არის თუ არა საქართველო მოწინავე ქვეყანა უკრაინელი ლტოლვილების მიღებასა და დახმარებაში?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

309
VIEWS

1 აგვისტოს ირაკლი ჯანყარაშვილმა ფეისბუკზე გაამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც აღნიშნა, რომ საქართველო უკრაინელი ლტოლვილების დახმარებაში, მათ მიღებასა და ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნაში მოწინავე ქვეყანა იყო. ჯანყარაშვილის თქმით, ამ დახმარების ფონზე “კოლექტიურ არესტოვიჩებს” და უკრაინელ ლტოლვილებს ომის საქართველოში გადმოტანა სურთ.  ჯანყარაშვილმა საქართველოს მისამართით დავით არახამიას და ოლექსი არესტოვიჩის განცხადებებიც გააკრიტიკა. პოსტს თან ერთვის არახამიას და არესტოვიჩის ფოტოები. იდენტური პოსტები ანტილიბერალური დოქტრინასაა და გლობალური პოლიტიკაზეც გამოაქვეყნდა.

Screenshot 29 არის თუ არა საქართველო მოწინავე ქვეყანა უკრაინელი ლტოლვილების მიღებასა და დახმარებაში? Screenshot 30 არის თუ არა საქართველო მოწინავე ქვეყანა უკრაინელი ლტოლვილების მიღებასა და დახმარებაში?

მტკიცება, რომ საქართველო უკრაინის და უკრაინელი ლტოლვილების მხარდაჭერაში მოწინევე იყო, მანიპულაციურია. ომის დაწყებიდან პირველ რამდენიმე თვეში საქართველოდან უკრაინაში რამდენიმე ასეული ტონა ჰუმანიტარული ტვირთი მართლაც გაიგზავნა, თუმცა ქვეყნების მშპ-ს გათვალისწინებით ყველაზე მეტი დახმარება უკრაინას ესტონეთმა გაუწია. ომის პირველივე დღეებში უკრაინელი ლტოლვილების უდიდესი ნაწილი კი მეზობელ ქვეყნებში გადავიდა.

რომელმა ქვეყნებმა შეიფარეს ყველაზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი?

ომის დაწყების პირველივე დღეებში უკრაინელი ლტოლვილების მიღება მეზობელმა ქვეყნებმა დაიწყეს. ამჟამად გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ინფორმაციით, უშუალოდ უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნებიდან, პოლონეთში 1 256 568 უკრაინელი ლტოლვილი იმყოფება. აღსანიშნავია, რომ საზღვრის კვეთის ყველაზე მეტი შემთხვევა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე აღირიცხა. უკრაინიდან პოლონეთში 5 084 448 ადამიანი გადავიდა. შემდგომში უკრაინელი ლტოლვილების ნაწილი ევროპის სხვა ქვეყნებში გადავიდა, ნაწილი კი სამშობლოში დაბრუნდა. რაც შეეხება უკრაინის მოსაზღვრე სხვა ქვეყნებს, სლოვაკეთში 87 027 უკრაინელი იმყოფება, მოლდოვაში 86 880, რუმინეთში 84 357, უნგრეთში 27 316, ბელარუსში 10 857. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის შეფასებით, ამჟამად რუსეთში, სავარაუდოდ, 1 857 122 უკრაინელი ლტოლვილია აღრიცხული, თუმცა ეს რაოდენობა დაუზუსტებელია და სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, უცნობია რამდენი ადამიანი გაჩერდება რუსეთში და რამდენი დატოვებს მას მესამე ქვეყანაში გადასასვლელად.  ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რამდენი უკრაინელი წავიდა რუსეთში საკუთარი ნებით და რამდენი იყო იძულებით დეპორტირებული. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა უკრაინიდან იძულებით 2 მილიონამდე ადამიანი გაიყვანა, მათგან დაახლოებით 200 000 ბავშვია. ვლადიმირ პუტინის მტკიცებით, მარიუპოლიდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაცია ნებაყოფლობითი იყო, თუმცა მოხალისეთა ჯგუფები აცხადებენ, რომ რუსეთის დატოვებაში ათასობით უკრაინელს დაეხმარნენ. 

Screenshot 31 არის თუ არა საქართველო მოწინავე ქვეყანა უკრაინელი ლტოლვილების მიღებასა და დახმარებაში?
უკრაინელი ლტოვლილები უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნებში სქრინშოთი: data.unhcr.org

უკრაინის არამოსაზღვრე ქვეყნებიდან ყველაზე მეტი, 915 000 უკრაინელი ლტოლვილი, გერმანიაშია. 400 559 ლტოლვილი ჩეხეთის რესპუბლიკამ შეიაფარა. საქართველოში ამჟამად 24 296 უკრაინელი ლტოლვილია, რაც პატარა ქვეყნისთვის ცოტა არ არის, თუმცა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, ყველაზე მაღალი სიმჭიდროვით უკრაინელები მოლდოვაში იმყოფებიან. 

Screenshot 32 არის თუ არა საქართველო მოწინავე ქვეყანა უკრაინელი ლტოლვილების მიღებასა და დახმარებაში?
უკრაინელი ლტოვლილები უკრაინის არამოსაზღვრე ქვეყნებში სქრინშოთი: data.unhcr.org

საქართველოში უკრაინელ ლტოლვილებს მთავრობა საცხოვრებლით 1 აგვისტომდე უზრუნველყოფდა. 15 ივლისიდან უკრაინლებისთვის ყოველთვიური ფულად დახმარება გახდა ხელმისაწვდომი. პროგრამის მიხედვით, ოჯახზე 300 ლარი, დამატებით სულზე კი 45 ლარია გათვალისწინებული.

მსოფლიოს ქვეყნების დახმარება უკრაინისთვის

ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში გაგზავნილი სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების მოცულობას დამოუკიდებელი გერმანული კვლევითი ცენტრი მსოფლიო ეკონომიკის კილის უნივერსიტეტი აღრიცხავს (IfW). ორგანიზაცია აღრიცხავს დახმარების მოცულობას, რომლის გადაცემის ვალდებულება მთავრობებმა საკუთარ თავზე ოფიციალურად აიღეს. IfW -ის მიერ შეფასებულია, როგორც დახმარების სრული ღირებულება, ასევე ის, თუ თითოეული ქვეყნის  მშპ-ს რა პროცენტს შეადგენს ეს დახმარება, ამ უკანასკნელი მაჩვენებლით, როგორც სამხედრო, ასევე ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაზე აღებული ვალდებულებით პირველ ადგილზე ესტონეთია, ხოლო ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაზე აღებული ვალდებულებით ლიეტუვა. მთლიანობაში უკრაინისთვის გადასაცემი დახმარების ღირებულებით პირველ ადგილზე აშშ-ა. აშშ-მა საკუთარ თავზე უკრაინისთვის 42.615 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების გაცემის ვალდებულება აიღო.

ომის დაწყების პირველივე დღეებში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გასაგაზავნად 1 მილიონი ლარი გამოყო. 27 თებერვალს პოლონეთის გავლით უკრაინაში 100 ტონა ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა. 11 მარტს საქართველომ უკრაინაში კიდევ 100 ტონა დახმარება გაგზავნა. ტვირთის ნაწილი მოხალისეებმა და უკრაინის მოქალაქეებმა შეაგროვეს. 28 მარტს უკრაინაში კიდევ 120 ტონა ჰუმანიტრული დახმარება გაიგზავნა, რომელიც მთავრობის განცხადებით, დახმარების მეორე ეტაპი იყო. გარდა ამისა, მარტში პროგრამით “აწარმოე საქართველო” უკრაინაში ეტაპობრივად 60 ტონა ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა.

აღსანიშნავია, რომ აპრილში საქართველოს ფოსტაზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველო, 191 ქვეყანას შორის, პირველ ადგილზე იყო უკრაინისთვის 400 ტონა ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებით. 

რადიო თავისუფლების სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ფოსტას არ გაუსაჯარეობია უკრაინის ფოსტისგან მიღებული დოკუმენტი, რომელიც გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს, თუმცა უწყებამ ეს დოკუმენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს, სოსო კაციტაძეს იმ პირობით გადასცა, რომ არ გაასაჯაროებდა. გამოცემასთან კომენტარში, ჟურნალისტი განმარტავს, ანგარიშში 191 ქვეყანა არ არის ნახსენები, მაგრამ საუბარია, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების ტვირთების რაოდენობით პირველი სამი ქვეყანა საქართველო, რუმინეთი და ბელგიაა. რადიო თავისუფლებასთან საქართველოს ფოსტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განაცხადა, რომ დასკვნა იმის შესახებ, რომ საქართველომ უკრაინაში საქართველოს ფოსტის სერვისის გამოყენებით 191 ქვეყანას შორის ყველაზე მეტი ტვირთი გააგზავნა, გამომდინარეობს იმ მოცემულობიდან, რომ მსოფლიოში 191 საფოსტო ეროვნული ოპერატორი არსებობს და აღნიშნული ანგარიშში მსოფლიო საფოსტო კავშირის ყველა წევრი იგულისხმება. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო საფოსტო კავშირის წევრები არიან ის ქვეყნებიც, რომლებმაც უკრაინისთვის გაცილებით უფრო მასშტაბური დახამრება გამოყვეს. რადიო თავისუფლება აღნიშნავს, რომ კავშირის წევრია გერმანიაც, რომელმაც მარტის დასაწყისიდან აპრილამდე რკინიგზის გამოყენებით უკრაინაში 10 000 ტონა საკვები გაგზავნა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist