21 აპრილს სოციალური ქსელის სხვადასხვა ანგარიშებმა (1, 2, 3, 4) მათ შორის გაბი კამაევმა, ანტილიბერალურმა დოქტრინამ, ირაკლი ჯანყარაშვილმა და ტროლ-ანგარიშმა დაათ ცაბაძემ, ასევე ანონიმურმა სახელისუფლებო ანგარიშმმა ტერენტი გლდანელი პარლამენტის წინ აქციის მონაწილის ფოტო გამოაქვეყნეს. ფოტოზე მოქალაქეს უჭირავს პოსტერი წარწერით: “მე და ჩემი ქმარიც აქ ვდგავართ, რუსებო!” ჩამოთვლილმა სოციალური მედიის ანგარიშებმა აღნიშნული ფოტო 9 წუთიანი შუალედით გაავრცელეს, ყველაზე ადრე ფოტო ხელისუფლების მხარდამჭერმა გაბი კამაევმა 18:59 საათზე გამოაქვეყნა, ბოლოს კი 19:08 საათზე ფოტო ანტილიბელარული დოქტრონის კედელზეც გამოჩნდა.
გავრცელებული ფოტო ყალბია. რეალურად, ორიგინალ ფოტოზე მოქალაქეს სრულიად განსხვავებული შინაარსის პოსტერი უჭირავს. რეალური წარწერა საქართველოს ევროპული მომავლის საფრთხეში ჩაგდებას და “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის წინააღმეგ პროტესტს ეხება.
გავრცელებული ფოტოს ორიგინალი თბილისში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონის საწინააღმდეგოდ გამართული აქციების დროსაა გადაღებული და 2024 წლის 16 აპრილს მთავარი არხის ფეისბუქ გვერდზე აქციის ამსახველ სხვა ფოტოებთან ერთად გამოქვეყნდა.
რეალური წარწერა ინგლისურენოვანია და სრულიად განსხვავებულ შინაარსს ატარებს. რეალურად, მოქალაქეს უჭირავს პოსტერი წარწერით “Knee-deep in the same shit. The European Future of our country is in danger,” რაც ითარგმნება, როგორც “მუხლამდე ჩაფლული იმავე ნეხვში. ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი საფრთხეშია.” პოსტერზე არ არის წარწერა, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ აქციის მოქალაქე მის ქმართან ერთად ესწრება.
რეალური ფოტო წყარო: მთავარი არხი |
გაყალბებული ფოტო წყარო: გაბი კამაევი, ირაკლი ჯანყარაშვილი და სხვა |
მუხლამდე ჩაფლული იმავე ნეხვში.
ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი საფრთხეშია |
მე და ჩემი ქმარიც აქ ვდგავართ, რუსებო! |
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონის საწინააღმდეგო აქციები თბილისში უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს, მოქალაქეები კანონის გაწვევას ითხოვენ. კანონის საწინააღმდეგო პროტესტის დისკრედიტაციის მიზნით სოციალურ ქსელებში გავრცელებული რამდენიმე ვიზუალური მანიპულაცია “მითების დეტექტორმა” უკვე გადაამოწმა:
კანონის საწინააღმდეგო პროტესტის დისკრედიტაციის მიზნით გავრცელებული ვიზუალური მანიპულაციები მეტწილად ჰომოფობიური ხასიათისაა ან სლაიტშემინგის ნიშნებს შეიცავს.
წყაროების შესახებ
გაბი კამაევი ხელისუფლების მხარდამჭერი ფეისბუკ ანგარიშია. თავის გვერდზე ის ხშირად აქვეყნებს ქართული ოცნების მხარდამჭერ და ოპოზიციის მადისკრედიტირებელ პოსტებს. გაბი კამაევის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა (1, 2).
ფეისბუქ ანგარიში “ირაკლი ჯანყარაშვილი” პარტია “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერი და ვებ-საიტ publicist.ge-ს დამფუძნებელია. ის, როგორც პირად ანგარიშზე, ასევე საიტზე და ანგარიშზე “ანტილიბერალური დოქტრინა” ხშირად ანტიდასავლურ, ანტიუკრაინულ და ანტიოპოზიციურ დეზინფორმაციას აქვეყნებს. მის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია მითების დეტექტორმა არაერთხელ გადაამოწმა (1, 2, 3.)
დაათ ცაბაძე პრორუსი ტროლია, რომელიც სოციალურ ქსელში 2019 წლიდან აქტიურობს, ის მონაწილეობდა ანტისაოკუპაციო პროტესტის მადისკრედიტირებელ კამპანიაში. დაათ ცაბაძის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია მითების დეტექტორს წარსშულშიც რამდენჯერმე გადაამოწმა (1, 2).
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.