დაუნიშნა თუ არა ლატვიამ დახმარება ყოფილ პიონერებს?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

126
VIEWS

ქართულ სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლატვიის სახელმწიფომ პიონერები საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლებად აღიარა და საპენსიო დახმარების სახით 220 ევრო დაუნიშნა. ინფორმაცია 2020 წლის თებერვალშიც აქტიურად ქვეყნდებოდა.

;

ინფორმაცია ლატვიაში ყოფილი პიონერებისთვის დახმარების დანიშვნის შესახებ რუსულმა სატირულმა გამოცემა Panorama.pub-მა გამოიგონა და სინამდვილეს არ შეესაბამება. 

  • ყოფილი პიონერების დახმარების შესახებ ამბავი სატირულ-იუმორისტულმა ვებ-გვერდმა გამოიგონა

2020 წლის 18 თებერვალს რუსულმა სატირულმა გამოცემა Panorama.pub გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ლატვიის სეიმის გადაწყვეტილებით, ყოფილი ლატვიელი პიონერები საბჭოთა რეჟიმისგან მიღებული ზიანის ასანაზღაურებლად თვიურ დახმარებას მიიღებდნენ. რეალურად ლატვიის სეიმში ყოფილი პიონერების დახმარებების შესახებ კანონი არც ინიცირებული და არც მიღებული არ არის.

;

Panorama.pub-ის ლოგოზეც კი ხაზგასმულია, რომ  გამოცემა სატირულია. ამას გარდა თითოეული სტატიის ბოლოს მითითებულია, რომ საიტზე არსებული “ყველა ტექსტი რეალობის პაროდიაა და ნამდვილ ამბავს არ წარმოადგენს.”

;

  • ყოფილი პიონერების დახმარების შესახებ ინფორმაცია სხვა პოსტ საბჭოთა ქვეყნებშიც გავრცელდა

2020 წლის თებერვალში გამოქვეყნებული სატირული ინფორმაცია საქართველოსა და სხვა პოსტ საბჭოთა ქვენებში 2020 და 2021 წლებში რეალურ ფაქტად გავრცელდა. ინფორმაცია უკრაინელმა და სხვა უცხოელმა ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციებმაც გადაამოწმეს.

სატირული გამოცემების მიერ გამოგონილი ამბების რეალურ ფაქტებად გავრცელება ხშირია, Panorama.pub-ის სატირული მასალები ქართულ ინტერნეტ სივრცეში რეალობად არა ერთხელ გავრცელდა, “მითების დეტექტორმა” სხვადასხვა დროს რამდენიმე ასეთი შემთხვევა გადაამოწმა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: სატირა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist