კრემლის პროპაგანდა ამტკიცებს, თითქოს ზელენსკის ორეული ჰყავს

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

657
VIEWS

25-26 თებერვალს  სოციალურ ქსელსა და მედიაში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის კიევში შეხვედრის ამსახველი ფოტოები გავრცელდა. რუსული პროპაგანდისტული გამოცემები (Известия, lenta.ru, ria.ru, aif.ru, topnews.ru, riafan.ru, fedprss.ru)  და ფეისბუკ ანგარიშები ( 1, 2) წერდნენ, რომ უკრაინის პრეზიდენტს ორეული ჰყავს, რომელიც სოციალური ქსელის მომხმარებლებმა პოლონური გამოცემის, Fakt-ის მიერ გავრცელებულ სიუჟეტში შენიშნეს.  აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი პირველი, ვინც ზელენსკის ორეულის შესახებ დაწერა, რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმირ სოლოვიოვი იყო. სოლოვიოვის თანახმად, “ორეული” სულ ზელენსკისთან ერთად დადის და ხანდახან მის ნაცვლადაც კი ესწრება შეხვედრებს.

zelenskis oreuli კრემლის პროპაგანდა ამტკიცებს, თითქოს ზელენსკის ორეული ჰყავს

იდენტური ინფორმაცია ქართველმმა ფეისბუკ მომხმარებელებმაც გაავრცელეს. ბექა ვარდოსანიძე წერდა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ორეული ჰყავს, რომელსაც ისეთივე ჩაცმულობა და ვარცხნილობა აქვს, როგორიც თავად ზელენსკის, რასაც მის მიერ გამოქვეყნებული კადრებიც ადასტურებს. მსგავსი ინფორმაცია სხვა ფეისბუკ მომხმარებლებმაც  (1, 2, 3) გამოაქვეყნეს. გავრცელებულ პოსტებში აღნიშნულია ისიც, რომ ზელენსკის ორეული შემთხვევით “კადრში გაეპარათ”.

zelenskis oreuli 1 კრემლის პროპაგანდა ამტკიცებს, თითქოს ზელენსკის ორეული ჰყავს

zelenskis oreuli 2 კრემლის პროპაგანდა ამტკიცებს, თითქოს ზელენსკის ორეული ჰყავს

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია ზელენსკის ორეულის არსებობის შესახებ, ყალბი და კრემლის პროპაგანდის შემადგენელი ნაწილია. გავრცელებული კადრებში ზელენსკის დაცვის წევრი, მაქსიმ დონეცია ასახული, რომელიც უკრაინის პრეზიდენტს მუდამ თან ახლავს და საერთაშორისო ფოტოგრაფების ობიექტივშიც არაერთხელ მოხვედრილა.

კადრები, რომლებიც სოციალურ ქსელში ვრცელდება და თითქოს ზელენსკის ორეულს ასახავს, პოლონური გამოცემის  Fakt-ის სიუჟეტიდან არის ამოჭრილი. 2023 წლის 20 თებერვალს გასული სიუჟეტი აშშ-ის პრეზიდენტის კიევში ვიზიტს ეძღვნება. პრეზიდენტების კიბეებზე ასვლის კადრებში ზელენსკისა და ბაიდენის გარდა კიდევ 5 ადამიანი ჩანს, მათ შორის  ის პირი, რომელიც  თითქოს ზელენსკის ორეულის არსებობას ადასტურებს.

zelenskis oreuli 3 კრემლის პროპაგანდა ამტკიცებს, თითქოს ზელენსკის ორეული ჰყავს

სინამდვილეში, აღნიშნული პიროვნება ზელენსკის დაცვის წევრი, მაქსიმ დონეცია, რომელიც ზელენსკის პრეზიდენტობის პირველივე კვირაში, 2019 წელს უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დაინიშნა. დონეცი ყოველთვის პრეზიდენტთან ახლოს იმყოფება და მასთან ერთად სტუმრობს უკრაინის ქალაქებს. 

zelenskis oreuli 4 კრემლის პროპაგანდა ამტკიცებს, თითქოს ზელენსკის ორეული ჰყავს
Valentyn Ogirenko/Reuters

ბექა ვარდოსანიძის პოსტში ნათქვამი იყო ისიც, რომ “ორეულს” ზელენსკის იდენტური ტანსაცმელი აცვია. რეალურად, დონეცს სამხედრო ფორმა, ზელენსკის კი ნაცრისფერი შარვალი აცვია, რაც ამ დღეს გადაღებული ვიდეო მასალითაც დასტურდება. დონეცი ზელენსკის არც გარეგნულად ჰგავს.

zelenskis oreuli 5 კრემლის პროპაგანდა ამტკიცებს, თითქოს ზელენსკის ორეული ჰყავს

ის, რომ დონეცი ზელენსკის მუდამ თან ახლავს, მსოფლიო ლიდერების კიევში ვიზიტისას გავრცელებული კადრებითაც დასტურდება. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი ერთ-ერთი პირველი პოლიტიკოსი  იყო, ვინც კიევში ომის დაწყების შემდეგ 2022 წლის აპრილში “უკრაინელ ხალხთან სოლიდარობის ჩვენების” მიზნით ჩავიდა. მედიაში გავრცელებულ კადრებში დონეცი ზელენსკისა და ჯონსონთან ერთად ჩანს.

zelenskis oreuli 6 კრემლის პროპაგანდა ამტკიცებს, თითქოს ზელენსკის ორეული ჰყავს
ფოტო: Reuters

2022 წლის ივნისში უკრაინის მხარდასაჭერად კიევში გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი ჩავიდნენ. ზელენსკის დაცვის წევრი, მაქსიმ დონეცი ამ შეხვედრის ამსახველ კადრებშიც ჩანს. 

zelenskis oreuli 7 კრემლის პროპაგანდა ამტკიცებს, თითქოს ზელენსკის ორეული ჰყავს
ფოტო: Getty Images

2022 წლის 11 ნოემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები და პოლიცია ხერსონსა და მის შემოგარენში შევიდნენ. ზელენსკი გათავისუფლებულ ხერსონში 14 ნოებერს ჩავიდა, რა დროსაც დაცვის წევრიც თან ახლდა.

zelenskis oreuli 8 კრემლის პროპაგანდა ამტკიცებს, თითქოს ზელენსკის ორეული ჰყავს
Valentyn Ogirenko/Reuters

სოლოვიოვის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციის შესახებ უკრაინული გამოცემა Unian-იც წერდა. გამოცემა აღნიშნავს, რომ დონეცი ზელენსკის ყველგან თან ახლავს და მას და ზელენსკის გარეგნობაში  საერთო ნიშნები არ აქვთ.

2023 წლის 20 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის დედაქალაქში ჩავიდა. ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად კიევის ქუჩები შემოიარა უკრაინას ამერიკის დახმარება აღუთქვა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვიზიტის განმავლობაში ბაიდენის შესახებ  სოციალურ ქსელში არაერთი ვიზუალური მანიპულაცია გავრცელდა. ვრცლად ამის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალაში:

წყაროების შესახებ

ბექა ვარდოსანიძე კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ სოციალურ ქსელში ვაქცინების, პანდემიისა და ვირუსის შესახებ ყალბ ინფორმაციას  ინტენსიურად ავრცელებს.  იგი ფეისბუკ ლაივების საშუალებით თითქმის ყოველ დღე ეწეოდა ვაქცინაციის პროცესთან კავშირში მყოფი ექიმების, ჟურნალისტებისა და არასამთავრობო სექტორის მიზანმიმართულ დისკრედიტაციასა და ბულინგს. ვარდოსანიძე ასევე 5 ივლისის მოვლენების ერთ-ერთი მონაწილე და გამშუქებელია. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ვარდოსანიძე  “ქართული მარშის” საინიციატივო ჯგუფის წევრი იყო და თათია დოლიძეს ჯგუფური გაუპატიურების მუქარისშემცველ დიალოგში მონაწილეობის გამო გამოკითხვაზეც იმყოფებოდა. ბექა ვარდოსანიძის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულში არაერთხელ გადაუმოწმებია.

ფეისბუკ ანგარიში Gurami Xafava უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციას ამართლებს. მას მცდარი და კონსპირაციული ინფორმაცია სხვადასხვა თემაზე წარსულშიც გაუვრცელებია. 2022 წლის ზაფხულში ფეისბუკ-ანგარიში Gurami Xafava წერდა, რომ უკრაინაში მებრძოლი ქართველი ქალები ტყვედ აიყვანეს.

“მითების დეტექტორს” ფეისბუქ ანგარიშ დავით ჯებაშვილის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციული მტკიცებები, მათ შორის ვოლოდიმირ ზელენსკის დისკრედიტაციის მიზნით შექმნილი ვიზუალური მანიპულაციები, წარსულშიც არაერთხელ გადაუმოწმებია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist