აუქმებს თუ არა ოქსფორდის უნივერსიტეტი რუსი მაღალჩინოსნების შვილების დიპლომებს?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

534
VIEWS

23 ივლისს ფეისბუკ-მომხმარებელმა Shalva Sidamonidze-მ გამოაქვეყნა რუსულენოვანი ტელეგრამ-პოსტის სქრინშოთი, რომლის მიხედვითაც, ოქსფორდის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, რუსი მაღალჩინოსნების შვილებზე და ახლობლებზე 2014 წლიდან გაცემული დიპლომები გაუქმდება. იგივე სქრინშოთი რუსულენოვანმა ფეისბუკ-ანგარიშმაც გამოაქვეყნა.

Screenshot 5 7 აუქმებს თუ არა ოქსფორდის უნივერსიტეტი რუსი მაღალჩინოსნების შვილების დიპლომებს? Screenshot 6 10 აუქმებს თუ არა ოქსფორდის უნივერსიტეტი რუსი მაღალჩინოსნების შვილების დიპლომებს?

ინფორმაცია, თითქოს ოქსფორდის უნივერსიტეტი რუსი მაღალჩინოსნების შვილებსა და ახლობლებს დიპლომებს ჩამოართმევს, სატირაა და რუსულმა სატირულმა გამოცემა Panorama-მ გამოიგონა.

აღსანიშნავია, რომ სატირულ სტატიაზე რუსული პროპაგანდისტული მედიის Россия 1-ის წამყვანმა და სააგენტო Russia Today-ს გენერალურმა დირექტორმა დმიტრი კისილიოვმა გადაცემაში Вести недели ისაუბრა

Screenshot 7 10 აუქმებს თუ არა ოქსფორდის უნივერსიტეტი რუსი მაღალჩინოსნების შვილების დიპლომებს?

გადაცემაში კისილიოვმა ჯერ დასავლეთის მიერ რუსი მსახიობებისთვის, ვლადიმირ მაშკოვისთვის და სერგეი ბეზრუკოვისთვის დაწესებული სანქციების “ასბურდულობა” განიხილა, შემდეგ კი მსგავსი აბსურდის მაგალითად Panorama-ს სტატია მოიყვანა. კისილიოვმა აღნიშნა, რომ სტატია სატირული შინაარსისაა, თუმცა ასევე თქვა, რომ ამჟამინდელი იუმორის მიმართულება უკვე მრავლისმეტყველია, რადგან სიმართლესავით ჟღერს. 

კისილიოვი: ცხოვრებაშიც ხომ ასეა, გულზე ხელი რომ დავიდოთ და საკუთარ თავს ვკითხოთ, რა უფრო აბსურდულია, ოქსფორდის დიპლომების ჩამორთმევა, თუ მსახიობების წინააღმდეგ სანქციების დაწესება, ცალსახა პასუხი ხომ არ გვაქვს. ერთიც და მეორეც აბსურდია, მაგრამ, გამოდის, ერთიც და მეორეც დღეს შესაძლებელია. ყველაფერი ჯერ წინ არის.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ რუსი მაღალჩინოსნების შვილებისა და ახლობლებისთვის დიპლომების ჩამორთმევის შესახებ სატირული სტატია Panorama-ს საიტზე 22 ივლისს გამოქვეყნდა. სტატიის მიხედვით, ოქსფორდის უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ აღნიშნა, რომ სანქცირებული რუსი ოლიგარქების, დეპუტატების და მინისტრების შვილებს რამდენიმე პასპორტი აქვთ და დიდ ბრიტანეთში გამოგონილი სახელებით სწავლობენ. შესაბამისად, შეუძლებელია იმის დადგენა, კონკრეტულად რომელი სტუდენტები არიან სანქცირებული პირების შვილები. ამის საფუძველზე, უნივერსიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო, ყველა იმ სტუდენტის დიპლომი გააუქმოს, რომლებიც რუსეთთან არიან დაკავშირებული.

Screenshot 8 8 აუქმებს თუ არა ოქსფორდის უნივერსიტეტი რუსი მაღალჩინოსნების შვილების დიპლომებს?

გამოცემა Panorama-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია გაფრთხილება, რომ მასზე განთავსებული ამბები რეალური სიახლეები არ არის და “რეალობის გროტესკული პაროდიაა”. გარდა ამისა, საიტის ლოგოზეც აღნიშნულია, რომ გამოცემა სატირული შინაარსისაა.

Screenshot 9 6 აუქმებს თუ არა ოქსფორდის უნივერსიტეტი რუსი მაღალჩინოსნების შვილების დიპლომებს?

Panorama-ს მიერ გამოგონილი სატირული ინფორმაციები რეალური ფაქტების სახით აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა, ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: სატირა
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი, რუსეთი
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist