ჩანაცვლდა თუ არა გერმანიაში სიტყვა “დედა” ტერმინით “მშობიარე პირი”?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

245
VIEWS

4 აპრილს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა ფეისბუქზე დაწერა, რომ გერმანიაში განიხილება კანონპროექტი, რომლის დამტკიცების შემთხვევაში სიტყვა “დედა” “მშობელი/დამბადებელი პირით” შეიცვლება, ხოლო 5 აპრილს ფეისბუქ-მომხმარებელმა Ermile Nemsadze გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც გერმანიაში სახელმწიფო არხებმა ცნება “დედა” აკრძალეს და მშობიარე პიროვნებით” ჩაანაცვლეს. პოსტის თანახმად, გერმანიის საოჯახო საქმეების მინისტრმა განაცხადა, რომ “მშობიარე პერსონას ან მის პარტნიორს ბავშვის გაჩენის შემთხვევაში ორკვირიანი შვებულება ეკუთვნის”. პოსტს თან ახლავს გერმანული გამოცემის Bild-ის სტატიის სქრინშოთი.

Screenshot 17 1 ჩანაცვლდა თუ არა გერმანიაში სიტყვა “დედა” ტერმინით “მშობიარე პირი”?

ინფორმაცია, რომ გერმანიაში სიტყვის “დედა” ტერმინით “მშობიარე პირი” ჩანაცვლება კანონმდებლობის დონეზე განიხილება, ხოლო გერმანულმა მედიამ სიტყვა “დედა” აკრძალა, სიმართლეს არ შეესაბამება. ტერმინი “მშობიარე პირი” გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების სამსახურმა Таgesshau-მ გამოიყენა თუმცა, უშუალოდ კანონპროექტში აღნიშნული ტერმინი არ ფიგურირებს და ის არც სიტყვის “დედა” ჩანაცვლებას არ ეხება. თავად გამოცემის მასალაშიც “მშობიარე პირი” მალევე ჩანაცვლდა სიტყვით “დედა”.

Bild-ის სტატიაში გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის АRD-ის ახალი ამბების სამსახურის Таgesschau-ს მიერ მომზადებული მასალაა განხილული. Тagesshau-მ ბავშვის დაბადების შემდეგ მეორე მშობლისთვის 2 კვირიანი ანაზღაურებადი შვებულების შესახებ ახალი კანონპროექტის შესახებ მომზადებულ მასალაში სიტყვის “დედა” ნაცვლად ტერმინი“მშობიარე პირი” პირი გამოიყენა. კანონპროექტზე წვდომა ARD-ს ექსკლუზიურად ჰქონდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ტერმინი “მშობიარე პირი” კანონპროექტში არ ფიგურირებს და ის უშუალოდ Тagesshau-მ გამოიყენა. ამის შესახებ კომენტარი ახალი ამბების სამსახურმა გამოცემა Bild-ს მისცა. Bild-ი ოჯახის, ხანდაზმულთა, ქალთა და ახალგაზრდობის საქმეთა ფედერალური სამინისტროსაც დაუკავშირდა, გამოცემასთან კომენტარში სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კანონპოროექტში ტერმინი “მშობიარე პირი” არ ფიგურირებს და კანონპროექტი ქალის მშობიარობის შემდეგ მისი პარტნიორისთვის 10 სამუშაო დღის განმავლობაში ანაზღაურებად შვებულებას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით Таgensshau-მ მასალაში ტერმინი “მშობიარე პირი” სიტყვით “დედა” ჩაანცვლა. ამის შესახებ ინფორმაცია მოცემულია როგორც Bild-ის სტატიაში, ასევე უშუალოდ Таgaesshau-ს მასალის ბოლოს რედაქტორის შენიშვნაში.

Screenshot 18 1 ჩანაცვლდა თუ არა გერმანიაში სიტყვა “დედა” ტერმინით “მშობიარე პირი”?

შენიშნვაში აღნიშნულია, რომ ტერმინის “მშობიარე პირის” გამოყენებამ მკითხველებში გაურკვევლობა გამოიწვია და ახალი ამბების სამსახურმა ის მოგვიანებით “დედით” ჩაანაცვლა.

რას ითვალისწინებს ახალი კანონპროექტი?

Таgessau-ს მიხედვით, ახალი კანონპროექტი ოჯახის, ხანდაზმულთა, ქალთა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ლიზა პაუსის ინიცირებულია. კანონპროექტის მიხედვით, ბავშვის გაჩენის შემდეგ ქალის პარტნიორს შეეძლება 10 სამუშაო დღის განმავლობაში ანაზღაურებებადი შვებულებით ისარგებლოს. კანონპროექტს სიტყვა “დედის” სხვა ტერმინით ჩანაცვლებასთან კავშირი არ აქვს. კანონპროექტის თანახმად, ცვლილებამ შესაძლებელი უნდა გახდას მშობლებმა უკეთ გადაინიწილონ მოვალეობები. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი მარტოხელა მშობლებსაც შეეხება. მარტოხელა მშობელი შეძლებს მეორე მშობლის ნაცვლად თავისი ახლო გარმოცვიდან დაასახელოს პირი, რომელიც ბავშვის მოვლაში დაეხმარება და ის სამსახურიდან ორი კვირით გათავისუფლებას შეძლებს. კანონპროექტის ფარგლებში დამქირავებელს ბავშვის გაჩენის შემდეგ ორკვირიანი შვებულების განმავლობაში თანამშრომლისთვის გადახდილ თანხას სადაზღვეო კომპანია აუნაზღაურებს.

აღსანიშნავია, რომ გერმანიაში ქალებისთვს ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება მშობიარობამდე 6-კვირიან, ხოლო მშობიარობის შემდეგ 8-კვირიან ვადას ითვალისწინებს. გარდა ამისა გერმანიაში ორივე მშობელს შეუძლია ჯამში სამ წლამდე აუნაზღუარებელი დეკრეტული შვებულების გამოყენება. აუნაზღაურებელი დეკრეტული შვებულების გამოყენებისას მშობლებს შეუძლიათ სახელმწიფო დახმარების მიღებაზე შეიტანონ განაცხადი. აუნაზღაურებელი დეკრეტული შვებულების გამოყენება მშობლებს საკუთარი ბიოლოგიური ბავშვის, ცოლის/ქმრის/პარტნიორის ბიოლოგიური ბავშვის, გერის, შვილად აყვანილი ბავშვის მოვლისთვის შეუძლიათ.

წყაროების შესახებ:

ერმილე ნემსაძე ყოფილი სამხედრო და ულტრამემარჯვენე ჯგუფ „ქართული მარშის“ წევრი იყო. ის ჰომოფობიური, სიძულვილის ენის შემცველი და ანტიდასავლური გზავნილებითაა ცნობილი. სხვადასხვა თემაზე ერმილე ნემსაძის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია, “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა.

ირაკლი ზაქარეიშვილი პროფესიით ადვოკატია. ზაქარეიშვილის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციული და მანიპულაციური მტკიცებები “მითების დეტექტორმა”  არაერთხელ გადამოწმა.

არქივის ლინკები: 1,2


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია
წყარო

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist