ასახავს თუ არა ვიდეო ეგვიპტელების მიერ ღაზის მოსახლეობისთვის საკვების მიწოდებას?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

604
VIEWS

14 ოქტომბერს ფეისბუქ-მომხმარებელმა მამუკა ქარჩხაძემ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ვხედავთ, როგორ გადაადგილდება ადამიანების დიდი ჯგუფი ზურგზე მოკიდებული თეთრი ჩანთებით. ვიდეოს თან ახლავს აღწერა, რომლის თანახმადაც ეგვიპტელებმა ღაზასთან საზღვარი ფეხით გადალახეს, რათა ღაზას სექტორის მოსახლეობისთვის წყალი და საკვები პროდუქტები მიეწოდებინათ. 

მსგავსი აღწერით იდენტური ვიდეო გაავრცელა ფეისბუქ-ანგარიშმა საქართველო უპირველეს ყოვლისა. ვიდეოს ასევე აქტიურად ავრცელებენ რუსულენოვანი ანგარიშები (1, 2, 3). 

Screenshot 2023 10 18 142138 ასახავს თუ არა ვიდეო ეგვიპტელების მიერ ღაზის მოსახლეობისთვის საკვების მიწოდებას?

მტკიცება, რომ გავრცელებული ვიდეო ღაზაში დარჩენილი პალესტინელების დასახმარებლად ეგვიპტის მოქალაქეების ღაზას სექტორთან საზღვრის კვეთას ასახავს, მცდარია. ვიდეო სოციალურ ქსელებში ისრაელი-ჰამასის ომის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე გამოჩნდა. კადრები ტიკტოკ პლატფორმაზე 2023 წლის 31 აგვისტოდან იძებნება და მას ღაზაში მიმდინარე მოვლენებთან კავშირი არ აქვს. 

ვიდეოს, რომელიც თითქოს ეგვიპტე-ღაზის საზღვარზეა გადაღებული სხვადასხვა სოციალურ ქსელში მივაკვლიეთ. მათგან ყველაზე ძველი ტიკტოკზე განთავსებული ვიდეოა, რომელიც პლატფორმაზე 31 აგვისტოს გამოჩნდა. ვიდეოს არაბულენოვან აღწერაში ვკითხულობთ “ალ-სალუმი ეგვიპტის დასავლეთი საზღვარი”. 

Screenshot 2023 10 18 142148 ასახავს თუ არა ვიდეო ეგვიპტელების მიერ ღაზის მოსახლეობისთვის საკვების მიწოდებას?

სალუმი ნავსადგურისპირა დასახლებაა ეგვიპტის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ეგვიპტე-ლიბიის საზღვრიდან 8 კილომეტრის დაშორებით. 

Screenshot 2023 10 18 142203 ასახავს თუ არა ვიდეო ეგვიპტელების მიერ ღაზის მოსახლეობისთვის საკვების მიწოდებას?
წყარო: Google Maps

იგივე ვიდეო 7 სექტემბერს X-ზეც (ყოფილი ტვიტერი) გამოჩნდა. აღწერაში აღნიშნულია, რომ ვიდეო ლიბია-ეგვიპტის საზღვარზეა გადაღებული. 

Screenshot 2023 10 18 142215 ასახავს თუ არა ვიდეო ეგვიპტელების მიერ ღაზის მოსახლეობისთვის საკვების მიწოდებას?

ვიდეო ჯერ კიდევ 11 სექტემბერს გადაამოწმა არაბულმა ფაქტების გადამოწმების პორტალმა Misbar, რათა დაედგინა ასახავდა თუ არა კადრები არალეგალური მიგრაციის გზით ეგვიპტიდან ლიბიის მიმართულებით მიმავალი ადამიანების კოლონას. თავდაპირველად, სწორედ ამ მტკიცებით გავრცელდა ვიდეო სოციალურ ქსელებში – სხვადასხვა ანგარიშები ირწმუნებოდნენ, რომ ვიდეოზე აღბეჭდილი ადამიანები ეგვიპტიდან ლიბიის მიმართულებით კვეთდნენ საზღვარს ლიბიაში მუშაობის ან არალეგალური გზით ევროპაში მოხვედრის მიზნით. Misbar-მა სხვადასხვა ინდიკატორზე დაყრდნობით დაადგინა, რომ ვიდეო მართლაც ეგვიპტე-ლიბიის სასაზღვრო ზონაშია გადაღებული. 

შესაძლებელია თუ არა ეგვიპტიდან ღაზაში თავისუფალი გადაადგილება? 

ეგვიპტესა და ღაზას შორის სასაზღვრო ზოლი დაახლოებით 14 კილომეტრის სიგრძისაა. ისრაელთან დამაკავშირებელი ორი გასასვლელის გარდა, ღაზას უკიდურეს სამხრეთში მდებარე რაფას გასასვლელი ერთადერთია, რაც ღაზას სექტორს გარე სამყაროსთან აკავშირებს. გასასვლელს 2007 წლის შეთანხმებით ეგვიპტე სრულად აკონტროლებს. 

რაფას გასასვლელს მიღმა, სასაზღვრო ზოლი ეგვიპტემ მყარი კონსტრუქციით შემოსაზღვრა. პირველი ბარიერის მშენებლობის გადაწყვეტილება ეგვიპტემ 2008 წელს მიიღო, ხოლო 2020 წელს უკვე არსებული კედლის პარალელურად, ახალი კონსტრუქციის მშენებლობა დაიწყო. ეგვიპტე ღაზასთან ბუფერულ ზონასაც ინარჩუნებს, რომელიც 2017 წელს 1.5 კილომეტრამდე გაიზარდა

Screenshot 2023 10 18 142229 ასახავს თუ არა ვიდეო ეგვიპტელების მიერ ღაზის მოსახლეობისთვის საკვების მიწოდებას?
წყარო: Datawrapper/Reuters

ეგვიპტის მხრიდან საზღვრის მკაცრი კონტროლის პირობებში, სამხრეთის საზღვრიდან ღაზას სექტორში შესვლა და გამოსვლა მკაცრად კონტროლდება. ისრაელისა და ჰამასს შორის მიმდინარე ომის ფონზე, ეგვიპტის ხელისუფლებამ სასაზღვრო კონტროლი კიდევ უფრო გაამკაცრა, როგორც საზღვრის ზოლზე, ასევე უშუალოდ რაფას გამოსასვლელზე, რომელიც ამ დრომდე სრულადაა ჩაკეტილი. 

Screenshot 2023 10 18 142239 ასახავს თუ არა ვიდეო ეგვიპტელების მიერ ღაზის მოსახლეობისთვის საკვების მიწოდებას?
საზღვრის მონაკვეთი ეგვიპტესა და ღაზას შორის, 2019წ. 
წყარო: REUTERS/Ibraheem Abu Mustafa

ისრაელ-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ სოციალურ მედიაში არაერთი მცდარი ინფორმაცია, ფოტო და ვიდეომანიპულაცია გავრცელდა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიები:

წყაროების შესახებ:

ფეისბუქ მომხმარებელ მამუკა ქარჩხაძეს ანტიდასავლური შინაარსის მცდარი ინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გაუვრცელებია. მის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორის” რამდენიმე მასალაში მოხვდა (1,2). 

განახლება 19.02.24: ფეისბუქ ანგარიშმა “საქართველო უპირველეს ყოვლისა” სახელი შეიცვალა. ანგარიშის ახალი სახელია “მსოფლიო ამბები”.

ფეისბუქ-ანგარიში საქართველო უპირველეს ყოვლისა 2023 წლის 15 ივლისს შეიქმნა და ძირითადად ოპოზიციის საწინააღმდეგო (1,2,3), ანტი-უკრაინულ (1,2,3) და ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერ (1,2,) პოსტებს ავრცელებს. ანგარიში ასევე ხშირად აზიარებს და აქვეყნებს ფეისბუქ-მომხმარებლის ნიკუშა შანიძის პოსტებს. ნიკუშა შანიძის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც რამდენჯერმე გადაუმოწმებია. გარდა ამისა შანიძე ლაზარე გრიგორიადისის საწინააღმდეგო კამპანიაში იყო ჩართული.

Screenshot 2023 10 18 142258 ასახავს თუ არა ვიდეო ეგვიპტელების მიერ ღაზის მოსახლეობისთვის საკვების მიწოდებას?

ფეისბუქ მომხმარებელს Ludmila Gudzovschi დეზინფორმაცია აქამდეც გაუვრცელებია.

Screenshot 2023 10 18 142306 ასახავს თუ არა ვიდეო ეგვიპტელების მიერ ღაზის მოსახლეობისთვის საკვების მიწოდებას?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ეგვიპტე, ისრაელი, ლიბია, პალესტინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist