ვინ ავრცელებს გიული ალასანიას კომენტარს სააკაშვილზე კონტექსტის გარეშე?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

56
VIEWS

18 ნოემბერს ფეისბუქ მომხმარებლებმა Shako Kutchashvili და შაკო ჩაჩანიძე გამოაქვეყნეს რამდენიმე წამიანი ვიდეო, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, პროფესორი გიული ალასანია შვილზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას ამბობს, რომ ის ცდილობდა წესიერი ადამიანი გაეზარდა, მაგრამ ის “მერე თვითონ გაიზარდა ასეთი.” ალასანიას საუბარი ამ მომენტში წყდება.

"
შაკო კუჭაშვილის აღნიშნული პოსტი ფეისბუქ გვერდებმა ტრადიციონალისტური პლატფორმა და Kavkazexress დაიჯესტი გააზიარეს.
"
ფეისბუკ ანგარიშების მიერ გავრცელებული ვიდეო კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი და ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს გიული ალასანია გულისხმობს, რომ მიხეილ სააკაშვილი “წესიერ ადამიანად” ვერ გაიზარდა. რეალურად, ალასანია შვილის ლიდერული თვისებების შესახებ დასმულ შეკითხვას პასუხობს და აღნიშნავს, რომ სააკაშვილი ლიდერად თავად ჩამოყალიბდა, რადგან ასეთი ბუნება ჰქონდა. 

გავრცელებული ვიდეო ტელეკომპანია “ფორმულას” გადაცემა “სთორის” 19 ოქტომბრის ეპიზოდიდანაა ამოჭრილი. გადაცემის სტუმრები მიხეილ სააკაშვილის მშობლები გიული ალასანია და ნიკოლოზ სააკაშვილი იყვნენ. გადაცემის ერთ-ერთ ნაწილში წამყვანმა თათია შარანგიამ გიული ალასანიას მიხეილ სააკაშვილის წარმატებისა და მისი ლიდერული თვისებების შესახებ ჰკითხა, რაზეც გიული ალასანიამ უპასუხა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ლიდერული თვისებებითა და რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნით ყოველთვის გამოირჩეოდა.

თათია შარანგია: “მიუხედავად იმისა, რომ დედა ჰყავს მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, 140-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი გაქვთ, ქალბატონო გიული შექმნილი, მაგრამ მაინც წარმოდგენა მაქვს, რომ იმდენად ლიდერი იყო ის თავისი ბუნებით, რომ თითქოს ნაბიჯ-ნაბიჯ მიაღწია ამ ყველაფერს.

გიული ალასანია: რა თქმა უნდა, მე ვცდილობდი, რომ წესიერი ადამიანი გამეზარდა, მაგრამ მერე თვითონ გაიზარდა ასეთი, გამოვიდა ლიდერი, ბუნებით იყო ასეთი. 

თათია შარანგია: როდის მიხვდით, რომ ლიდერი იყო? მგონია, რომ რაღაც იდეა ჰქონდა ხოლმე, რის გარშემოც მისი თანატოლები ერთიანდებოდნენ ხოლმე და ამის გამო ის საინტერესო ხდებოდა ხოლმე, თუნდაც პატარა ასაკში.

გიული ალასანია: ჯერ ერთი ოპტიმისტია და ყოველთვის, აი, ყველანაირი რთული ვითარებიდან გამოსავალს პოულობდა, ყოველთვის ვიყავი ხოლმე ამ მხრივ მშვიდად, სულ ვფიქრობდი ხოლმე, რომ რაღაცას მოიფიქრებს, რაღაცას მოახერხებს, ეს გრძნობა მქონდა ყოველთვის, იმიტომ რომ ეს ასეც ხდებოდა.

წყაროს შესახებ

შაკო კუჭაშვილი “ქართული ოცნების” მხარდამჭერი და როგორც თავად აცხადებს, “დესტრუქციული ძალების წინააღმდეგ” შექმნილი მოძრაობა “წინ’სვლის” დამფუძნებელია, “მითების დეტექტორმა” მის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია ადრეც გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ მასალა:

შაკო კუჭაშვილი დავით-გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ მიმართულ დისკრედიტაციის კამპანიაშიც მონაწილეობდა, ვრცლად იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist