შეადარა თუ არა გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილი ალექსანდრე მაკედონელს?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

60
VIEWS

7 დეკემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა კახა მიხანაშვილმა ჯგუფში პროტესტი! Protest! Протест! საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის გიული ალასანიას ფოტო შემდეგი წარწერით გამოაქვეყნა: “გიული ალასანია: ,,მსოფლიოს ისტორია კარგად ვიცი და ჩემი შვილი არაფრით ჩამოუვარდება ალექსანდრე მაკედონელს”.

8 დეკემბერს გიული ალასანიას ფოტო და იდენტური ციტატა ფეისბუქ გვერდზე David Nemsadze Official-მაც გამოაქვეყნა."
გავრცელებულ პოსტებში გამოყენებული გიული ალასანიას ციტატა ყალბია. ღია წყაროებში არ იძებნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიული ალასანიამ მიხეილ საკააშვილი ალექსანდრე მაკედონელს შეადარა. 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიული ალასანიამ იდენტური ამ მსგავსი შინაარსის კომენტარი გააკეთა, არც ერთ ღია წყაროში არ დასტურდება.

კახა მიხანაშვილის მიერ გამოქვეყნებული ფოტო რეალურად 2021 წლის პირველ ოქტომბერს ჩაწერილი ვიდეოდანაა ამოჭრილი.

"
ვიდეო ტელეკომპანია “პირველის” ფეისბუქ გვერდზეა გამოქვეყნებული, მასში გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს და აღნიშნავს, რომ ეს მისთვისაც მოულოდნელი იყო, რადგან ფიქრობდა, რომ სააკაშვილთან ერთად საქართველოში 2 ოქტომბერს ჩამოვიდოდა. 3 წუთიან ვიდეოში გიული ალასანია საკუთარ შვილს ალექსანდრე მაკედონელს არსად არ ადარებს.

რაც შეეხება, მეორე ფოტოს, ის 2021 წლის 9 ოქტომბერს ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის მიერ გამართული აქციის დროს გიული ალასანიას გამოსვლის ვიდეოდანაა ამოჭრილი.

"
გამოსვლის განმავლობაში გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის მნიშვნელობასა და იმაზე ისაუბრა, რომ მის შვილს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევდა, თუმცა ისტორიის ცოდნა და ალექსანდრე მაკედონელი არ უხსენებია.

გიული ალასანიას ციტატა, რომელიც სოციალურ ქსელში კონტექსტის გარეშე ვრცელდებოდა, “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist