რას ასახავს ვიდეოში ნაჩვენები დანადგარი და უკავშირდება თუ არა ისრაელში მიმდინარე კონფლიქტს?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

133
VIEWS

11 ოქტომბერს ფეისბუქის მომხმარებელმა “ბაႵარ ზაალიშვილი” გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს დიდი ზომის მოწყობილობის ტრანსპორტირების კადრები. “ისრაელმა მიწის ქვეშიდან გამოაგორა ეს 57 მეტრიანი მახინა და ვინმემ ხომ არ იცის შემთხვევით, ეს მარტო ფეთქდება თუ კიდე რამეს შვრება?”- ვკითხულობთ პოსტის აღწერაში. 

Screenshot 2023 10 13 151434 რას ასახავს ვიდეოში ნაჩვენები დანადგარი და უკავშირდება თუ არა ისრაელში მიმდინარე კონფლიქტს?

პოსტის ავტორის მიერ ვიდეოზე გაკეთებული აღწერა შეცდომაში შემყვანია. კადრებში ნაჩვენები დანადგარი ამიაკის წარმოების პროცესში გამოიყენება და ის არ წარმოადგენს ბომბს ან სხვა სახის საბრძოლო საშუალებას. ამასთანავე, აღნიშნული ვიდეო თავდაპირველად 17 აგვისტოს, ომის დაწყებამდე 2 თვით ადრე გავრცელდა.

კადრებში აღბეჭდილი მოვლენა ნამდვილად ისრაელში მოხდა, რასაც ვიდეოში ნაჩვენები საგზაო ნიშნებიც ადასტურებს. ვიდეო გადაღებულია 2023 წლის 17 აგვისტოსმდე, რაზეც ტიკ-ტოკ ანგარიში მოწმობს, რომელმაც 17-19 აგვისტოს აღნიშნული დანადგარის ტრანსპორტირების ამსახველი რამდენიმე, მათ შორის პოსტში ნაჩვენები ვიდეო გამოაქვეყნა. 19 აგვისტოს გავრცელებულ ვიდეოში ჩანს ამ კონსტრუქციის დანიშნულების ადგილას მიტანისა და მისი ჩამოტვირთვის  კადრები, რის შემდეგაც მას სამშენებლო მოედანზე ვერტიკალურ მდგომარეობაში დგამენ. 

Screenshot 2023 10 13 151538 რას ასახავს ვიდეოში ნაჩვენები დანადგარი და უკავშირდება თუ არა ისრაელში მიმდინარე კონფლიქტს? Screenshot 2023 10 13 151544 რას ასახავს ვიდეოში ნაჩვენები დანადგარი და უკავშირდება თუ არა ისრაელში მიმდინარე კონფლიქტს?

ღია წყაროების მოკვლევის შედეგად, “მითების დეტექტორმა” დაადგინა, რომ ეს სამშენებლო მოედანი ისრაელში, კერძოდ ჰაიფაში მდებარეობს და ის ამიაკის ქარხანას წარმოადგენს, რომელიც მშენებლობის პროცესშია.

ქარხანას აშენებს ტრანსნაციონალური კორპორაცია “ჰაიფა გრუპი”, რომელიც სპეციალიზებულ მცენარეთა კვების ერთ-ერთი წამყვანი მიმწოდებელია მსოფლიოში. მათ 28 აგვისტოს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნეს ამიაკის ქარხნის მშენებლობის პროცესის ამსახველი ვიდეო, რომელშიც ჩანს ზემოაღნიშნული დანადგარის დამონტაჟების კადრებიც. პოსტში აღნიშნულია, რომ 100 ათას-ტონიანი ამიაკის ქარხანასთან ერთად “ჰაიფა” აპროექტებს CO2 ქარხანას და მუშაობს CO2-ზე დაფუძნებული პროდუქტებისა და სერვისების წარმოებაზე, რომლებიც ხელს შეუწყობს სხვადასხვა ინდუსტრიებს. ამის მთავარი მიზანი, კი ნახშირბადის კვალის შემცირება, ეკოლოგიურად სუფთა წარმოების პრაქტიკის განხორციელება, ბაზრის და მომხმარებელთა ახალი მოთხოვნების დაკმაყოფილებაა.

Screenshot 2023 10 13 151552 რას ასახავს ვიდეოში ნაჩვენები დანადგარი და უკავშირდება თუ არა ისრაელში მიმდინარე კონფლიქტს?

ორივე ვიდეოს კადრებზე დაკვირვების შედეგად ცხადი ხდება, რომ დანადგარები იდენტურია და შესაბამისად კადრებში ერთი და იგივე მოწყობილობაა ნაჩვენები. 

Screenshot 2023 10 13 151648 რას ასახავს ვიდეოში ნაჩვენები დანადგარი და უკავშირდება თუ არა ისრაელში მიმდინარე კონფლიქტს?

ომის დაწყების შემდეგ სოციალურ მედიაში ისრაელ-ჰამასის ომზე რამდენიმე დეზინფორმაცია გავრცელდა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიებში (1, 2, 3, 4, 5, 6). 

2023 წლის 7 ოქტომბერს ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა ისრაელის წინააღმდეგ მოულოდნელი შეტევა დაიწყო. ჰამასის ლიდერის, ისმაილ ჰანიეს განცხადებით,  შეტევა არის პასუხი ისრაელის მიერ ალ-აქსას მეჩეთზე განხორციელებულ თავდასხმებზე. შეტევა რომელიც ებრაული ქალაქების მასიური სარაკეტო დარტყმებით დაიწყო, ღაზა-ისრაელის საზღვრის გარღვევითა და ჰამასის შეიარაღებული წევრების მიერ მშვიდობიან მოსახლეობასა და ისრაელის ბაზებზე თავდასხმით გაგრძელდა და შედეგად, ტერორისტებმა 1300-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, 150 კი გაიტაცეს. ისრაელმა ამ აქტის საპასუხოდ ომი გამოაცხადა, დაიბრუნა კონტროლი საზღვარზე და ჰამასის 1500-მდე მებრძოლი დახოცა. ღაზას სექტორის დაბომბვის შემდეგად კი, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით 1500-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა. 9 ოქტომბერს ისრაელმა ღაზას სექტორის სრული ბლოკადა გამოაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ ისრაელი ჰამასს გაანადგურებს და განხორციელებული თავდასხმის გამო შურს იძიებს

წყაროს შესახებ:

ფეისბუქ ანგარიშს “ბაႵარ ზაალიშვილი” ყალბი ინფორმაციის შემცველი პოსტების წარსულშიც გაუზიარებია. დეტალურად იხილეთ მიტების დეტექტორის სტატიებში (1, 2, 3.)


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: ისრაელი, პალესტინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist