მოცეკვავე მღვდლის ვიდეო უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიაში არ არის გადაღებული

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

126
VIEWS

11 მარტს ფეისბუქის ტროლ-ანგარიშმა “დაათ ცაბაძე” გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც მღვდელი საკმეველს აკმევს და ცეკვავს. ვიდეოს აღწერის მიხვედით, ეს “რუსული გავლენებისგან განთავისუფლებულ” უკრაინულ ეკლესიაში ხდება.

მოცეკვავე მღვდლის ვიდეო

ვიდეო არასწორი აღწერით ვრცელდება. რეალურად, ვიდეოზე ასახული ადამიანი იტალიელი მღვდელია, რომელიც ტიკ-ტოკსა და სხვა სოციალურ მედიებში აქტიურად აქვეყნებს რელიგური თემატიკის ვიდეოებს.

გავრცელებულ ვიდეოზე იტალიელი მღვდელი დონ რობერტო ფიშერია ასაუხლი, რომელმაც ეს ვიდეო თავის ტიკ-ტოკ ანგარიშზე 2021 წლის 13 აგვისტოს გამოაქვეყნა. ვიდეოს 6.8 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

mghvdlis video1 მოცეკვავე მღვდლის ვიდეო უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიაში არ არის გადაღებული

რობერტო ფიშერი ტიკ-ტოკზე აქტიურად აქვეყნებს სახალისო შინაარსის ვიდეოებს რელიგიურ თემატიკაზე. იტალიურ მედიაში ფიშერს “ტიკ-ტოკის ყველაზე ცნობილ მღვდელს” უწოდებენ, მღვდლად კურთხევამდე ის პროფესიონალი DJ იყო (1,2) ფიშერის თქმით, მისი მიზანი ახალგაზრდა აუდიტორიასთან ქრისტიანობასა და პოზიტიურ თემებზე საუბარია. 

დონ რობერტო ფიშერი: “დასაწყისში საკუთარ თავს ვეკითხებოდი, თუ ღირდა სოციალური მედის გამოყენება: რა მოხდება თუ ბავშვებს ნეგატიური კონტენტი შეხვდებათ? მაგრამ რეალურად, ამას მაინც ვხედავთ, ამიტომ ვიფიქრე რომ პოზიტიურობას დავთესავდი. ვისურვებდი, რომ კონტენტის ქრისტიანი შემქნებელების ქსელი ვიხილო, რომლებიც პოზტიურ გზავნილებს გაავრცელებენ და ხალხს რწმენასთან დაახლოვებენ”.

ეკლესიებში გამართული წარმოდგენების სხვადასხვა ვიდეო, რომლებიც მანიპულაციურად იყო დაკავშირებული უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან, წარსულშიც აქტიურად ვრცელდებოდა. პოსტები უკრაინის მთავრობის მიერ ეკლესიაში რუსული გავლენის შემცირებისკენ მიმართული ღონისძიებების პარალელურად ქვეყნდებოდა და ავრცელებდა პროპაგანდისტულ ნარატივს, რომ უკრაინის მართლმადიდებლური  ეკლესიების ზელენსკის რეჟიმის მიერ “მიტაცება” ხდება. ასევე ხდებოდა მოსკოვის საპატრიარქოსთან დაკავშირებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ეკლესიად, ხოლო უკრაინის დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესიის მწვალებლად წარმოჩენა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:

წყაროს შესახებ:

დაათ ცაბაძე პრორუსი ტროლია, რომელიც სოციალურ ქსელში 2019 წლიდან აქტიურობს, ის მონაწილეობდა ანტისაოკუპაციო პროტესტის მადისკრედიტირებელ კამპანიაში. 2021 წლის თებერვალში კი ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ ამერიკულ დემოკრატიას აკრიტიკებდა. დაათ ცაბაძის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია მითების დეტექტორს წარსშულშიც რამდენჯერმე გადაუმოწმებია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: რელიგია
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist