18 მარტს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის პირველი არხის დირექტორის თანამდებობიდან კონსტანტინ ერნსტი გადააყენეს და მის ადგილას ცნობილი რუსი ულტრანაციონალისტი ფილოსოფოსი და ევრაზიანისტული მოძრაობის დამფუძნებელი ალექსანდრ დუგინი დანიშნეს.
ამ შინაარსის მასალები მედიასაშუალებებმა “მთავარი არხმა,” BatumiNews-მა და HotNews-მა გამოაქვეყნეს. პოსტი საკუთარ პირად ფეისბუქ ანგარიშებზე “მთავარი არხის” დირექტორმა ნიკა გვარამიამ, ფეისბუქ მომხმარებლება Gogita Odisharia, Zurabi Khokhashvili გამოაქვეყნეს. “მთავარი არხმა” და ნიკა გვარამიამ გამოქვეყნებული ინფორმაციები მალევე წაშალეს.
ინფორმაცია რუსულენოვანმა მედიასაშუალება ryb.ru-მ და Youtube მომხმარებელმა ОСОБИСТ от НАРОДА-მ გამოაქვეყნეს.
ინფორმაცია ალექსანდრე დუგინის რუსეთის პირველი არხის დირექტორად დანიშვნის შესახებ მცდარია და ის რუსულენოვანმა სატირულმა გამოცემამ Panorama.pub-მა გამოიგონა.
ინფორმაცია ალექსანდრე დუგინის რუსეთის პირველი არხის დირექტორად დანიშვნის შესახებ რუსულენოვანმა სატირულმა გამოცემამ panorama.pub-მა 15 მარტს გამოაქვეყნა.
ვებ-გვერდზე განთავსებულ ლოგოში ხაზგასმულია, რომ მედიასაშუალება სატირული შინაარსის გამოგონილ მასალებს აქვეყნებს.
ასევე ვებ-გვერდზე გვხვდება გაფრთხილება, გამოცემის სატირული ხასიათის შესახებ.
საქართველოში panorama.pub-ის მიერ გამოგონილი სატირული ინფორმაციები რეალური ფაქტების სახით წარსულშიც ვრცელდებოდა, ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:
- მიითვისა თუ არა ხინკალი რუსეთის რესტორნების კავშირმა?
- დაუნიშნა თუ არა ლატვიამ დახმარება ყოფილ პიონერებს?
- ეკუთვნის თუ არა კისინჯერს სიტყვები: “ჩვენ გვქონდა მხოლოდ სექსი, მათ კი (საბჭოთა ადამიანებს) ჰქონდათ სიყვარული”?
- დაიხრჩო თუ არა ჯანმოს მაღალჩინოსანი ბროკოლით?
- დაუდგა თუ არა კიმ ჩენ ინმა სტალინს ჩრდილოეთ კორეაში ძეგლი?
- კისინჯერის ინტერვიუ სსრკ-ზე ყალბია და პროგრესნიუსმა რუსულ სატირულ გამოცემაზე დაყრდნობით გაავრცელა
- როგორ იქცა რუსული “სატირა” საქინფორმის დეზინფორმაციად?
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.