ელენე ხოშტარიაზე მიშა მშვილდაძის გაყალბებული ციტატა  ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

337
VIEWS

16-17 ივნისს “ქართული მარშის” ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ, ასევე ფეისბუქ-პროფილებმა სამშობლოსთვის მებრძოლი, Giorgi Zerekidze, ხატია ჯანაშია და Mixeil Metreveli ტელეწამყვან მიშა მშვილდაძის სახელით შემდეგი ციტატა გამოაქვეყნეს: “ელენე ხოშტარიას თუ ერიცხებოდა მილიონობით რუბლი, ეს იმას ნიშნავს, რომ პუტინის ეკონომიკას – შიგნიდან ანგრევდა. ბრავო ელენე”.

Screenshot 20 3 ელენე ხოშტარიაზე მიშა მშვილდაძის გაყალბებული ციტატა  ვრცელდება

მიშა მშვილდაძის სახელით გავრცელებული ციტატა გაყალბებულია. რეალურად, მშვილდაძეს ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია და ციტატის სიყალბეზე ინფორმაცია, საკუთარ ფეისბუქ-ანგარიშზე მშვილდაძემ თავადვე გამოაქვეყნა. 

მშვილდაძის სახელით ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებული გაყალბებული ციტატა მას შემდეგ გავრცელდა, რაც 16 ივნისს ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო გამოშვებაში ხოშტარიას ოჯახის წევრის ანგარიშზე მილიონობით რუსული რუბლის ჩარიცხვებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ეს პროცესი არც უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგ შეჩერებულა.

16 ივნისს მიშა მშვილდაძემ საკუთარ ფეისბუქ-ანგარიშზე დაწერა, რომ მისი სახელით გავრცელებული, ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებული ციტატა ყალბია. მშვილდაძის მსგავსი განცხადება ღია წყაროებითაც არ იძებნება.

Screenshot 21 2 ელენე ხოშტარიაზე მიშა მშვილდაძის გაყალბებული ციტატა  ვრცელდება

ტელეკომპანია იმედის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ელენე ხოშტარია მალევე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მამამისი, გოგი ხოშტარია აღნიშნულ თანხას ჰონორარის სახით უკვე 25 წელია იღებს.

“მამაჩემი არის სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრე, თეატრის მხატვრის, რომელიც მეოცე საუკუნეში მოღვაწეობდა მარიისნკის თეატრში და რომლის სპექტაკლები მთელ მსოფლიოში იდგმება. შესაბამისად, ჰონორარები ეროცხება ყველა მისი დადგმული სპეკტაკლიდან უკვე 25 წელია”, – წერს ხოშტარია.

13 ივნისს მიშა მშვილდაძის იმავე ფოტოთი დასპონსორებული ყალბი ციტატა ფეისბუქ-გვერდმა Newsagency.ge-მაც გაავრცელა. ამ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist