2023 წლის 2 იანვარს სოციალურ ქსელში ევროკავშირის დატოვების შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ციტატა გავრცელდა (1,2,3,4,5). ციტატა რუსულენოვანმა ფეისბუკ-ანგარიშებმაც (1, 2, 3 ) გაავრცელეს. ციტატის მიხედვით, ორბანმა თქვა, რომ უნგრეთი ევროპული ოჯახის ნაწილი იყო, თუმცა ეს “ლგბტ ოჯახი” აღმოჩნდა.
ვიქტორ ორბანი: “ჩვენ ვიყავით ევროპული ოჯახის ნაწილი და აღმოჩნდა, რომ ეს იყო ლგბტ ოჯახი, სადაც მამისა და დედის ნაცვლად, მშობლები, რომლებიც საკონცენტრაციო ბანაკში არიან, ბავშვზე არიან დაწესებული. უნგრელი ერი არასოდეს დათანხმდა მამათმავლობას, ამიტომ ბრიუსელთან ერთ გზაზე აღარ ვართ. ჩვენ დაუყოვნებლივ დავიწყებთ ევროკავშირიდან გასვლის პროცედურას.”
ციტატა სხვადასხვა ფეისბუქ ანგარიშთან ერთან “პატიორტთა ალიანსის” მხარდამჭერმა ირაკლი ჯანყარაშვილმა, გვერდმა პატრიოტები, ასევე “კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერმა ანგარიშმა კონსერვატიული მოძრაობა ზუგდიდი გამოაქვეყნეს.
ვიქტორ ორბანის ციტატა სატირული პირველწყაროდან მომდინარეობს და ის რუსულმა სატირულმა გამოცემა Panorama-მ გამოაქვეყნა. პირველწყაროს სატირული შინაარსის მითითების გარეშე Panorama-ს მასალის რეალურ ფაქტად გაშუქება აუდიტორიის შეცდომაში შეყვანას ახდენს.
2023 წლის პირველ იანვარს რუსულმა სატირულმა გამოცემა – Panorama-მ სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ უნგრეთი, პრემიერ-მინისტრ ორბანის გადაწყვეტილებით ევროკავშირიდან გამოსვლის პროცესს იწყებს. მასალაში ნათქვამია, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირს დანაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ ევროპული ოჯახი ლგბტ ოჯახი აღმოჩნდა, სადაც ბავშვებს დედ-მანის ნაცვლად მშობელი 1 და მშობელი 2 ჰყავთ.
აღსანიშნავია, რომ Panorma.pub სატირული გამოცემაა და როგორც ლოგოზე, ასევე მისიის განაცხადში დართული აქვს გაფრთხილება, რომ მისი მასალები რეალობის პაროდიაა და ნამდვილ ახალ ამბავს არ წარმოადგენს.
Panorama-ს მიერ გამოგონილი სატირული ინფორმაციები რეალური ფაქტების სახით აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა, ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:
- ვინ დაუწესა ბაიდენს სანქციები – საუდის არაბეთის პრინცმა თუ PANORAMA.PUB-მა?
- აუქმებს თუ არა ოქსფორდის უნივერსიტეტი რუსი მაღალჩინოსნების შვილების დიპლომებს?
- სატირულმა გამოცემამ დუგინი რუსეთის 1 არხის დირექტორად დააწინაურა
- მიითვისა თუ არა ხინკალი რუსეთის რესტორნების კავშირმა?
- დაუნიშნა თუ არა ლატვიამ დახმარება ყოფილ პიონერებს?
- ეკუთვნის თუ არა კისინჯერს სიტყვები: “ჩვენ გვქონდა მხოლოდ სექსი, მათ კი (საბჭოთა ადამიანებს) ჰქონდათ სიყვარული”?
- დაიხრჩო თუ არა ჯანმოს მაღალჩინოსანი ბროკოლით?
- დაუდგა თუ არა კიმ ჩენ ინმა სტალინს ჩრდილოეთ კორეაში ძეგლი?
- კისინჯერის ინტერვიუ სსრკ-ზე ყალბია და პროგრესნიუსმა რუსულ სატირულ გამოცემაზე დაყრდნობით გაავრცელა
- როგორ იქცა რუსული “სატირა” საქინფორმის დეზინფორმაციად?
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.