31 ივლისს რუსულმა პროპაგანდისტულმა გამოცემა – Правда-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია, თითქოს საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ ჯო ბაიდენის წინააღმდეგ სანქციები დააწესა და ამერიკის პრეზიდენტი საუდის არაბეთში ვიზიტს ვეღარ შესძლებს.
“მოჰამადმა მოხუცი თვალთმაქცობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მას ხელს აღარ ჩამოართმევდა”. – წერს Правда.
იდენტური ინფორმაცია tvc.ru, kundemi.kg, novostivl.ru, glasnarod.ru, tvcenter.ru – ზე და რუსულენოვან ფეისბუკ-ანგარიშებზეც (1, 2) გავრცელდა.
ცნობა, თითქოს საუდის არაბეთის პრინცმა ამერიკის პრეზიდენტს სანქციები დაუწესა, სატირული პირველწყაროდან მომდინარეობს და ის რუსულმა სატირულმა გამოცემა Panorama-მ გამოიგონა. Panorama-ს ცნობების რეალურ ფაქტად გაშუქება პირველწყაროს სატირული შინაარსის მითითების გარეშე, აუდიტორიის შეცდომაში შეყვანას ახდენს.
17 ივლისს რუსულმა სატირულმა გამოცემა – Panorama-მ სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე – მუჰამად ბინ სალმან ალ საუდი ჯო ბადიენის საქციელით აღშფოთებულია და მას სანქციებს უწესებს.

Panorma.pub სატირული გამოცემაა და როგორც ლოგოზე, ასევე ჩვენს შესახებ განყოფილებაში დართული აქვს გაფრთხილება, რომ მისი მასალები რეალობის პაროდიაა და ნამდვილ ახალ ამბავს არ წარმოადგენს.
Panorama-ს მიერ გამოგონილი სატირული ინფორმაციები რეალური ფაქტების სახით აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა, ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:
- აუქმებს თუ არა ოქსფორდის უნივერსიტეტი რუსი მაღალჩინოსნების შვილების დიპლომებს?
- სატირულმა გამოცემამ დუგინი რუსეთის 1 არხის დირექტორად დააწინაურა
- მიითვისა თუ არა ხინკალი რუსეთის რესტორნების კავშირმა?
- დაუნიშნა თუ არა ლატვიამ დახმარება ყოფილ პიონერებს?
- ეკუთვნის თუ არა კისინჯერს სიტყვები: “ჩვენ გვქონდა მხოლოდ სექსი, მათ კი (საბჭოთა ადამიანებს) ჰქონდათ სიყვარული”?
- დაიხრჩო თუ არა ჯანმოს მაღალჩინოსანი ბროკოლით?
- დაუდგა თუ არა კიმ ჩენ ინმა სტალინს ჩრდილოეთ კორეაში ძეგლი?
- კისინჯერის ინტერვიუ სსრკ-ზე ყალბია და პროგრესნიუსმა რუსულ სატირულ გამოცემაზე დაყრდნობით გაავრცელა
- როგორ იქცა რუსული “სატირა” საქინფორმის დეზინფორმაციად?
ბაიდენის საუდის არაბეთში ვიზიტის შესახებ
15 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთში ჩავიდა. ბაიდენი საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს, მუჰამად ბინ სალმან ალ საუდის შეხვდა. შეხვედრისას, ბაიდენი ვაშინგტონ პოსტის ჟურნალისტის – ჯამალ ხაშოგის მკვლელობის თემასაც შეეხო და საუდის არაბეთის პრინცს განუცხადა, რომ მკვლელობაში პასუხისმგებლობას საუდის არაბეთის ხელისუფლებასა და თავად ტახტის მემკვიდრეს აკისრებდა. აღსანიშნავია, რომ მუჰამად ბინ სალმანი ყველა ბრალდებას უარყოფს.
„ეს კაცი სახეში მიცინის და ზურგს უკან საშინელ დანაშაულებში მდებს ბრალს. ვფიცავ, რომ ბაიდენს ხელს აღარასოდეს ჩამოვართმევ და მასთან არანაირ საქმეს დავიჭერ. უფრო მეტიც, ვბრძანებ, რომ მან ჩვენს მიწაზე აღარასდროს დაჰყოს ფეხი. – აღნიშნულია პანორამას სტატიაში.
ჯო ბაიდენისა და საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრის შეხვედრასთან დაკავშრებით წარსულში ფოტომანიპულაციაც ვრცელდებოდა. ვრცლად, იხილეთ მითების დეტექტორის სტატია:
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.