არსებობს თუ არა მტკიცებულება უკრაინის მიერ ჰამასისათვის იარაღის გადაცემაზე – რუსული პროპაგანდა იარაღის შავი ბაზრის შესახებ

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

1k
VIEWS

8 ოქტომბერს ქართულენოვანმა ფეისბუქ მომხმარებელმა ვიდეო გამოაქვეყნა,რომელშიც იარაღი ჩანს და არაბულ ენაზე კაცის ხმა ისმის. ვიდეოს აღწერის თანახმად, უკრაინელებმა ჰამასს იარაღი მიჰყიდეს და ისინი უკრაინის ხელისუფლებას ამის გამო მადლობას უხდიან. პოსტი ფეისბუქ მომხმარებელმა Eka Ekaladze-მ ჯგუფში “მოქალაქე” გადააზიარა. ასევე 8 ოქტომბერს ერთ-ერთმა ფეისბუქ მომხმარებელმა პოსტი გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ჰეზბოლას დაკავებულმა ტერორისტებმა ჩვენება მისცეს და ისრაელის სამხედრო დაზვერვის ოფიცრის თქმით, აღიარეს, რომ მათთან იარაღზე მოლაპარაკებებს არახამია, პოდოლიაკი და მამულაშვილი აწარმოებდნენ. პოსტის კომენტარებში ავტორს აღნიშნული განცხადების წყარო არ აქვს მითითებული, თუმცა მოყვანილი აქვს ვიდეო, რომელიც Bitchute-ზეა ატვირთული, ასევე უკრაინელი ბლოგერის ნიკოლაი დულსკის მიერ გამოქვეყნებული პოსტი იდენტური ვიდეოთი.

hamasi ukraina da rusi da qarthveli dezinphormatorebi არსებობს თუ არა მტკიცებულება უკრაინის მიერ ჰამასისათვის იარაღის გადაცემაზე - რუსული პროპაგანდა იარაღის შავი ბაზრის შესახებ

hamasi ukraina da rusi da qarthveli dezinphormatorebi1 არსებობს თუ არა მტკიცებულება უკრაინის მიერ ჰამასისათვის იარაღის გადაცემაზე - რუსული პროპაგანდა იარაღის შავი ბაზრის შესახებ

ვიდეოებსა და პოსტებში გაჟღერებული მტკიცება, რომელიც აქტიურად ვრცელდება რუსული, პრო-რუსული და ანტი-დასავლური ანგარიშების მიერ მტკიცებულებების გარეშეა. ღია წყაროებში არ იძებნება ინფორმაცია ჰეზბოლას წევრის უკრაინასთან მოლაპარაკებების შესახებ აღიარებითი ჩვენების მიცემის შესახებ. უკრაინისათვის დასავლეთის მიერ გადაცემული იარაღის შავ ბაზარზე მოხვედრის შესახებ ბრალდება რუსულ პროპაგანდას წარსულში არაერთხელ გაუჟღერებია, რაც დასავლეთიდან მიღებული დახმარების შემცირებას ისახავდა მიზნად. თუმცა, ამ დრომდე მსგავსი ბრალდებების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს.

ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელებში ვრცელდება, ისმის მამაკაცის არაბული საუბარი. ის ამბობს, რომ მადლობას უხდიან უკრაინის ხელისუფლებას იარაღის მიწოდებისათვის, რომელსაც მტრების, ისრაელის წინააღმდეგ გამოიყენებენ. ხანმოკლე ვიდეოში არ ჩანს მოსაუბრე და შეუძლებელი ლოკაციისა და გადაღების დროის დადგენა. ვიდეო აქტიურად ვრცელდება რუსულ ტელეგრამ არხებზე. მას ისრაელის ან საერთაშორისო მედიაში გამოხმაურება არ მოჰყოლია. ვიდეოზე კომენტარი არ გაუკეთებიათ არც უკრაინისა და ისრაელის წარმომადგენლებს.

ინფორმაცია არახამიასთან, პოდოლიაკთან და მამულაშვილთან ჰეზბოლას მოლაპარაკებებისა და დაჯგუფების წევრის ჩვენების შესახებ ღია წყაროებში არ იძებნება. აღსანიშნავია, რომ მამუკა მამულაშვილ

“მითების დეტექტორი” შეიარაღების ექსპერტს გიგა ინაშვილს დაუკავშირდა. მან განმარტა, რომ კადრებში ჩანს ტანკსაწინააღმდეგო NLAW, რომელიც ბრიტანეთმა მიაწოდა უკრაინას. ასევე M2ტიპისა და M-240 ტიპის ტყვიამფრქვები, M-4 ავტომატი და მის ქვეშ ჩეხური ავტომატი BREN 2. მისი თქმით, ეს იარაღი რუსებმა დიდი რაოდენობით ჩაიგდეს ხელში და დიდია იმის ალბათობა, რომ რუსების გავლით მოხვედრილიყო ჰამასის ხელში. შესაბამისად, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ეს იარაღი უკრაინელებმა მიაწოდეს ჰამასს.

 რუსულ ტელეგრამ არხებზე ვიდეოს ავთენტურობის მტკიცებულებად ივნისში ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ Jerusalem Post-ისთვის მიცემული ინტერვიუ მოჰყავთ, რომელშიც მან ორი მიზეზი დაასახელა, თუ რატომ იკავებენ თავს უკრაინისათვის იარაღის გადაცემისგან. ნეთანიაჰუს თქმით, ერთი მიზეზი რუსეთთან ახლო სამხედრო საზღვარია სირიაში, ხოლო მეორე მიზეზი მან ამგვარად განმარტა:

ბენიამინ ნეთანიაჰუ, ისრაელის პრემიერმინისტრი: “ჩვენ გვაშფოთებს, რომ ნებისმიერი სისტემა, რომელსაც უკრაინას გადავცემთ, შესაძლოა, ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენონ, რადგან, შესაძლებელია, რომ ირანს ჩაუვარდეს ხელში და ჩვენს წინააღმდეგ იყოს გამოყენებული. სხვათა შორის, ეს თეორიული შესაძლებლობა არაა. ეს მართლაც მოხდა დასავლური ანტი-სატანკო იარაღის შემთხვევაში, რომელსაც ახლა ჩვენს საზღვართან ვპოულობთ. ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ”.

აღსანიშნავია, რომ ინტერვიუში ნეთანიაჰუს დასავლური შეიარაღების ისრაელის საზღვრებთან აღმოჩენაში უკრაინის ხელისუფლება არ დაუდანაშაულებია და არაფერი უთქვამს იმის შესახებ, თუ რა გზებით შეიძლებოდა ეს იარაღი იქ აღმოჩენილიყო.

ომის კვლევის ინსტიტუტის მიერ 7 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ კრემლი აქტიურად იყენებს ჰამასის მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმას უკრაინის მიმართ აშშ-სა და დასავლეთის მხარდაჭერის შესუსტებისთვის გამიზნული საინფორმაციო ოპერაციებისათვის.

უკრაინისათვის გადაცემული იარაღის შავ ბაზარზე აღმოჩენა რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი გზავნილია, რომელიც უკრაინის მიმართ დასავლური მხარდაჭერის შესუსტებას ისახავს მიზნად.

მსგავსი გზავნილი, თითქოს დასავლური იარაღი არა უკრაინის არმიაში, არამედ პირდაპირ შავ ბაზარზე ხვდება, ბულგარეთის მედიაში ერთ-ერთი ექსპერტის კომენტარზე დაყრდნობით ჯერ კიდევ 2022 წლის სექტემბერში გავრცელდა. EU vs Disinfo-ს მიხედვით, არ არსებობს ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო ნარატივი, რომ უკრაინისათვის გაგზავნილი დასავლური სამხედრო დახმარების მონიტორინგი არ ხდება, სიმართლეს არ შეესაბამება.

რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში გავრცელებული მტკიცება, თითქოს უკრაინელები აშშ-ს მიერ მიწოდებულ იარაღს dark web-ზე ყიდდნენ, BBC-ს დეზინფორმაციასთან ბრძოლის გუნდმა გადაამოწმა და დაადგინა, რომ მტკიცებულებად მოყვანილი განცხადებები ყალბი იყო.

ასევე დაუსაბუთებელი აღმოჩნდა ერთ-ერთი მექსიკური ტელეარხის რეპორტაჟზე დაყრდნობით გავრცელებული მტკიცება, თითქოს უკრაინისათვის გადაცემული დასავლური იარაღი მექსიკური ნარკო კარტელების ხელში აღმოჩნდა. Euronews-ის მიხედვით, მექსიკური გადაცემიდან ამონარიდი არასწორად იყო ნათარგმნი და მასში ნათქვამი არ ყოფილა, რომ იარაღმა მექსიკაში უკრაინიდან შეაღწია. როგორც Euronews-მა გაარკვია, რეალურად ვიდეოში არა ჯაველინი, არამედ შვედური AT4 ჩანდა, რომელიც ბევრად იაფი ღირს და ფართოდ გამოიყენება ლათინური ამერიკის ქვეყნების სამხედრო ძალების მიერ, მათ შორის მექსიკაში, არგენტინაში, ჩილესა და კოლუმბიაში. Euronews-მა ექსპერტებიც გამოკითხა, რომელთა თქმითაც, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნარკო კარტელების ხელში იარაღი უკრაინიდან მოხვედრილიყო.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 27 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინის მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას დაიცვას და აღრიცხოს აშშ-ს მიერ მიწოდებული სამხედრო ტექნიკა. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ომის ქაოტური ბუნებიდან გამომდინარე, ამის შესრულება რთული იქნება, თუმცა აშშ დაეხმარება უკრაინას, დაიცვას და აღრიცხოს შეიარაღება. ამისათვის აშშ-სა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები და თანამშრომლობა ინტენსიურად მიმდინარეობს, მათ შორის აშშ-ს მიერ უკრაინაში ჩატარებული ინსპექციების მეშვეობით.

მიუხედავად მიღებული ზომებისა, იკვეთება შემთხვევები, როდესაც დასავლური იარაღი და ტექნიკა უკრაინაში კრიმინალურმა ორგანიზაციებმა მოიპარეს. პენტაგონის მთავარი ინსპექტორის ანგარიშის მიხედვით, მათ შორის რუსული ორგანიზაციებიც არიან. ანგარიშში მოყვანილია შემთხვევა, როდესაც ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფის წევრები, რომელსაც რუსი ოფიციალური პირი ხელმძღვანელობს (ვინაობა დაკონკრეტებული არ არის), ყალბი დოკუმენტებით მოხალისეთა ბატალიონს შეუერთდნენ და შეიარაღების მოპარვა სცადეს, თუმცა უკრაინის დაზვერვამ მათი გეგმა გაშიფრა.

ვიდეოს გავრცელება

ვიდეოს გავრცელება რუსულ ტელეგრამ არხებზე 7 ოქტომბერს დაიწყო. ერთ-ერთმა პირველმა ის რუსულმა ტელეგრამ არხმა СВЕЖЕСТИ გაავრცელა. აქედან ვიდეო საკუთარ ტელეგრამ არხზე გადააზიარა რუსმა მსახიობმა ანდრეი ბოჩაროვმა, შემდეგ კი საკუთარ ტვიტერზეც გამოაქვეყნა. ასევე 7 ოქტომბერს გამოჩნდა იდენტური ვიდეო იუთუბ არხზე Kepler, რომელიც რუსეთიდან იმართება, იყენებს საბჭოთა სიმბოლიკას და აქტიურად ავრცელებს რუსულ სამხედრო პროპაგანდას. 7 ოქტომბერს იდენტური ვიდეო რუსულ სოციალურ ქსელში Vkontakte გვერდმა Сила в правде გამოაქვეყნა.

hamasi ukraina da rusi da qarthveli dezinphormatorebi2 არსებობს თუ არა მტკიცებულება უკრაინის მიერ ჰამასისათვის იარაღის გადაცემაზე - რუსული პროპაგანდა იარაღის შავი ბაზრის შესახებ

hamasi ukraina da rusi da qarthveli dezinphormatorebi3 არსებობს თუ არა მტკიცებულება უკრაინის მიერ ჰამასისათვის იარაღის გადაცემაზე - რუსული პროპაგანდა იარაღის შავი ბაზრის შესახებ

 

hamasi ukraina da rusi da qarthveli dezinphormatorebi4 არსებობს თუ არა მტკიცებულება უკრაინის მიერ ჰამასისათვის იარაღის გადაცემაზე - რუსული პროპაგანდა იარაღის შავი ბაზრის შესახებ

მალევე იდენტური ვიდეო საკუთარ ტელეგრამზე გაავრცელა უკრაინის რადას ყოფილმა დეპუტატმა პრო-რუსული, ევროსკეპტიკური პარტია ოპოზიციის პლატფორმიდან ილია კივამ. 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის მხარდაჭერის შემდეგ მას მანდატი შეუჩერდა. აღსანიშნავია, რომ ინტერნეტში ვიდეოს გავრცელებამდე კივამ ტელეგრამზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ვოლოდიმირ ზელენსკი ახლო აღმოსავლეთის შავ ბაზარზე იარაღის გაყიდვაში დაადანაშაულა და ამბობდა, რომ მალე ამის მტკიცებულებები გამოჩნდებოდა.

hamasi ukraina da rusi da qarthveli dezinphormatorebi5 არსებობს თუ არა მტკიცებულება უკრაინის მიერ ჰამასისათვის იარაღის გადაცემაზე - რუსული პროპაგანდა იარაღის შავი ბაზრის შესახებ

8 ოქტომბერს ვიდეო ასევე გაავრცელეს პრო-რუსულმა ტელეგრამ არხებმა 184 регион | Херсонская область და Новокаховская ПРАВДА, ასევე YouTube არხმა Wargasm, საიდანაც მოგვიანებით ვიდეო წაიშალა. არხის აღწერის მიხედვით ის უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ “კონფლიქტის ორივე მხარეს” აჩვენებს და “მხარეებს არ ირჩევს”, რის გამოც მათ ვიდეოებს “დასავლური მეინსტრიმული მედიები” არ აშუქებენ. არხზე ხშირად ქვეყნდება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებები და რუსეთის სამხედრო ტექნიკების და ოპერაციების ამსახველი ვიდეო და ვიდეოები უკრაინული ტექნიკის დაზიანების და სამხედროების ტყვედ აყვანის შესახებ.

hamasi ukraina da rusi da qarthveli dezinphormatorebi6 არსებობს თუ არა მტკიცებულება უკრაინის მიერ ჰამასისათვის იარაღის გადაცემაზე - რუსული პროპაგანდა იარაღის შავი ბაზრის შესახებ

რაც შეეხება ქართულ პოსტებში მოყვანილ წყაროებს, აქ ვიდეოები 8 ოქტომბერს გამოქვეყნდა. Bitchute-ზე ვიდეო მომხმარებელმა wokchefjosh-მა ატვირთა, რომელიც აქტიურად ავრცელებს პრო-რუსული, ანტი-დასავლური შინაარსის და შეთქმულების თეორიების შემცველ ვიდეოებს.

hamasi ukraina da rusi da qarthveli dezinphormatorebi7 არსებობს თუ არა მტკიცებულება უკრაინის მიერ ჰამასისათვის იარაღის გადაცემაზე - რუსული პროპაგანდა იარაღის შავი ბაზრის შესახებ

ნიკოლაი დულსკი უკრაინელი აქტივისტი და მოძრაობა “Гражданский контроль „Наждак“-ის დამფუძნებელია. ის თავს სოციალისტ პოლიტიკოსად მოიხსენიებს. მისი პოსტები ტელეგრამზე განსაკუთრებით კრიტიკულია ვოლოდიმირ ზელენსკის და მისი მთავრობის მიმართ.

hamasi ukraina da rusi da qarthveli dezinphormatorebi8 არსებობს თუ არა მტკიცებულება უკრაინის მიერ ჰამასისათვის იარაღის გადაცემაზე - რუსული პროპაგანდა იარაღის შავი ბაზრის შესახებ


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

 

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: ისრაელი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist