ქართული მარშის წევრი აშშ-ის ელჩზე დეზინფორმაციას ავრცელებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

57
VIEWS

2 ნოემბერს ქართული მარშის დასავლეთ საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა და ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ერმილე ნემსაძემ, საკუთარ ფეისბუქ ანგარიშზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის გაწვევის მოთხოვნაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ დეგნანი იმ 17 დიპლომატს შორისაა, ვინც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი მოითხოვა. ნემსაძე ასევე წერს, რომ აშშ-ის ელჩი საქართველოს შიდაპოლიტიკურ საქმეებში უხეშად ერევა.

ერმილე ნემსაძის პოსტი დეზინფორმაციაა, ვინაიდან კელი დეგნანი არც დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესის ინიცირებაში ფიგურირებს და არც ამ საქმეზე დაკითხულ დიპლომატთა შორისაა. დეგნანის ნომირება ელჩის თანამდებობაზე 2019 წლის სექტემბერში თავად ტრამპმა მოახდინა. 

  • შესაძლებელი იყო თუ არა ტრამპის საიმპიჩმენტო პროცესში კელი დეგნანის მონაწილეობა?

აშშ-ს კონსტიტუციის მიხედვით, საიმპიჩმენტო პროცესები აშშ-ს წარმომადგენელთა პალატასა და სენატში წარიმართება. შესაბამისად, იმპიჩმენტის პროცესის მომზადების, მუხლების შემუშავების, კენჭისყრებისა და  საბოლოო გადაწყვეტილების ნაწილში არაკონგრესმენების მონაწილეობა შეუძლებელია და არც ტრამპის შემთხვევაში მომხდარა ასე.  თუმცა უშუალოდ გამოძიების პროცესში აშშ-ს სხვადასხვა მაღალჩინოსანი, მათ შორის რამდენიმე ყოფილი ან მოქმედი დიპლომატი დაიკითხა. კერძოდ:

  • კურტ ვოლკერი – აშშ-ს მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში
  • გორდონ სონდლენდი – აშშ-ს ელჩი ევროკავშირში
  • უილიამ ტეილორი – აშშ-ს მოქმედი ელჩი უკრაინაში
  • მარია იავანოვიჩი – აშშ-ს ყოფილი ელჩი უკრაინაში

გამოკითხულთა შორის კელი დეგნანი იმ მარტივი მიზეზის გამო არ ყოფილა, რომ მისი დიპლომატიური კარიერა უკრაინას არ უკავშირდება.

  • კელი დეგნანის შესახებ

პრეზიდენტმა ტრამპმა საქართველოში აშშ-ს ელჩის პოზიციაზე კელი დეგნანი 2019 წლის 4 სექტემბერს წარადგინა.  სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში დეგნანის მოსმენა 29 ოქტომბერს გაიმართა. თავის გამოსვლაში მან ხაზი გაუსვა ნატოსა და საქართველოს პარტნიორობას, ასევე მნიშვნელოვან ურთიერთობებს აშშ-სთან და აღნიშნა, რომ იმუშავებდა მათ კიდევ უფრო გასაღრმავებლად. საქართველოში თავისი მოვალეობის შესრულება დეგნანმა 29 იანვარს დაიწყო. თბილისში ჩამოსვლისთანავე ის აქტიურად ჩაერთო მთავრობასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემის შესახებ მოლაპარაკებებში, რაც საბოლოოს 8 მარტის შეთნახმებითა და შერეული სისტემის შემუშავებით დასრულდა.

საქართველოში ჩამოსვლამდე ის იყო ევროპისა და აფრიკის ტერიტორაიზე აშშ-ს საზღვაო ძალების სარდლის პოლიტიკური მრჩეველი. 2017 წლის პირველი იანვრიდან პირველ ოქტომბრამდე ასრულებდა აშშ-ს ელჩის მოვალეობას იტალიასა და სან-მარინოში. ამას გარდა, 25-წლიანი კარიერის განმავლობაში, იგი მუშაობდა პოლიტიკურ მრჩევლად ნატოში აშშ-ის წარმომადგენლობაში, უფროსი სამოქალაქო წარმომადგენლის პოზიციაზე ავღანეთში სალერნოს ბრიგადის საბრძოლო ჯგუფში და თურქეთში აშშ-ის დიპლომატიური მისიის პოლიტიკური მრჩევლის მოადგილედ.

დეგნანი საუბრობს ურდუზე, იტალიურ, თურქულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე. მისი განათლება ასევე მოიცავს ჟურნალისტიკასა (ნორსვესტერნის უნივერსიტეტი) და სამართალს (სამხრეთ კალიფორნიის უნივერისტეტის სამართლის ცენტრი).

  • უკრაინის სკანდალი და ტრამპის იმპიჩმენტი

დოლანდ ტრამპის იმპიჩმენტის ინიცირება ტრამპის მიერ ვლადიმირ ზელენსკისთან განხორციელებულმა 2019 წლის 25 ივლისის სატელეფონო ზარმა განაპირობა. ამ ზარის შესახებ საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია 12 აგვისტოს CIA-ის ანონიმური წარმომადგენლის ჩვენებამ, სადაც ის უკრაინის პრეზიდენტთან ურთიერთობისას ტრამპის მიერ ძალაუფლების შესაძლო გადაჭარბებაზე საუბრობდა, უფრო კონკრეტულად კი ტრამპის მუქარაზე  ზელენსკისადმი, უკრაინაში ჯო ბაიდენის ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის საქმიანობის გამოძიება დაეწყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ უკრაინას სამხედრო დახმარება შეუწყდებოდა. ამას ემატებოდა ისიც, რომ სატელეფონო საუბრამდე ცოტა ხნით ადრე ტრამპმა უკრაინისთვის გასაგზავნი 319 მილიონიანი სამხედრო დახმარება შეაჩერა. გაჩნდა ეჭვი, რომ ტრამპი ძალაუფლებას ბოროტად იყენებდა და თავისი პოლიტიკური ოპონენტის დასაზიანებლად ზელენსკიზე ზეწოლას ახდენდა. საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა ზარის სრული ვერსია, რამაც კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი გააჩინა. მოგვიანებით გამოძიების პროცესში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თანამშრომელმა, რომელიც 25 ივლისს ამ ზარს უსმენდა, აღიარა, რომ გამოქვეყნებულ ვერსია სრული არ იყო.

24 სექტემბერს აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსმა  “უკრაინის სკანდალის” გამო იმპიჩმენტისთვის საჭირო გამოძიების დაწყების შესახებ ოფიციალურად განაცხადა. გამოძიება ნოემბრამდე გაგრძელდა და მის განმავლობაში დაიკითხნენ აშშ-ს მაღალჩინოსნები. შედეგების განხილვის შემდეგ წარმომადგენელთა პალატამ ტრამპს ბრალი დასდო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კონგრესის საქმიანობისთვის ხელის შეშლაში. სენატში კი ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესი 5 თებერვალს ორივე მიმართულებით მისი გამართლებით დასრულდა.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist