ისმის თუ არა რუსული საუბარი ჰამასის თავდასხმის ვიდეოში, რომელიც ფეისბუქზე გავრცელდა?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

1.7k
VIEWS

12-14 ოქტომბერს ფეისბუქ-მომხმარებლებმა გაავრცელეს შეიარაღებული მებრძოლების ვიდეო (1,2,3), რომელიც, პოსტის აღწერების მიხედვით, ისრაელზე ჰამასის თავდასხმის პირველ წუთებს ასახავს და ვიდეოში გარკვევით იმსის რუსული საუბარი – სიტყვა “Прикрывайте” (დააზღვიეთ).

ვიდეო აქტიურად გაავრცელეს რუსულენოვანმა ფეისბუქ-მომხმარებლებმაც (1,2,3,4). რუსულენოვანი პოსტების აღწერების თანახმად, ვიდეო 7 ოქტომბერს ჰამასის ისრაელზე თავდასხმას ასახავს და თავდასხმისას რუსი ინსტრუქტორები მებრძოლებს მითითებებს აძლევენ. 

რუსულენოვანი მომხმარებლების ნაწილი ვიდეოსა და ინფორმაციის წყაროდ რუსულ არასამთავრობო ორგანიზაცია Gulagu.net-ს ასახელებს, რომელმაც ვიდეო 12 ოქტომბერს თავის წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.

rusi hamasi ისმის თუ არა რუსული საუბარი ჰამასის თავდასხმის ვიდეოში, რომელიც ფეისბუქზე გავრცელდა?

rusi hamasi1 ისმის თუ არა რუსული საუბარი ჰამასის თავდასხმის ვიდეოში, რომელიც ფეისბუქზე გავრცელდა?

გავრცელებულ ვიდეოში რუსული საუბარი არ დასტურდება. ვიდეოში შეიარაღებული მებრძოლები არაბულად, პალესტინური აქცენტით საუბრობენ. ინფორმაცია “მითების დეტექტორს” ფაქტების გადამოწმების იორდანულმა სამსახურმა, Fatabyyano-მ დაუდასტურა.

ვიდეოს გადამოწმებაში დახმარებისთვის “მითების დეტექტორი” იორდანულ ფაქტების გადამოწმების პლატფორმას Fatabyyano-ს დაუკავშირდა. Fatabyyano-მ ასევე მოგვაწოდა ვიდეოს პირველწყარო. სრული, 2 წუთიანი ვიდეო, რომელიც 8 ოქტომბერს ჰამასის სამხედრო ფრთის, იზ ად-დინ ალ-კასამის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა.ვიდეოს აღწერის თანახმად, ის ისრაელში, დასახლება ერეზზე თავდასხმას ასახავს.

Fatabyyano-ს გუნდის თანახმად, ვიდეოში არაბულად, პალესტინური აქცენტით საუბრობენ და ვიდეოში სხვა უცხოური ენა არ ისმის. ვიდეოში ისმის შემდეგი ფრაზები: “თავი დახარე, კაცო – وطي راسك يا زلمة  , “ღმერთი უზენაესია, ღმერთი უზენაესია – تكبير الله أكبر تكبير الله أكبر, “მიდი, მიდი – روح روح”.  საუბრიდან რამდენიმე სიტყვა ხმაურის გამო გაუგებარია, თუმცა ისინიც არაბულ ენაზე ჟღერს.

Fatabyyano-ს გუნდმა ჰამასის მიერ გავრცელებული სრული ვიდეოც გადაამოწმა და დაადასტურა, რომ არც ვიდეოს სრულ ვერსიაში ისმის არაბულის გარდა რაიმე სხვა ენაზე საუბარი. 

რუსულენოვანი ფესიბუქ-ანგარიშების ნაწილი ვიდეოს და ინფორმაციის გავრცელებისას რუსულ არასამთავრობო, ანტი-კორუფციულ და უფლებადამცველ ორგანიზაცია Gulagu.net-ს ეყრდნობიან. Gulagu.net-მა ვიდეო თავის იუთუბ-არხზე 12 ოქტომბერს გამოაქვეყნა. ვიდეოს აღწერის მიხედვით, ინფორმაცია ორგანიზაციას წყარომ მიაწოდა და მიუთითა, რომ ვიდეოში რუსული საუბარი ისმის. აღწერაში ასევე აღნიშნულია, რომ ისრაელი-ჰამასის მიმდინარე ომში ვაგნერის დაჯგუფების წევრების ჩართულობაზე რუსმა ჟურნალისტმა, მარკ ფეიგინმა და Gulagu.net-ის დამფუძნებელმა, ვლადიმირ ოსეჩკინმა ფეიგინის იუთუბ-არხზე პირდაპირ ეთერში ისაუბრეს. ეს პირდაპირი ეთერი ფეიგინის იუთუბ-არხზე 11 ოქტომბერს გავიდა. გადაცემაში ფეიგინი ამბობს, რომ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვაგნერის დაჯგუფების წევრები სირიაში წვრთნიდნენ ჰამასის მებრძოლებს. ის ოსეჩკინთან ერთად განიხილავს, რამდენად არის შესაძლებელი, რომ ეს ინფორმაცია რეალობას შეესაბამებოდეს. ფეიგინის თანახმად, ცალსახა მტკიცებულებები ჯერ არ არსებობს და ასევე აღნიშნავს, რომ თუ ასეთი წვრთნები ტარდებოდა, ეს სირიაში მოხდებოდა, სადაც ვაგნერის აქტივობა დადასტურებულია და ნაკლებ სავარაუდოა, რომ რუსი ინსტრუქტორების მიერ ჰამასის დაჯგუფების წევრების წვრთნა ღაზას სექტორში მომხდარიყო. ვაგნერის დაჯგუფებისა და ჰამასის შესაძლო კავშირი ფეიგინმა რუს პოლიტტექნოლოგთან და რუსეთში “უცხოეთის აგენტად” გამოცხადებულ სტანისლავ ბელკოვსკისთან ერთად 15 ოქტომბრის პირდაპირ ერთერშიც განიხილა. 15 ოქტომბერს ფეიგინმა აღნიშნა, რომ ვრცელდება გარკვეული ვიდეოები, სადაც თითქოს ცალკეული რუსული სიტყვები ისმის, თუმცა არაბულის და კონკრეტულად პალესტინაში გავრცელებული არაბულის დიალექტის მცოდნეები ფეიგინთან საუბარში აღნიშნავენ, რომ ჩანაწერებში საუბრის ენა რუსულს არ ჰგავს.

2023 წლის 7 ოქტომბერს ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა ისრაელის წინააღმდეგ მოულოდნელი შეტევა დაიწყო, რის შედეგადაც, ტერორისტებმა 1400-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, 200-მდე კი გაიტაცეს. ისრაელმა ამ აქტის საპასუხოდ ომი გამოაცხადა, დაიბრუნა კონტროლი საზღვარზე და ჰამასის 1500-მდე მებრძოლი დახოცა. ღაზას სექტორის დაბომბვის შემდეგად კი, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 2300-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა, საიდანაც მეოთხედი ბავშვია.

ისრაელ-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ სოციალურ მედიაში არაერთი მცდარი ინფორმაცია, ფოტო და ვიდეომანიპულაცია გავრცელდა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ისრაელი, პალესტინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist