევ ერთი სქრინშოთი, რომელიც ვიდეოს გავრცელების იმავე თარიღს აჩვენებს და ამტკიცებს, რომ ვიდეო სოციალურ ქსელში ჰამასის ისრაელში შეჭრამდე იყო გამოქვეყნებული.

bavshvebi galiashi4 გალიაში ჩასმული ბავშვების ვიდეო ისრაელ-ჰამასის ომს არ უკავშირდება

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო ასევე ნორვეგიულმა და ესპანურმა ფაქტების გადამოწმების პლათფორმებმა faktisk.no და maldita შეისწავლეს. ნორვეგიული გამოცემა აღნიშნავს, რომ ვიდეოში გალიაზე ბოქლომი არ შეინიშნება. maldita-ს თანახმად კი, TikTok-ის მომხმარებლის (@user6903068251281) მიერ 8 ოქტომბერს გამოქვეყნებულ მეორე ვიდეოში გალიაში მყოფი ბავშვებიდან ზოგიერთი ახლა უკვე პარმაღზე ზის.

bavshvebi galiashi5 გალიაში ჩასმული ბავშვების ვიდეო ისრაელ-ჰამასის ომს არ უკავშირდება

bavshvebi galiashi6 გალიაში ჩასმული ბავშვების ვიდეო ისრაელ-ჰამასის ომს არ უკავშირდება
გალიაში მყოფი ბავშვები ამავე მომხმარებლის მიერ გავრცელებულ სხვა ვიდეოში

როგორც, ჩანს ვიდეო Tiktok-ის მომხმარებელმა ერთ-ერთი კომენტარის (“გაათავისუფლეთ ისინი, სანამ გათეთრდებიან”) პასუხად გადაიღო და სოციალურ ქსელში “ბავშვების გალიიდან გათავისუფლების” შემდეგ  ატვირთა.

bavshvebi galiashi7 გალიაში ჩასმული ბავშვების ვიდეო ისრაელ-ჰამასის ომს არ უკავშირდება
კომენტარი: “გამოუშვით, სანამ გათეთრდებიან”

გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ბავშვების გალიაში ყოფნის ამსახველი ვიდეო ჰამასის ისრაელში შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა, ასევე TikTok-ის ორიგინალი ვიდეოს სქრინშოთის ტექსტი და სიცილის ემოჯები ადასტურებს, რომ ვიდეო ხუმრობაა და გართობის მიზნით არის გადაღებული. 

მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული ვიდეოს მიმდინარე ომთან კავშირი არ დადასტურდა, აღსანიშნავია, რომ ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა მცირეწლოვანი ბავშვები ნამდვილად გაიტაცეს. ჰამასი იმუქრება, რომ მძევლებს მოკლავენ და მათი დაცოხვის კადრებს გადაიღებენ. ამასთანავე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა CNN-ს და სხვა მედიებს უთხრეს, რომ დასახლება კფარ აზაში ბავშვების დანაწევრებული ცხედრები იპოვეს.

2023 წლის 7 ოქტომბერს ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა ისრაელის წინააღმდეგ მოულოდნელი შეტევა დაიწყო. ჰამასის ლიდერის, ისმაილ ჰანიეს განცხადებით,  შეტევა არის პასუხი ისრაელის მიერ ალ-აქსას მეჩეთზე განხორციელებულ თავდასხმებზე. შეტევა რომელიც ებრაული ქალაქების მასიური სარაკეტო დარტყმებით დაიწყო, ღაზა-ისრაელის საზღვრის გარღვევითა და ჰამასის შეიარაღებული წევრების მიერ მშვიდობიან მოსახლეობასა და ისრაელის ბაზებზე თავდასხმით გაგრძელდა და შედეგად, ტერორისტებმა 1200-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, 150 კი გაიტაცეს. ისრაელმა ამ აქტის საპასუხოდ ომი გამოაცხადა, დაიბრუნა კონტროლი საზღვარზე და ჰამასის 1500-მდე მებრძოლი დახოცა. ღაზას სექტორის დაბომბვის შემდეგად კი 950-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა. 9 ოქტომბერს ისრაელმა ღაზას სექტორის სრული ბლოკადა გამოაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ ისრაელი ჰამასს გაანადგურებს და განხორციელებული თავდასხმის გამო შურს იძიებს.

არქივი: 1, 2


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ისრაელი, პალესტინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist