სოციალურ ქსელში გიული ალასანიასა და გიორგი ჩალაძის პროგრამულად დამუშავებული ფოტო ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

2.7k
VIEWS

15 თებერვალს ანონუმურმა სახელისუფლებო ფეისბუქ-გვერდმა და  იდენტური სახელწოდების ანგარიშმა ტერენტი გლდანელი, ასევე სხვა  ფეისბუქ-ანგარიშებმა (1, 2) საქართველოს მესამე პრეზიდენტის  მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიასა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრ გიორგი ჩალაძის ფოტო გამოაქვეყნეს, რომელსაც “მთავარი არხის” ლოგო აქვს. კადრში მათ უკანა ფონზე ინტიმური შინაარსის ორი ნახატი ჩანს.

Untitled 4 სოციალურ ქსელში გიული ალასანიასა და გიორგი ჩალაძის პროგრამულად დამუშავებული ფოტო ვრცელდება

გავრცელებული ფოტოები პროგრამულადაა დამუშავებული. რეალურად, კედელზე არა ინტიმური შინაარსის ნახატები, არამედ დოკუმენტებია განთავსებული.

“ტერენტი გლდანელის” მიერ გავრცელებული კადრი ფოტომანიპულაციაა. კადრი “მთავარი არხის” ეთერიდან ამოჭრილი და შემდეგ ვიზუალურად დამუშავებულია.

ვიდეო, რომლიდანაც აღნიშნული კადრია ამოჭრილი გიორგი ჩალაძისა და “მთავარი არხის” ფეისბუქ-გვერდებზე 2022 წლის 5 მაისსაა გამოქვეყნებული. ორიგინალ კადრებში ვხედავთ, რომ გიული ალასანიასა და გიორგი ჩალაძის უკან კედელზე ინტიმური შინაარსის ნახატები არ არის განთავსებული. კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთ ჩარჩოში სერტიფიკატია ჩასმული, ხოლო მეორეში, სავარაუდოდ, დოკუმენტი. 

გიული ალასანია და გიორგი ჩალაძე “მთავარ არხს” სტრასბურგში ვიზიტის შემდეგ ჩაერთნენ და ევროპარლამენტარებთან მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის განხილვის დეტალებზე ისაუბრეს.

Screenshot 1 7 სოციალურ ქსელში გიული ალასანიასა და გიორგი ჩალაძის პროგრამულად დამუშავებული ფოტო ვრცელდება

“ტერენტი გლდანელს” ოპოზიციის, განსაკუთრებით კი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და მიხეილ სააკაშვილის მადისკრედიტირებელი დეზინფორმაციები და გაყალბებული ვიზუალი აქამდეც არაერთხელ გაუვრცელებია. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიებში:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist