ვის სურდა რუსები საქართველოში დარჩენილიყვნენ – გრიგოლ ორბელიანს თუ გენერალ-მაიორ ივანე აფხაზს?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

123
VIEWS

6 აგვისტოს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ქართველი პოეტის გრიგოლ ორბელიანის ფოტოს და მის ციტატას ვხედავთ. ციტატაში ორბელიანი ღმერთს ევედრება არ მიიყვანოს რუსები ისეთ სასოწარკვეთილებამდე, რომ იძულებულები გახდნენ საქართველო დატოვონ, რადგან ის უმალ არეულობის, ურთიერთშუღლისა და დაუძინებელი მტრების თავდასხმის მსხვერპლი გახდება. 

Screenshot 2023 08 10 171307 ვის სურდა რუსები საქართველოში დარჩენილიყვნენ - გრიგოლ ორბელიანს თუ გენერალ-მაიორ ივანე აფხაზს?

გავრცელებული ციტატა გრიგოლ ორბელიანის დღიურიდანაა, სახელად “მგზავრობა ჩემი ტფილისიდამ პეტერბურღამდის”. ფრაზას არა გრიგოლ ორბელიანი, არამედ მასთან მოსაუბრე გენერალ-მაიორი ივანე აფხაზი აჟღერებს და ორბელიანი მას არ ეთანხმება. 

  • ფეისბუქზე გავრცელებული ციტატა არა გრიგოლ ორბელიანს, არამედ გენერალ-მაიორ ივანე აფხაზს ეკუთვნის. 

ფეისბუქზე გავრცელებული ფრაზა პოეტისა და რუსეთის იმპერიის გენერლის გრიგოლ ორბელიანის დღიურებიდანაა, რომელსაც ის 1831 წლის 9 ივნისიდან 1832 წლის 31 აგვისტომდე აწარმოებდა. ამ პერიოდში ორბელიანი ამიერკავკასიის ჯართა მთავრსარდლის ნიკიტა პანკრატიევის ბრძანებით კავკასიის კორპუსის ჯარისკაცებთან ერთად პეტერბურგში მიემართებოდა

დღიურების ერთ ნაწილში ვხვდებით დიალოგს რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორ ივანე აფხაზსა და ორბელიანს შორის, რომლებიც ერთმანეთს სტავროპოლში შეხვდნენ. ფრაზას რუსეთის მიერ საქართველოს დატოვების შესახებ სწორედ ივანე აფხაზი აჟღერებს

ივანე აფხაზი: “ღმერთო, ნუ მიიყვან რუსთა ესრეთსა განწირულებასა შინა, რომელ იძულებულ იყვნენ დატევებად საქართველოისა, რომელიცა მყისვე შეიქმნების მსხვერპლად უწესეობისა, შინაგანისა განხეთქილებისა და ზედა-დასხმისა დაუძინებელთა მტერთაგან.”

ორბელიანი მოსაუბრეს არ ეთანხმება და ამბობს, რომ რუსების გასვლის შემდეგ საქართველო შეძლებს საკუთარი საზღვრების დაცვას, რადგან უკანასკნელი ოცდაათი წლის მანძილზე საქართველოს ხალხი თუ არ მომატებია, არ დაკლებია.

დიალოგის მანძილზე ივანე აფხაზს რამდენიმე არგუმენტი მოჰყავს იმ აზრის მხარდასაჭერად, რომ საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში უნდა დარჩეს და ისე გაძლიერდეს. გენერალ-მაიორის თანახმად, იმ პერიოდის შემდეგ, როდესაც საქართველო დამოუკიდებელი იყო, სიტუაცია შეცვლილია, ყიზილბაშებსა და ოსმალებს უკეთესი არმია და შეიარაღება აქვთ და ქართველი თავად-აზნაურებიდან დანარჩენ მოსახლეობას გმირობის მაგალითს არავინ მისცემს. გარდა ამისა, რუსეთის შემადგენლობაში მრავალი განათლებული ქართველი აღიზრდება, საზოგადოებაც შეიცვლება და თავად მიხვდება რა საჭიროება უდგას ქვეყანას. 

ორბელიანი თავის მხრივ, ამ პოზიციის საწინააღმდეგო არგუმენტებს იხმობს. პოეტის მიხედვით, რეგულარული არმიის გაწყობა საქართველოში მარტივად მოხდება, რადგან ქართველები მის სარგებლობას დაინახავენ, ამასთან ქართველებს სამშობლო უყვართ და ვაჟკაცობაშიც ნაქებნი არიან. ეს ასე რომ არ იყოს, ამდენად მცირე ერი საკუთარი საზღვრების, ენისა და სარწმუნოების დაცვას ვერ შეძლებდა

შესაბამისად, ფეისბუქზე გავრცელებული ფრაზა გრიგოლ ორბელიანს არ ეკუთვნის და თავად მას ფრაზაში გაჟღერებულ საკითხზე საპირისპირო პოზიცია ეკავა. 

წყაროს შესახებ: 

ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი ანტიდასავლური, ანტიუკრაინული და ანტიოპოზიციური შინაარსის პოსტებს, მათ შორის დეზინფორმაციას რეგულარულად აქვეყნებს. ზაქარეიშვილის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა

არქივის ლინკები: 1


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: საქართველო
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist