ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტის მიერ შოვის ტრაგედიის გაშუქებასთან დაკავშირებით მანიპულაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

18.8k
VIEWS

4 აგვისტოს ქართულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშებმა (1, 2, 3), მათ შორის ბლოგერმა ბექა ვარდოსანიძემ ტელეკომპანია “პირველისა” და “ალტ-ინფოს” ჟურნალისტების  ფოტოები გაავრცელეს, რომლებიც შოვში მომხდარ სტიქიას აშუქებდნენ. პოსტების ავტორების მტკიცებით, ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტი ნანუკა ქაჯაია ამ ტრაგედიის გაშუქებისას იცინის, ხოლო “ალტ-ინფოს” ჟურნალისტი სოფია ჯაველიძე “ცრემლებს ძლივს იკავებს”.

Screenshot 2023 08 09 142650 ტელეკომპანია "პირველის" ჟურნალისტის მიერ შოვის ტრაგედიის გაშუქებასთან დაკავშირებით მანიპულაცია ვრცელდება Screenshot 2023 08 09 142655 ტელეკომპანია "პირველის" ჟურნალისტის მიერ შოვის ტრაგედიის გაშუქებასთან დაკავშირებით მანიპულაცია ვრცელდება

ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტის მიერ შოვის ტრაგედიის გაშუქებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული პოსტები ფოტომანიპულაციას შეიცავს. გავრცელებული ფოტო ავთენტიკური ვიდეოდანაა ამოჭრილი, თუმცა, რეალურად, ნანუკა ქაჯაიამ არა ტრაგედიაზე საუბრისას, არამედ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ერთი წლის წინ თვითმფრინავების შეძენასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას გაიღიმა, მას შემდეგ რაც ღარიბაშვილმა თქვა, რომ მას მსგავსი დაპირება არ გაუცია. 

ნანუკა ქაჯაიას კადრი მისი პირდაპირი ჩართვიდან შერჩევითადაა ამოჭრილი და პოსტების ავტორები მანიპულირებენ, თითქოს ის შოვში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას იცინის. რეალურად, გაღიმების მომენტში ის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ თვითმფრინავების შეძენასთან გაკეთებულ განცხადებებზე საუბრობდა.

გავრცელებული კადრი შოვში მომხდარი სტიქიის შესახებ გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის გაშუქების ჩართვიდანაა ამოჭრილი. სხდომის შემდეგ პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობდა, ნანუკა ქაჯაიამ კი მას ჰკითხა, თუ რატომ არ შესრულდა მთავრობის მიერ სამაშველო თვითმფრინავების შესყიდვასთან დაკავშირებით 1 წლის წინ გაცემული დაპირება. ამ შეკითხვის დასმის შემდეგ ღარიბაშვილმა ჟურნალისტს უთხრა, რომ მისი ტელევიზია მოსახლეობას ატყუებს და ეს “არასერიოზული ტყუილია”. 

სწორედ ღარიბაშვილის ამ განცხადებაზე ყვებოდა პირდაპირ ეთერში ჟურნალისტი ნანუკა ქაჯაია, როცა გაიღიმა. 

ნანუკა ქაჯაია, ტვ პირველის ჟურნალისტი: თქვენ მოუსმინეთ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ამბობს, რომ მედიის წარმომადგენლები თითქოს ვაწვდით საზოგადოებას არასწორ ინფორმაციას ვერტმფრენებთან დაკავშირებით მის განცხადებაზე, რომელიც ძალიან კარგად იძებნება ინეტერნეტსივრცეში, ერთ ღილაკზე თითის დაჭერით შეიძლება ეს განცხადება მოიძებნოს. ის თავად ამბობდა, რომ კომფორტულ ვერტმფრენებს გავყიდით, შევიძენთ ახალ სამაშველო ვერტმფრენს, რომ მსგავსი ტრაგედიების დროს ყოფილიყო გამოყენებული, თუმცა პრემიერმა როგორც ჩანს ვერ გაიხსენა საკუთარი განცხადება.

2022 წლის აგვისტოში ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობამ წინა ხელისუფლების მიერ ნაყიდი „სუპერ პუმის“ დაბრუნების სანაცვლოდ სამი ახალი ვერტმფრენის შეძენის გადაწყვეტილება მიიღო. ერთი წლის წინ ამ თემის გაქტიურება გუდაურში მომხდარ ტრაგედიას მოჰყვა, როცა პარაპლანი ჩამოვარდა და მის დასახმარებლად მისული სამაშველო ვერტფრენი აფეთქდა, რასაც ბორტზე მყოფი 8 ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა

3 აგვისტოს რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესი განვითარდა, რამაც 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.  სამძებრო სამუშაოები 12 დაკარგულის საპოვნელად კვლავ გრძელდება.

წყაროების შესახებ:

ფეისბუქ-ანგარიშები, რომლებმაც აღნიშნული ფოტომანიპულაცია გაავრცელეს, დეზინფორმაციული მტკიცებები აქამდეც გაუვრცელებიათ:

ბექა ვარდოსანიძე:

ხატია ჯანაშია:

Nikusha Shanidze:

შიინ ევროპისკენ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: მედია, პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: საქართველო
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist