დავით კეზერაშვილზე კელი დეგნანის სახელით ყალბი განცხადება ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

224
VIEWS

12 აპრილს სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრზე და ტელეკომპანია “ფორმულას” დამფუძნებელზე, დავით კეზერაშვილზე, BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის შემდეგი კომენტარი გავრცელდა: “დავით კეზერაშვილი სავარაუდოდ უდანაშაულოა.” 

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კელი დეგნანის განცხადებით, დავით კეზერაშვილი სავარაუდოდ უდანაშაულოა, სიმართლეს არ შეესაბამება. BBC-ის გამოძიებაზე კელი დეგნანი გამოცემა “ნეტგაზეთს” ესაუბრა. “ნეტგაზეთთან” კომენტარში დეგნანმა აღნიშნა, რომ სრულ ისტორიასთან გაცნობის საშუალება არ ჰქონდა, თუმცა შემთხვევა კიდევ ერთხელ გვახსენებს თუ რატომაა მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი საგამოძიებო ჟურნალისტიკისა და საგამოძიებო ორგანოების არსებობა. 

12 თებერვალს BBC-ის მიერ გამოქვეყნებული საგამოძიებო სტატიის მიხედვით, დავით კეზერაშვილი ე.წ. ქოლცენტრების ფინანსური თაღლითობის ქსელთან არის დაკავშირებული.

აშშ-ის ელჩს BBC-ის გამოძიებაზე კითხვა გამოცემა ნეტგაზეთმა დაუსვა. დეგნანის თქმით, ის ჟურნალისტური გამოძიების დეტალებს კარგად არ იცნობს, თუმცა ელჩმა აღნიშნა, რომ შემთხვევა კიდევ ერთხელ აჩვენებს დამოუკიდებელი საგამოძიებო ჟურნალისტიკისა და საგამოძიებო ორგანოების არსებობის მნიშვნელობას.

კელი დეგნანი: არ მომცემია საშუალება, მომესმინა და წამეკითხა სრული ისტორია და დეტალების შესახებ ინფორმირებული არ ვარ. თუმცა ისე ჟღერს, რომ ესაა კიდევ ერთი შემახსენებელი, თუ რატომაა ღირებული დამოუკიდებელი საგამოძიებო ჟურნალისტიკისა და დამოუკიდებელი, კომპეტენტური საგამოძიებო ორგანოების ქონა, რომლებიც შეისწავლიან მსგავს ბრალდებებს და უზრუნველყოფენ ხალხის უფლებების დაცვას.

BBC-ის მიხედვით, მათი საგამოძიებო სასამხური BBC Eye წელიწადზე მეტი საერთაშორისო საინვესტიციო თაღლითურ ქსელს იძიებდა, რომლებმაც მსოფლიოს სხავდასხვა ქვეყანაში კლიენტების მოტყუებით მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. ჟურნალისტური გამოძების თანახმად, თაღლითურ ქსელ “მილტონის ჯგუფთან” დაკავშირებული კომპანიების დირექტორებს შორის ხუთი ადამიანი ფიგურირებს: დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, ჯოზეფ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი. ამ სახელებს Panama Papers-ში გატარების შემდეგ კი ჟურნალისტებმა მიაკვლიეს “მილტონის ჯგუფამდე” არსებულ ქსელს, რომელიც დავით კეზერაშვილთან არის დაკავშირებული. BBC-ის მიხედვით, საჯარო დოკუმენტები, რომლებიც ამ ქსელთან კეზერაშვილის კავშირს ადასტურებს, არ არსებობს, თუმცა Panama Papers-ში კეზერაშვილის სახელის ძებნის შედეგად, ის გამოიკვეთა როგორც ქსელის მშობელი კომპანიების დამფუძნებელი ან ერთ-ერთი აქციონერი. BBC-ის მიხედვით “მილტონის ჯგუფთან” დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე თანამშრომელი ჰყვება, რომ კეზერაშვილთან პირდაპირი კავშირი ჰქონდათ და ის ქსელის საქმიანობაში არის ჩართული. ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, კეზერაშვილი ფლობს კიევში საოფისე შენობას, სადაც თაღლითური ქოლცენტრის ოფისი იყო განთავსებული და ასევე რამდენიმე შენობას სადაც “მილტონის ჯუფთან” დაკავშირებული ტექ-კომპანების ოფისიები იყო განთავსებული. BBC-ის თანახმად, კეზერაშვილი თავის სოციალურ ქსელებში თაღლითური პლატფორმების შესახებ ინფორმაციას ხშირად აზიარებდა და ამასთანავე მისი რამდენიმე კომპანია იყენებდა ელექტრონული ფოსტის იმავე კერძო სერვერს, რომლებსაც “მილტონის ჯგუფის”კომპანიები იყენებდნენ.

თავად კეზერაშვილი თაღლითურ ქოლცენტრებთან რაიმე კავშირს უარყოფს და აპირებს სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებას  BBC-ის მასალაში არსებული ფაქტების უზუსტობა დაადასტუროს.

წყაროს შესახებ:

Nikusha Sanidze ოპოზიცის წარმომადგენლებსა და ოპოზიციურად განწყობილ პირებზე მადისკრედიტირებელ პოსტებს აზიარებს. ასევე აღსანიშნავია, რომ გამოქვეყნებული აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, “ქართული ოცნების” დამფუძნებელის ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების” თავჯდომარე ირაკლი კობახიძის მხარდამჭერი პოსტები.

მის მიერ გავრცელებული მანიპულაციური ინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც გადაუმოწმებია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist