მიიღეს თუ არა ისრაელში კანონი ქრისტიანული ეკლესიებისთვის გადასახადების დაწესებაზე?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

308
VIEWS

15 ოქტომბერს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ის ამტკიცებს, რომ ისრაელში მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც მთავრობას უფლება აქვს იერუსალიმის საპატრიარქოს და ქრისტიანულ თემებს წაართვან მიწები და დააკისრონ გადასახადები. პოსტის თანახმად, ქრისტიანებმა პროტესტის ნიშნად 100 წლის განმავლობაში პირველად ქრისტეს საფლავზე საყდრის კარი დაკეტეს. პოსტს თან ახლავს ბელარუსული მაუწყებლობის Беларусь 1-ის 2018 წლის სიუჟეტიც, სადაც წამყვანი მსმენელს ანალოგიურ ინფორმაციას აწვდის.

ierusalimi მიიღეს თუ არა ისრაელში კანონი ქრისტიანული ეკლესიებისთვის გადასახადების დაწესებაზე?

მტკიცება, თითქოს ისრაელში მიღებული კანონის მიხედვით მთავრობას აქვს უფლება ქრისტიანულ თემებსა და საპატრიარქოს ჩამოართვან მიწები და დააკისრონ გადასახადები, მანიპულაციურია. მათთვის გადასახადების გადახდა 2018 წელს მართლაც დაკანონდა და იმავე პერიოდში განიხილებოდა მიწების კონფისკაციის კანონპროექტიც, თუმცა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების შედეგად გადასახადები გაუქმდა და მეორე კანონის განხილვა შეწყდა.

ირაკლი ზაქარეიშვილი პოსტში ბელარუსული პირველი არხის ძველ სიუჟეტს იყენებს. 2018 წლის 23 თებერვალს იერუსალიმის მართლმადიდებლურმა, სომხურმა და კათოლიკურმა სასულიერო ლიდერებმა წმინდა სამარხის ეკლესია დაკეტეს, რაც იყო პასუხი იერუსალიმის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც ეკლესიას გადასახადების გადახდა ეკისრებოდა. ამასთან ერთად, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში განიხილებოდა კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფოს ეკლესიის ქონების კონფისკაციის საშუალებას მისცემდა. უფრო კონკრეტულად, მთავრობას ექნებოდა უფლება ჩამოერთმია ის ქონება, რომლებსაც ეკლესია კომერციული მიზნებისათვის ყიდდა/აქირავებდა. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტში, რომელსაც “მოიჯარეების უფლებების კანონპროექტი” ეწოდება, პირდაპირ არ ეწერა ეკლესიების ქონების ჩამორთმევის შესახებ, თუმცა ის მიზნად ისახავდა იმ ფიზიკური/იურიდიული პირების უფლებების დაცვას, რომლებიც სხვადასხვა ორგანოებისათვის 1950-იან წლებში 99 წლიანი იჯარით გაცემულ მიწებზე ცხოვრობენ. იერუსალიმში ეკლესიებს ტერიტორიების დიდი ნაწილი სახელმწიფოსგან სწორედ მრავალწლიანი იჯარით აქვთ აღებული, ზოგიერთ ტერიტორიას კი კომერციულ ბაზრებზე აქირავებენ. 

ierusalimi1 მიიღეს თუ არა ისრაელში კანონი ქრისტიანული ეკლესიებისთვის გადასახადების დაწესებაზე?
ქრისტიანული ეკლესიების ლიდერების პროტესტი 2018 წ.

სასულიერო პირებისა და მოსახლეობის დიდი ნაწილის პროტესტის შედეგად, რამდენიმე დღეში ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ პროცესებში ჩაერთო და მისი გადაწყვეტილებით ეკლესიისგან გადასახადების აღება შეწყდა, ხოლო მიწების კონფისკაციის კანონპროექტის განხილვა შეჩერდა, რასაც მოყვა პროტესტის შეწყვეტაც და ეკლესიის კარის გახსნა. მიუხედავად იმისა, რომ იგივე კანონპროექტი ოქტომბერში კვლავ აქტუალური გახდა და ქნესეტში (ისრაელის პარლამენტი) მის განხილვას აპირებდნენ, ნეთანიაჰუს ჩარევით კანონპროექტის დამტკიცება კვლავ არ მოხდა. მართლმადიდებელი, სომხური და კათოლიკური ეკლესიების ლიდერების გარდა, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებაზე, Times of Israel-ის ინფორმაციით, გავლენა იქონია ბერძნულ-ისრაელურმა ალიანსმა, რომელიც საბერძნეთის, კვიპროსსა და ისრაელს შორის ურთიერთობების გაძლიერებაზეა ორიენტირებული და მხარდაჭერილია აშშ-ის კონგრესის მიერ. 

2023 წლის 7 ოქტომბერს ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა ისრაელის წინააღმდეგ მოულოდნელი შეტევა დაიწყო, რასაც ისრაელის მხრიდან საპასუხო შეტევა და ომი მოყვა. ამ პროცესების დაწყებიდან სოციალურ ქსელში არაერთი მცდარი და მანიპულაციური ინფორმაცია ვრცელდება. დეტალურად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიებში:

წყაროს შესახებ:

ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი ანტიდასავლური, ანტიუკრაინული და ანტიოპოზიციური შინაარსის პოსტებს ხშირად აქვეყნებს. 2023 წლის 7 ოქტომბერს დაწყებული ისრაელ-ჰამასის ომის შემდეგ, ის რეგულარულად ავრცელებს ანტისემიტური სახის პოსტებს.  ზაქარეიშვილის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ისრაელი
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist