რა (არ) იწინასწარმეტყველეს სიმპსონებმა რუსეთ-უკრაინის ომზე?

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

37.6k
VIEWS

23 მარტს ფეისბუქ-გვერდმა Azimut/აზიმუტი და ფეისბუქ-პროფილმა Fantina Georgian გამოაქვეყნეს კადრები მულტფილმიდან  “სიმპსონები” (The Simpsons), რაზეც  წერენ, რომ ეს რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ სიმპსონების კიდევ ერთი წინასწარმეტყველებაა. 

Screenshot 6 16 რა (არ) იწინასწარმეტყველეს სიმპსონებმა რუსეთ-უკრაინის ომზე?

აღნიშნულ ფოტოებს ასევე ავრცელებენ ფეისბუქ-პროფილი ბაႵარ ზაალიშვილი და ფეისბუქ-გვერდი Sad but True. გარდა ფოტოებისა, 9 მარტს ფეისბუქ-მომხმარებელმა Iveri Merkviladze გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც პოსტის ავტორი წერს, რომ სიმპსონების 23-ე სეზონის პირველ სერიაში რუსეთის უკრაინაში შეჭრა და ატომური ომის საფრთხე იწინასწარმეტყველეს. ვიდეოს დასაწყისში დონალდ ტრამპი ვლადიმირ პუტინს ურეკავს და ეუბნება, რომ “ამ დიდებულ ქვეყანას თავი დაანებოს”, შემდეგ კი აფეთქების ფონზე უკრაინაში ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებთან დაკავშირებული წარწერაა გაკეთებული.

Screenshot 7 15 რა (არ) იწინასწარმეტყველეს სიმპსონებმა რუსეთ-უკრაინის ომზე?Screenshot 8 16 რა (არ) იწინასწარმეტყველეს სიმპსონებმა რუსეთ-უკრაინის ომზე?Screenshot 30 4 რა (არ) იწინასწარმეტყველეს სიმპსონებმა რუსეთ-უკრაინის ომზე?

ფოტოკოლაჟი, რომელიც სიმპსონების მიერ რუსეთ-უკრაინის ომის წინასწარმეტყველების არგუმენტად მოჰყავთ, გრაფიკულადაა დამუშავებული. რაც შეეხება ვიდეოს, მასში ტრამპი პუტინს ამერიკაზე ესაუბრება და არა უკრაინაზე, აფეთქების კადრი კი სხვა სერიიდანაა და უკრაინას არ უკავშირდება.

ფოტოკოლაჟი დამუშავებულია და სიმპსონების კადრებს აზრს უცვლის

გავრცელებული ფოტოკოლაჟი გრაფიკულად დამუშავებულია, რაც ავთენტურ კადრებს აზრს უცვლის და ქმნის მცდარ შთაბეჭდილებას, თითქოს სიმპსონებმა რუსეთ-უკრაინის ომი იწინასწარმეტყველეს.

  1. ჯარისკაცი, რომელსაც მხარზე უკრაინის დროშის სამხედრო ნიშანი აქვს, ჰომერ სიმპსონის მამაა. 30-ე სეზონის მე-11 სერიაში ბაბუა სიმპსონის ფოტოსესიას იხსენებენ, რომელშიც ის ჯარისკაცის როლს ასრულებს. მის ფორმაზე უკრაინის დროშა, ხოლო იარაღზე წარწერა “2022” ორიგინალ კადრში არაა და გრაფიკულადაა დამუშავებული.
Screenshot 11 15 რა (არ) იწინასწარმეტყველეს სიმპსონებმა რუსეთ-უკრაინის ომზე? Screenshot 12 13 რა (არ) იწინასწარმეტყველეს სიმპსონებმა რუსეთ-უკრაინის ომზე?
ავთენტური კადრი დამუშავებული კადრი
  1. ვლადიმირ პუტინი ამ სერიასა და კადრში არ გამოჩენილა, მისი გამოსახულება ჯარისკაცის გვერდით ასევე მოგვიანებითაა ჩასმული, რეალურად პუტინის პერსონაჟი სიმპსონების 2016 წლის მოკლე კლიპიდანაა ამოჭრილი და მას მაისურზე არა СССР, არამედ RED SOX აწერია, რაც ბოსტონის ბეისბოლის გუნდის სახელია.
Screenshot 13 12 რა (არ) იწინასწარმეტყველეს სიმპსონებმა რუსეთ-უკრაინის ომზე? Screenshot 14 11 რა (არ) იწინასწარმეტყველეს სიმპსონებმა რუსეთ-უკრაინის ომზე?
ავთენტური კადრი დამუშავებული კადრი
  1. ჰომერ სიმპსონის პერსონაჟიც უკრაინის დროშით ბაბუა სიმპსონისა და პუტინის გრაფიკულად დამუშავებული პერსონაჟების უკანა ფონზე ასევე ჩასმულია. ჰომერ სიმპსონის კადრი მე-17 სეზონის მე-8 ეპიზოდიდანაა, რომელშიც ის არა უკრაინის, არამედ ამერიკის დროშას აფრიალებს.
Screenshot 17 8 რა (არ) იწინასწარმეტყველეს სიმპსონებმა რუსეთ-უკრაინის ომზე? Screenshot 18 7 რა (არ) იწინასწარმეტყველეს სიმპსონებმა რუსეთ-უკრაინის ომზე?
ავთენტური კადრი დამუშავებული კადრი
  1. ატომური ბომბის აფეთქება კონკრეტული თარიღის მითითებით მულტფილმის კადრი არ არის. რეალურად, ბომბის ეს ვიზუალი 2016 წელს სიმპსონების თემატიკის თამაშში, სახელად The Simpsons: Tapped Out-ში გამოჩნდა, ორიგინალი ფოტო PNG ფორმატში რამდენიმე ვებ-გვერდზე იძებნება და მასზე თარიღი 05/05/2022 მითითებული არ არის. 
Screenshot 25 7 რა (არ) იწინასწარმეტყველეს სიმპსონებმა რუსეთ-უკრაინის ომზე? Screenshot 26 5 რა (არ) იწინასწარმეტყველეს სიმპსონებმა რუსეთ-უკრაინის ომზე?
ავთენტური კადრი დამუშავებული კადრი

Screenshot 10 15 რა (არ) იწინასწარმეტყველეს სიმპსონებმა რუსეთ-უკრაინის ომზე?

  1. აფეთქების კადრი, ბომბისგან განსხვავებით,  ნამდვილად სიმპსონებიდანაა, თუმცა არც უკრაინას და არც ატომურ ომს არ უკავშირდება. აფეთქების კადრი 21-ე სეზონის მე-20 სერიიდანაა, რომელშიც ჰომერ სიმპსონს მატარებლის სადგურზე ჩანთა დარჩა, რამაც გამოიწვია ეჭვი და შიში, რომ, შესაძლოა, ჩანთაში ბომბი ყოფილიყო და სპრინგფილდის პოლიციამ ჩანთა თვითონვე ააფეთქა.

ფოტოკოლაჟი ბრიტანულმა გამოცემა Reuters-მა და გერმანულმა ფაქტების გადამამოწმებელმა პლატფორმა correctiv.org-მაც გადაამოწმეს. როგორც Correctiv წერს, 2021 წლის იუთუბ-ვიდეოში ბომბისა და აფეთქების კადრი 04/12/2022 თარიღის მითითებით ვრცელდებოდა. Reuters-ის თანახმად კი, იგივე კადრებს 2020 წელს ბეირუთში მომხდარი აფეთქების წინასწარმეტყველების არგუმენტადაც იყენებდნენ.

Screenshot 27 5 რა (არ) იწინასწარმეტყველეს სიმპსონებმა რუსეთ-უკრაინის ომზე?

რას ეხება 23-ე სეზონის პირველი სერია?

ერთ-ერთი ფეისბუქ-მომხმარებლის მტკიცებით, სიმპსონების 23-ე სეზონის პირველ სერიაში რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებებია. მის მიერ ატვირთულ ვიდეოკოლაჟში რამდენიმე სერიის ნაწყვეტი ერთმანეთთან მანიპულაციურადაა დაკავშირებული.

ვიდეო ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრით იწყება, რომელშიც ტრამპი პუტინს ეუბნება “ამ მშვენიერ ქვეყანას თავი დაანებოს”, შემდეგ კი 23-ე სეზონის პირველი სერიის კადრებია ნაჩვენები, რომელშიც უკრაინა რამდენჯერმეა ნახსენები. ეს გადასვლა ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ტრამპი პუტინს უკრაინაზე ესაუბრებოდა, რაც სიმართლე არაა. რეალურად ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარი 2018 წლის მოკლე ეპიზოდიდანაა (A Tale of Two Trumps) ამოჭრილი და ტრამპი არა უკრაინას, არამედ ამერიკას გულისხმობს.

Screenshot 21 7 რა (არ) იწინასწარმეტყველეს სიმპსონებმა რუსეთ-უკრაინის ომზე?

23-ე სეზონის პირველ სერიაში უკრაინა რამდენიმე წარწერაზე გამოჩნდა, მათ შორის ჩანს, რომ სპრინგფილდის ერთ-ერთ უბანს “პატარა უკრაინა” ჰქვია, ამასთან, ერთ-ერთ კადრში ჰომერ სიმპსონის უკან აფეთქების გამოსახულებით და წარწერით “ეს არ გააკეთოთ!” ჩანს პლაკატი, რითაც ეს ეპიზოდი რუსეთ-უკრაინის ომს დაუკავშირეს. სინამდვილეში სერიაში უკრაინა და წარწერა ჰომერ სიმპსონის უკან, სულ სხვა კონტექსტშია ნაჩვენები. ამ ეპიზოდში ჰომერი ცდილობს, რომ ატომური ელექტროსადგურის დაცვის თანამშრომელს დაუმეგობრდეს, ის კი ჰომერით არ არის დაინტერესებული და თავისი წარსულიდან მუდმივად იხსენებს იმ ძალადობრივ პერიოდს, როცა CIA-ის აგენტად მუშაობდა. მოგვიანებით უკრაინული მაფიის წარმომადგენელი ამბობს, რომ  მისი საყვარელი ადამიანების სიკვდილში დამნაშავე ამერიკელი აგენტი, სახელად ვეინია და მასთან ანგარიშსწორებისთვის სპრინგფილდში უნდა გაემგზავროს. სპრინგფილდში ჩასვლის შემდეგ, ჰომერს  გაიტაცებენ, ატომური ელექტროსადგურის თანამშრომელი კი მას გადარჩენს.

Screenshot 28 4 რა (არ) იწინასწარმეტყველეს სიმპსონებმა რუსეთ-უკრაინის ომზე?

ვიდეოში აფეთქების ფონზე 23-ე სეზონის პირველი სერიიდან ჩასმულია ერთ-ერთი წარწერა უკრაინაში ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებთან დაკავშირებით, სერიაში ეს წარწერა ნამდვილად ჩნდება, თუმცა ის შენობაზეა გაკეთებული და აფეთქებასთან კავშირი არ აქვს. აფეთქების კადრი ამ ეპიზოდიდან არ არის, ის 29-ე სეზონის მე-11 სერიიდანაა, რომელშიც ნოსტრადამუსის პერსონაჟი აპოკალიფსზე საუბრობს.

Screenshot 29 4 რა (არ) იწინასწარმეტყველეს სიმპსონებმა რუსეთ-უკრაინის ომზე? Screenshot 30 4 რა (არ) იწინასწარმეტყველეს სიმპსონებმა რუსეთ-უკრაინის ომზე?
ავთენტური კადრი დამუშავებული კადრი

სიმპსონებთან დაკავშირებული სხვა ე.წ წინასწარმეტყველებების შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:

იწინასწარმეტყველა თუ არა “სიმპსონებმა” კამალა ჰარისის ვიცე-პრეზიდენტობა?

იწინასწარმეტყველეს თუ არა “სიმპსონებმა” ბეირუთის აფეთქება

ინფორმაცია, თითქოს “სიმპსონებმა” ჯორჯ ფლოიდის სიკვდილი იწინასწარმეტყველეს, ტყუილია

“სიმპსონებმა” კორონავირუსის გავრცელება იწინასწარმეტყველეს? – ახალი კონსპირაციები ვირუსზე


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი, უკრაინა
წყარო

წყარო

აზ
აზიმუტი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist