ვიდეო, რომელსაც ისრაელ-ჰამასის ომს მიაწერენ, სირიის მიწისძვრას გადარჩენილ ბავშვს ასახავს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

294
VIEWS

13 ოქტომბერს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა, “კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერმა თეო ჯაველიძემ და დავით ლორიამ  ღაზას ნანგრევებიდან ამოყვანილი პალესტინელი გოგონას შესახებ ინფორმაცია და ვიდეო გაავრცელეს. პირველი პოსტის თანახმად, ებრაელების მიერ დაბომბილი ღაზას ერთ-ერთი ნანგრევებიდან გარდაცვლილ დედას ჩახუტებული ჩვილი ამოიყვანეს, მეორე და მესამე პოსტში კი ნათქვამია, რომ პატარა პალესტინელი, სავარაუდოდ, მამის გადაფარების შედეგად გადაურჩა დაღუპვას.

Screenshot 2023 10 16 105910 ვიდეო, რომელსაც ისრაელ-ჰამასის ომს მიაწერენ, სირიის მიწისძვრას გადარჩენილ ბავშვს ასახავს
გავრცელებული ვიდეოს აღწერა მცდარია, რეალურად ვიდეო 2023 წლის თებერვალში სირიაში, ალეპოში არის გადაღებული და ის მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობიდან ბავშვის ამოყვანას ასახავს. შესაბამისად, სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებს ისრაელ-ჰამასის ომთან კავშირი არ აქვს.

ვიდეო, რომელიც თითქოს ისრაელის დაბომბვის შედეგად ღაზას ნანგრევებიდან ამოყვანილ პალესტინელ ჩვილს ასახავს, სინამდვილეში ალეპოში 2023 წლის თებერვალში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ნანგრევებიდან ამოყვანილ გოგონას ასახავს. თავდაპირველად ვიდეო 2023 წლის 12 თებერვალს თურქულმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ Şefkat Eli თავის ინსტაგრამის ანგარიშზე გაავრცელა. პოსტის თანახმად, პატარა გოგონა, საკუთარი გარდაცვლილი დის ხელებში ცოცხალი  გადარჩა. პოსტში ასევე მითითებულია, რომ მიწისძვრა ალეპოს რეგიონში მოხდა.

Screenshot 2023 10 16 105916 ვიდეო, რომელსაც ისრაელ-ჰამასის ომს მიაწერენ, სირიის მიწისძვრას გადარჩენილ ბავშვს ასახავს

დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში 2023 წლის 6 თებერვალს მოხდა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში მდებარეობდა.

მაშველების მიერ ბავშვის ნანგრევებიდან ამოყვანის კადრები 13 თებერვალს თურქულმა საინფორმაციო სააგენტოებმაც (1,2) გაავრცელეს. პოსტებში აღნიშნულია, რომ ალეპოში მომხდარი მიწისძვრის დროს დაზიანებული შენობის ნანგრევებიდან სამძებრო-სამაშველო ჯგუფებმა პატარა გოგონა ამოიყვანეს, რომელიც უფროსი დის მკლავებში ცოცხალი გადარჩა.

Screenshot 2023 10 16 105922 ვიდეო, რომელსაც ისრაელ-ჰამასის ომს მიაწერენ, სირიის მიწისძვრას გადარჩენილ ბავშვს ასახავს

2023 წლის 7 ოქტომბერს ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა ისრაელის წინააღმდეგ მოულოდნელი შეტევა დაიწყო, რის შედეგადაც, ტერორისტებმა 1300-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, 150 კი გაიტაცეს. ისრაელმა ამ აქტის საპასუხოდ ომი გამოაცხადა, დაიბრუნა კონტროლი საზღვარზე და ჰამასის 1500-მდე მებრძოლი დახოცა. ღაზას სექტორის დაბომბვის შემდეგად კი, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 2300-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა, საიდანაც მეოთხედი ბავშვია.

ისრაელ-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ სოციალურ მედიაში არაერთი მცდარი ინფორმაცია, ფოტო და ვიდეომანიპულაცია გავრცელდა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიები:

წყაროების შესახებ:

ფეისბუქ მომხმარებელი დავით ლორია ანტიდასავლური შინაარსის ინფორმაციას ხშირად აქვეყნებს. 2023 წლის აპრილში ლორიამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი თითქოს ვიოლა ფონ კრამონი ჰერმან გერინგის შთამომავალი იყო. 2022 წლის ნოემბერში ის კი ავრცელებდა ვიდეოს, რომელიც, მისი აღწერით, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევას ასახავდა. ვრცლად ამის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალებში: 

ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი ანტიდასავლური, ანტიუკრაინული და ანტიოპოზიციური შინაარსის პოსტებს, მათ შორის დეზინფორმაციას რეგულარულად აქვეყნებს. ზაქარეიშვილის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.

ფეისბუკ მომხმარებელი თეო ჯაველიძე “კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერი და “ალტ-ინფოსთან” დაკავშირებული ფეისბუკ ჯგუფის “ალტერნატივა საქრთველოსთვის” ერთ-ერთი ადმინია. ჯაველიძე  ანტიდასავლური, ანტიუკრაინული და ანტიოპოზიციური შინაარსის პოსტებს, მათ შორის დეზინფორმაციას რეგულარულად აქვეყნებს.

Screenshot 2023 10 16 105929 ვიდეო, რომელსაც ისრაელ-ჰამასის ომს მიაწერენ, სირიის მიწისძვრას გადარჩენილ ბავშვს ასახავს Screenshot 2023 10 16 105936 ვიდეო, რომელსაც ისრაელ-ჰამასის ომს მიაწერენ, სირიის მიწისძვრას გადარჩენილ ბავშვს ასახავს


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ისრაელი, პალესტინა, სირია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist