დეზინფორმაცია, თითქოს დიდ ბრიტანეთში პროდუქტები 8-ჯერ გაძვირდა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

918
VIEWS

1 სექტემბერს ფეისბუქ-გვერდზე ბექა ვარდოსანიძის ბლოგი•Beka Vardosanidze’s blog გამოქვეყნებულ პირდაპირ ჩართვაში ვარდოსანიძემ ევროპაში გაზზე, ელექტროენერგიასა და საკვებზე გაძვირებულ ფასებზე ისაუბრა. პირდაპირ ჩართვაში ვარდოსანიძე გამოცემა Daily Mail-ზე დაყრდნობით ფოტოკოლაჟს აჩვენებს, რომელზეც სხვადასხვა პროდუქტისა და სერვისის ფასებია მოცემული. მისი თქმით, “გაზის ინფლაციის გამო” დიდ ბრიტანეთში ფასებმა მნიშვნელოვნად მოიმატა, მაგალითად, ერთი კათხა ლუდი 4 ფუნტი სტერლინგი ღირდა, ახლა კი 33.2 ფუნტამდე გაძვირდა, ტაქსით მგზავრობა 18 ფუნტი ღირდა, ახლა კი 149.4 ფუნტი გახდა, ერთი ჭიქა ყავის ფასმა კი 3.4 ფუნტიდან 28.22 ფუნტამდე მოიმატა. 

იგივე კოლაჟი ვარდოსანიძემ საკუთარ პროფილზე 25 აგვისტოს გამოაქვეყნა.

მტკიცება, თითქოს დიდ ბრიტანეთში პროდუქტებზე ფასები 8-ჯერ გაძვირდა, დეზინფორმაციაა. რეალურად, ფოტოკოლაჟზე ნაჩვენები ფასები გაზის გაზრდილ ფასთან თანაფარდობითაა მიღებული და იმას გვაჩვენებს, თუ რა ეღირებოდა ეს პროდუქტები იმ შემთხვევაში, თუ მათზე ფასები იმავე ტემპით მოიმატებდა, როგორც გაზის ფასი იმატებს. მაგალითად, ერთი კათხა ლუდის ფასი საშუალოდ 3.95 ფუნტია და არა 33.20 ფუნტი.

ბრიტანულმა გამოცემა Daily Mail-მა ვარდოსანიძის მიერ განხილული ფოტოკოლაჟი ნამდვილად გამოაქვეყნა, თუმცა ის პროდუქტებსა და სერვისებზე გაზრდილ ფასებს არ ასახავს. როგორც სტატიაში წერია, ორგანიზაცია Octopus Energy-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გრეგ ჯექსონმა თქვა, რომ თუ ლუდის ფასი იმავე ტემპით გაიზრდებოდა, როგორც გაზის ფასი იზრდება, ერთი კათხა ლუდი 25 ფუნტი ეღირებოდა.  ფოტოკოლაჟზე მოცემული სხვა პროდუქტებისა და სერვისების ფასებიც სწორედ ამ ლოგიკითაა გამოთვლილი.

ფოტოკოლაჟზეც ჩანს, რომ პროდუქტების გაზრდილი ფასები “გაზის ინფლაციის ფასია” (Gas inflation price), ხოლო მათი რეალური ფასი 2021/22 წლების ფასშია მოცემული. “გაზის ინფლაციის ფასის” მაჩვენებელი ვარდოსანიძემ მაყურებელს გაზის ინფლაციით გამოწვეულ ფასად წარუდგინა.

ფოტოკოლაჟში მოცემული პროდუქტების ფასი ნამდვილად მომატებულია, თუმცა იმ ფასზე გაცილებით ნაკლებია, რომელიც “გაზის ინფლაციის ფასად” არის წარმოდგენილი.  მაგალითად, საკონსულტაციო კომპანია CGA-ს მონაცემების მიხედვით, კათხა ლუდის საშუალო ფასი 2008 წლის 2.3 ფუნტიდან 2022 წელს 3.95 ფუნტამდე გაიზარდა, თუმცა ფასები ლოკაციების მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდება, მაგალითად, ერთი კათხა ლუდის ყველაზე მაღალი ფასი ლონდონის ერთ-ერთ პაბში 8.06 ფუნტია.

რაც შეეხება მაკდონალდსის ჩიზბურგერის ფასს, ის 99 პენი ღირდა და ფასი 1.19 ფუნტამდე გაიზარდა, რაც 14 ძლის მანძილზე ფასის 20%-იანი ზრდაა.

ფოტოკოლაჟზე მოცემულია ტაქსით მგზავრობის ფასის ცვლილებაც. ამ თემაზე Bloomberg წერს, რომ Uber Technologies Inc-ის გადაწყვეტილებით, დიდ ბრიტანეთში ტაქსის ფასი სხვადასხვა მაჩვენებლით, მაგალითად ლონდონში 5%-ით გაიზრდება, რათა მეტი მძღოლის მიზიდვა მოხდეს. კომპანიის თქმით, მათ 8000 მძღოლი სჭირდებათ, რათა ლონდონის მოთხოვნები დააკმაყოფილონ.

როგორც Guardian წერს, იმის შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომის გამო ფერმერებს გადასახადები გაუძვირდათ, აგვისტოში საკვებზე ფასებმა 5.1%-ით მოიმატა და 2008 წლის შემდეგ საკვების ფასის ინფლაციამ მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია. 

თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დიდ ბრიტანეთში ფასები 2021 წლის აგვისტოდან ეტაპობრივად იმატებდა და ყოველ შემდეგ თვეში წინასთან შედარებით ფასები გაზრდილი იყო.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist