სოციალურ ქსელში გიული ალასანიას ფოტოფაბრიკაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

277
VIEWS

27 და 28 ივლისს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა და ანონიმურმა ანგარიშმა რაგნარ ლოთბნელი გიული ასალანიას ფოტო გაავრცელეს, რომელზეც ალასანიას ვარდისფერი კაბა აცვია, რიცხვი 69-ისა და ადამიანის ფიგურების გამოსახულებით, რომლებიც ამავე სახელწოდების სექსის პოზას განასახიერებენ. ფოტო ასევე გავრცელდა ჯგუფში სურენ სააკიანი.

1 სოციალურ ქსელში გიული ალასანიას ფოტოფაბრიკაცია ვრცელდება 2 სოციალურ ქსელში გიული ალასანიას ფოტოფაბრიკაცია ვრცელდება 3 სოციალურ ქსელში გიული ალასანიას ფოტოფაბრიკაცია ვრცელდება

ფეისბუქზე გავრცელებული ფოტო გაყალბებულია და მიზნად გიული ალასანიას დისკრედიტაციას ისახავს. ორიგინალი ფოტო 2021 წლის თებერვალშია გადაღებული და მასზე ბრაზილიელი ჟურნალისტი მერსეს პარენჩეა გამოსახული, რომელმაც კაბა საკუთარი 69-ე დაბადების დღის აღსანიშნავად ჩაიცვა.

გავრცელებული ფოტო პროგრამულადაა დამუშავებული. ფოტოს ორიგინალ ვერსიაზე, რომელიც 2021 წლის თებერვალშია გადაღებული, არა საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, არამედ ბრაზილიელი ჟურნალისტი მერსეს პარენჩეა (Mercês Parente) გამოსახული.

4 სოციალურ ქსელში გიული ალასანიას ფოტოფაბრიკაცია ვრცელდება
ფოტო: extra.globo.com

ჟურნალისტს ფოტოზე გამოსახული კაბა ვაქცინაციის ცენტრში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზის მიღებისას ეცვა. ჟურნალისტის განმარტებით, მას 69-ე დაბადების დღისთვის რაიმე განსაკუთრებულის მოწყობა სურდა და მის ნათესავს კაბის შექმნის იდეა გაუჩნდა. რადგან კორონავირუსის პანდემიის გამო დაბადების დღის წვეულების მოწყობა შეუძლებელი იყო, პარენჩემ გადაწყვიტა კაბა ვაქცინაციის ცენტრში ჩაეცვა. ჟურნალისტის მიხედვით, მთავრობის განცხადება ვაქცინაციის შესახებ 69-დან 71 წლამდე პირებს ეხებოდათ, ამიტომ მის ხუმრობას ცენტრში ყველა მიხვდა.

მერსეს პარენჩემ 2021 წლის 2 თებერვალს პოსტიც გამოაქვეყნა, რომელსაც კაბაში გამოწყობილი ჟურნალისტის რამდენიმე ფოტო აქვს დართული.

5 სოციალურ ქსელში გიული ალასანიას ფოტოფაბრიკაცია ვრცელდება

შესაბამისად, გავრცელებულ ფოტოს გიული ალასანიასთან კავშირი არ აქვს და მისი მიზანი ყოფილი პრეზიდენტის დედის დისკრედიტაციაა. “მითების დეტექტორმა” ალასანიას შესახებ გავრცელებული დეზინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ მასალებში:

წყაროების შესახებ:

ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი ანტიდასავლური, ანტიუკრაინული და ანტიოპოზიციური შინაარსის პოსტებს რეგულარულად აქვეყნებს. მის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორმა” ქარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.

ანონიმურ ანგარიშს რაგნარ ლოთბნელი გაყალბებული ფოტო ადრეც გაუვრცელებია. 2022 წლის ოქტომბერში ანგარიშმა ჟურნალი ELLE-ს გაყალბებული გარეკანის ფოტო

6 სოციალურ ქსელში გიული ალასანიას ფოტოფაბრიკაცია ვრცელდება

არქივის ლინკები: 1, 2, 3


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist