უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით ვიდეომანიპულაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

388
VIEWS

20-22 იანვარს ფეისბუქზე გავრცელდა (1, 2, 3, 4, 5, 6) ვიდეო, რომელზეც წერენ, რომ უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიაშია გადაღებული. იგივე ვიდეო პორტალმა Georgia First NEWS (საქართველო უპირველეს ყოვლისა) და ფეისბუქ გვერდმა მოძრაობა ძლევაი საკვირველმაც გაავრცელა. პოსტების ავტორები აღნიშნავენ, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც, თითქოს, “პრორუსი ეგზარხოსებისგან” გაათავისუფლეს, “ზელენსკის რეჟიმს” აქვს მიტაცებული და წირვა-ლოცვის ნაცვლად მუსიკალური წარმოდგენები იმართება.

იდენტურ ვიდეოს, მსგავსი აღწერით ავრცელებენ ფეისბუქის რუსულენოვანი (1, 2, 3, 4) მომხმარებლები,  ბელარუსის სახლმწიფო მედია СБ. Беларусь Сегодня და რუსული პროპაგანდისტული ტელეგრამ არხი Осташко! Важное.

ukrainis marthmadidebloba უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით ვიდეომანიპულაცია ვრცელდება

 

ukrainis marthmadidebloba12 უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით ვიდეომანიპულაცია ვრცელდება

უკრაინის მართლმადიდებლურ ტაძართან დაკავშირებით ვიდეო მცდარი ფაქტებითა და მანიპულაციური აღწერით ვრცელდება და უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის წინააღმდეგაა მიმართული. რეალურად, ვიდეო არა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (ПЦУ) დაქვემდებარებულ ტაძარში, არამედ უკრაინის ბერძნულ-კათოლიკურ ტაძარშია გადაღებული. ვიდეოში კი ლვოვის (უკრ. ლვივის) თეოლოგიური სემინარიის ორკესტრი ჩანს. 

სოციალურ ქსელში მანიპულაციურად გავრცელებული ვიდეო, მტკიცებისგან განსხვავებით, უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიაში არ არის გადაღებული. მასში კარგად ჩანს რელიგიური სიმბოლიკის განლაგება, ჭაღი და კერამიკული მინის მქონე სარკმელი, რისი საშუალებითაც, შესაძლებელი გახდა ეკლესიის პოვნა. სინამდვილეში, ვიდეო ივანო-ფრანკივსკის ქრისტეს აღდგომის საკათედრო ტაძარშია გადაღებული, რომელიც უკრაინის ბერძნულ-კათოლიკურ  ეკლესიას ეკუთვნის და არა – მართლმადიდებელს. მათ ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულია ტაძრის პანორამული პროექტიც.

ukrainis marthmadidebloba2 უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით ვიდეომანიპულაცია ვრცელდება
წყარო: Архікатедральний і Митрополичий Собор Воскресіння Христового УГКЦ

გავრცელებული ვიდეო 14 იანვარსაა გადაღებული და ივანო-ფრანკივსკის ტაძარში ლვივის თეოლოგიური სემინარიის ორკესტრის წევრების სტუმრობას ასახავს. ივანო-ფრანკივსკის ტაძრის ოფიციალური ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სემინარიის ორკესტრის წევრები საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიის შემდეგ მივიდნენ და სასულიერო პირებისა თუ ეკლესიის სტუმრებისთვის სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაუკრეს.

ukrainis marthmadidebloba3 უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით ვიდეომანიპულაცია ვრცელდება
წყარო: Офіційний медіаресурс Івано-Франківської Архієпархії Української Греко-Католицької Церкви

უკრაინის მართლმადიდებლურ ტაძრებში წარმოდგენების გამართვაზე ცნობები ადრეც გავრცელდა, რაც ,,მითების დეტექტორმა” გადაამოწმა. გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნავდნენ, რომ ეკლესიიდან “რუსი სასულიერო პირების გაყრის შემდეგ” მართლმადიდებლურ ტაძრებში ქრისტიანული ტრადიციებისა და სულიერების საწინააღმდეგოდ იქცევიან. ვრცლად იხილეთ:

წყაროების შესახებ

Georgia First NEWS პარტია ,,ქართული ოცნების” ყოფილი წევრის, ვატო შაქარიშვილის დაფუძნებულია. პორტალი ხშირად აქვეყნებს ანტიდასავლური და ანტიუკრაინული შინაარსის მასალებს. ,,საქართველო უპირველეს ყოვლისა” წარსულშიც ავრცელებდა დეზინფორმაციულ და მანიპულაციურ პოსტებს. 

ფეისბუქ მომხმარებელს, სანდრო ლობჟანიძეს აქამდეც გაურცელებია მცდარი ინფორმაცია. ლობჟანიძემ წარსულშიც გამოაქვეყნა დეზინფორმაციული და მანიპულაციური შინაარსის პოსტები, მათ შორის უკრაინის ეკლესიასთან დაკავშირებული. 

არქივის ბმულებიGeorgia First NEWS, სანდრო ლობჟანიძე


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: რელიგია
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist