ვიდეოფაბრიკაცია, თითქოს CNN-ის გადამღებმა ჯგუფმა დაბომბვის ინსცენირება მოაწყო 

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

733
VIEWS

11 ოქტომბერს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ისმის, თითქოს დაბომბვაში მოყოლილ CNN-ის რეპორტიორს კარნახობენ, როგორ უნდა მოიქცეს – რა უნდა თქვას, როგორ გამოიყურებოდეს ისე, თითქოს შეშინებულია, როგორ უნდა ისუნთქოს და ა.შ. “გარშემო მიმოიხედე, თითქოს საფთხეში ხარ, ეცადე, შეშინებული ჩანდე”. – ისმის ხმა ვიდეოში. ზაქარეიშვილის მტკიცებით, ვიდეო დასტურია, რომ დაბომბვის კადრები დადგმულია, რათა საზოგადოებრივი აზრი CNN-ისა და აშშ-ის სასარგებლოდ ჩამოყალიბდეს.

Screenshot 2023 10 12 170057 ვიდეოფაბრიკაცია, თითქოს CNN-ის გადამღებმა ჯგუფმა დაბომბვის ინსცენირება მოაწყო 

ირაკლი ზაქარეიშვილი ვიდეოფაბრიკაციას ავრცელებს. CNN-ის რეპორტიორი დაბომბვაში ნამდვილად მოხვდა და ვიდეოს, რომელიც ვრცელდება, ხმა დადებული აქვს, რათა შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ კადრები დადგმულია.  

9 ოქტომბერს CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათი რეპორტიორი, კლარისა უორდი გადამღებ ჯგუფთან ერთად ღაზის სექტორის საზღვართან, პირდაპირ ეთერში იმყოფებოდა, როდესაც დაბომბვა დაიწყო. უორდმა, ოპერატორმა და კიდევ ერთმა პირმა თავი გზის ნაპირთან, თხრილს შეაფარეს. ვიდეოში, რომლის ვრცელი ვერსიაც შემდეგ CNN-ის Youtube-არხზეც გავრცელდა, არ ისმის ხმა, რომელიც ვიდეოფაბრიკაციაში ჟურნალისტს მიუთითებს, როგორ უნდა მოიქცეს. ლაივ-ვიდეოს ნაწილი, რომელიც ეთერში გადაიცემოდა, თუმცა CNN-ის მიერ მოგვიანებით გამოქვეყნებული ვიდეოდან ამოჭრილია, სოციალურ ქსელებში იძებნება

Screenshot 2023 10 12 170117 ვიდეოფაბრიკაცია, თითქოს CNN-ის გადამღებმა ჯგუფმა დაბომბვის ინსცენირება მოაწყო 

ვიდეო, რომელშიც CNN-ის გადამღები ჯგუფის დაბომბვაში მოხვედრაზე ხმა არის დადებული, იუთუბ-არხმა The Quartering გაავრცელა. არხს აღწერაში მითითებული აქვს, რომ ავრცელებს ინფორმაციას სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, კომიქსებსა და ვიდეო თამაშებზე. 11 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც ვიდეო გავრცელდა, X-ზე თავად აღნიშნულმა იუთუბ-არხმა დაადასტურა, რომ ხმა, რომელიც კადრებს ადევს, გაყალბებულია. 

ვიდეოფაბრიკაცია Reuters-მა და Snopes-მა გადაამოწმეს – როგორც Reuters-თან საუბარში CNN-ის  ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, აუდიო ყალბია.  

წყაროს შესახებ 

ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი ანტიდასავლური, ანტიუკრაინული და ანტიოპოზიციური შინაარსის პოსტებს რეგულარულად აქვეყნებს. მის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: მედია
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, ისრაელი, პალესტინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist