აშშ-ის არჩევნების ამსახველი ვიდეოები ყალბი აღწერებით ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

290
VIEWS

9 ნოემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა დავით ლორიამ ამერიკის შეერთებული შტატების 2022 წლის შუალედური არჩევნების ამსახველი ვიდეო გაავრცელა. ვიდეოში ვხედავთ პირბადიან კაცს, რომელიც რამდენიმე ფურცელზე აღნიშვნებს მიყოლებით აკეთებს. თანდართული აღწერის მიხედვით, ვიდეო ფილადელფიაშია გადაღებული, ხოლო პირი საარჩევნო უბნის თანამშრომელია და ის არჩევნების შედეგებს აყალბებს. Აღნიშნული ვიდეო ტელეკომპანია “სეზონის” ფეისბუქ გვერდზეც გამოქვეყნდა და სხვა ფეისბუქ ქართულენოვანმა მომხმარებლებმაც (1,2) მათ შორის “კონსერვატიული მოძრაობის” სამტრედიის ოფისმაც გაავრცელეს.

ვიდეო აშშ-ში მიმდინარე არჩევნების შესახებ მომზადებულ მასალებში არჩევნების გაყალბების დასტურად გამოიყენეს ბელარუსის პირველმა არხმა და  Minskaya Pravda-მ. Ვიდეო იდენტური აღწერებით გაავრცელეს რუსულენოვანმა ფეისბუქ მომხმარებლებმა (1,2,3,4,5,6) და გვერდებმა (1,2) მათ შორის СМЕРШ-მა.

9 ნოემბერს ქართულენოვანმა ფეისბუქ მომხმარებლებმა (1,2) შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებული კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელეს. მათი მტკიცებით, ვიდეო აჩვენებს, რომ საარჩევნო უბანზე მისულ მოქალაქეს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევენ და შემდეგ არჩევნებს ელექტრონულად აყალბებენ.

Screenshot 1 3 აშშ-ის არჩევნების ამსახველი ვიდეოები ყალბი აღწერებით ვრცელდებაScreenshot 2 5 აშშ-ის არჩევნების ამსახველი ვიდეოები ყალბი აღწერებით ვრცელდება

Screenshot 6 2 აშშ-ის არჩევნების ამსახველი ვიდეოები ყალბი აღწერებით ვრცელდება

საარჩევნო პროცესის ამსახველი ვიდეოები ყალბი აღწერით ვრცელდება. ვიდეო, რომელშიც საარჩევნო უბნის თანამშრომელი ბიულეტენებს ნიშნავს ვისკონსინის შტატშია გადაღებული და ის საარჩევნო ბიულეტენების პარაფირებას ასახავს, რაც კანონით გათვალისწინებული პროცედურაა. ხოლო, მეორე ვიდეო რესპუბლიკური პარტიის კანდიდატს ეკუთვნის, რომელიც ერთ-ერთ უბანზე პოლიტიკური ფლაერების არსებობას აპროტესტებდა და ის  არჩევნების გაყალბების მცდელობას არ ასახავს.

გავრცელებული ვიდეოებიდან პირველი Fox News-ის გადაცემა “ფოლკნერის ფოკუსიდანაა”. გადაცემის რამდენიმე მონაკვეთში წამყვანის ჰარის ფოლკნერის სტუმრებთან საუბრის პარალელურად ეკრანზე სხვადასხვა შტატის უბნებზე მიმდინარე საარჩევნო პროცესის ამსახველი კადრები ჩნდებოდა. მათ შორის ერთ-ერთი ვისკონსინის ქალაქ მედისონში მდებარე უბანია, რომელსაც აშშ-ის 70-ე სახელმწიფო მდივანთან მაიკ პომპეოსთან ინტერვიუს პარალელურადაც ჩანდა: 

Screenshot 3 4 აშშ-ის არჩევნების ამსახველი ვიდეოები ყალბი აღწერებით ვრცელდება
სქრინი: foxnews.com

გავრცელებული ვიდეოს შინაარსი რამდენიმე ამერიკულმა მედიასაშუალებამ (1,2,3) გადაამოწმა. მათი დასკვნით, ვიდეო საარჩევნო უბნის თანამშრომლის მიერ ბიულეტენების პარაფირებას (მათზე საკუთარი ინიციალების დაწერა) ასახავს, რაც ვისკონსინის შტატში სავალდებულო პროცედურაა. ბიულეტენის პარაფირებას ორი თანამშრომელი ახდენს, რის შემდეგაც ის უბანზე მისულ ამომრჩეველს გადაეცემა. შესაბამისად, ვიდეო არჩევნების გაყალბების მცდელობას არ ასახავს. 

ის, რომ ვიდეო ფილადელფიაში არაა გადაღებული, ტვიტერის საკუთარ გვერდზე ქალაქის კომისარმაც დაადასტურა.

Screenshot 4 4 აშშ-ის არჩევნების ამსახველი ვიდეოები ყალბი აღწერებით ვრცელდება

რაც შეეხება მეორე ვიდეოს, გავრცელებული პოსტების მიხედვით, ის ასახავს, თუ როგორ არ აძლევენ საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლებას, რის შემდეგაც მონაცემებს ელექტრონულად აყალბებენ. 

რეალურად, აღნიშნული ვიდეო რესპუბლიკური პარტიის წევრს ბილი (უილიამ) პრემპეს ეკუთვნის, რომელიც მიმდინარე არჩევნებზე ნიუ ჯერსის შტატის სახელით წარმომადგენლობით პალატაში მოსახვედრად იბრძვის.  

Screenshot 5 2 აშშ-ის არჩევნების ამსახველი ვიდეოები ყალბი აღწერებით ვრცელდება

პრემპემ ვიდეო 8 ნოემბერს საკუთარ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა. თანდართული აღწერის მიხედვით, პრემპემ ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე დარღვევა აღმოაჩინა. ვიდეოში ჩანს, რომ დარღვევა პოლიტიკურ ფლაერებს ეხება. რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა უბანზე ფლაერები შეამჩნია და გააპროტესტა . თანამშრომლების განმარტებით, აღნიშნული ფლაერები ხმის მისაცემად მისულ ამომრჩევლებს ჩამოართვეს. შესაბამისად, გავრცელებულ ვიდეოს ამომრჩევლისთვის ხმის მიცემის შეზღუდვასთან ან არჩევნების ელექტრონულ გაყალბებასთან კავშირი არ აქვს. 

Მტკიცებები აშშ-ის არჩევნების გაყალბების შესახებ წარსულშიც ვრცელდებოდა, მაშინ სხვადასხვა აქტორები ამტკიცებდნენ, რომ აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გაყლბდა. Ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist