პენსილვანიის სკოლის კლუბის შეხვედრა თუ AI ფოტოები – რას ასახავს კადრები?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

2.7k
VIEWS

5 მაისიდან ქართული (1,2,3,4,5,6) და რუსულენოვანი (1,2) ფეისბუქ ანგარიშები რამდენიმე ფოტოს ავრცელებდნენ, რომლებზეც ბავშვების ჯგუფი და რქიანი არსებები ჩანს, ისინი ბავშვებს წიგნს უკითხავენ. ფოტოების ნაწილში ბავშვებს რქები ადგათ, ერთ-ერთ ფოტოში მათ შავი ტანისამოსი აცვიათ და წრეზე სხედან, შუაგულში კი ვარსკვლავის მსგავსი ფიგურაა ჩახატული, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ბავშვები რიტუალს ატარებენ. ზოგიერთ პოსტზე თანდართული აღწერის მიხედვით, ფოტოებზე აშშ-ის შტატ პენსილვანიაში სკოლის შემდეგ ბავშვთა კლუბის შეხვედრაა ასახული,  პოსტების ნაწილი კი ფოტოების გადაღების ადგილს არ ასახელებს.

Screenshot 4 2 პენსილვანიის სკოლის კლუბის შეხვედრა თუ AI ფოტოები - რას ასახავს კადრები?

ფეისბუქზე გავრცელებული ფოტოები ხელოვნური ინტელექტის მიერაა გენერირებული და პენსილვანიაში სკოლის კლუბის შეხვედრას არ ასახავს. 

  • გავრცელებული ფოტოები ხელოვნური ინტელექტის მიერაა გენერირებული

ფეისბუქზე გავრცელებული ფოტოები ანგარიშ The Pumpkin Empress-ს ეკუთვნის, რომელმაც ფოტოები საკუთარ ფეისბუქის გვერდზე 2 მაისს გაავრცელა აღწერით “არ დაგავიწყდეთ მხარი დაუჭიროთ თქვენს ლოკალურ BBC-ს (ბაფომეტის წიგნის კლუბს). გაზარდეთ თქვენი სატანისტები სწორად!”. 

Screenshot 17 1 პენსილვანიის სკოლის კლუბის შეხვედრა თუ AI ფოტოები - რას ასახავს კადრები?

შემდგომში ავტორმა ფოტოები საკუთარი ტიკტოკისა  და ინსტაგრამის გვერდებზეც გამოაქვეყნა. პოსტების კომენტარებში ავტორმა არაერთხელ დაადასტურა, რომ ფოტოები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა გენერირებული. 

Screenshot 18 1 პენსილვანიის სკოლის კლუბის შეხვედრა თუ AI ფოტოები - რას ასახავს კადრები?
წყარო:The Pumpkin Empress-ის ფეისბუკ-ანგარიში

6 მაისს ავტორმა ფეისბუქ პოსტი ჩაასწორა და აღწერას განმარტება დაამატა, სადაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ფოტოები ნამდვილ მოვლენას არ ასახავს. 

აღსანიშნავია, რომ ფოტოებზე AI-ს მიერ გენერირებული სხვა ფოტოების მსგავსი დეტალები შეგვიძლია შევამჩნიოთ, როგორებიცაა დამახინჯებული ან ერთმანეთში შეზრდილი სხეულის ნაწილები (ხშირ შემთხვევაში ხელის თითები). 

Screenshot 19 1 პენსილვანიის სკოლის კლუბის შეხვედრა თუ AI ფოტოები - რას ასახავს კადრები?

9 მაისს The Pumpkin Empress-მა კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მას ფოტოების შესახებ ინფორმაციისთვის რამდენიმე მედიასაშუალება დაუკავშირდა. ამავე პოსტში ავტორმა აღწერა, როგორ შექმნა ერთ-ერთი ფოტო პროგრამა Midjourney-ს დახმარებით

აღსანიშნავია, რომ Midjourney-ის მეშვეობით ნებისმიერი ადამიანის რეალისტური ფოტოს შექმნაა შესაძლებელი, თუმცა ხელსაწყოს ფოტოების შექმნისას გარკვეული ხარვეზი აქვს. მაგალითად, ხელების გენერირება საკმაოდ რთულია და გამოცემა Forbes წერს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა იმის დასადგენად, არის თუ არა ფოტოსურათი ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული, სწორედ ხელების დათვალიერებაა. 

ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტოები, როგორც ნამდვილი მოვლენის ამსახველი კადრები წარსულშიც გავრცელებულა. ვრცლად, იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალებში:

წყაროების შესახებ: 

ფოტოებს მცდარი აღწერით ის ფეისბუქ მომხმარებლები ავრცელებდნენ, რომლებსაც ანტიდასავლური შინაარსის ყალბი ინფორმაცია წარსულშიც გამოუქვეყნებიათ. “მითების დეტექტორს” ანგარიშების სიდონია ბელლ, მაია დვალიძე და შიინ ევროპისკენ მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია არაერთხელ გადაუმოწმებია. 

რაც შეეხება რუსულენოვან ანგარიშს Вячик Гус, ის ანტიდასავლური შინაარსის მცდარ ინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს ხშირად ავრცელებს. 

Screenshot 20 1 პენსილვანიის სკოლის კლუბის შეხვედრა თუ AI ფოტოები - რას ასახავს კადრები?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: რელიგია
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist