საფრანგეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის დანიშვნაზე ინფორმაცია მანიპულაციურად ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

160
VIEWS

12 იანვარს ახალი ამბების პორტალმა Pia.ge, ასევე, პორტალმა “საქართველო უპირველეს ყოვლისა” (1;2;3) და მისმა დამფუძნებელმა ვატო შაქარიშვილმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ საფრანგეთის ახალადდანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრად საკუთარი პარტნიორი დანიშნა. ინფორმაცია 13-14 იანვარს გაავრცელა ანონიმურმა ფეისბუქ-ანგარიშმა Geo Famaly და კიდევ ერთმა ფეისბუქ-მომხმარებელმა. 

განახლება: ინფორმაცია გაავრცელა რუსულმა მედიამაც (1;2;3), მათ შორის, Ria Novosti-მ და რუსულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშებმაც (1;2).

saphrangethis gei tsqhvili3 საფრანგეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის დანიშვნაზე ინფორმაცია მანიპულაციურად ვრცელდებაsaphrangethis gei tsqhvili2 საფრანგეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის დანიშვნაზე ინფორმაცია მანიპულაციურად ვრცელდებაsaphrangethis gei tsqhvili234 საფრანგეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის დანიშვნაზე ინფორმაცია მანიპულაციურად ვრცელდება

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია მანიპულაციურად ვრცელდება და არ არის მითითებული ის დეტალი, რომ გაბრიელ ატალი და სტეფან სეჟურნე პარტნიორები წარსულში იყვნენ, შემდეგ კი დაშორდნენ.

11 იანვარს ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს სტეფან სეჟურნე დაიკავებს. შინაგან საქმეთა, ფინანსთა, თავდაცვისა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობაზე დარჩნენ, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა კი 38 წლის სეჟურნემ შეცვალა. სტეფან სეჟურნე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პარტიის ხელმძღვანელია.  

სტეფან სეჟურნე გაბრიელ ატალის ყოფილი პარტნიორია. ატალი საფრანგეთის ყველაზე ახალგაზრდა და ღიად გეი პრემიერ-მინისტრია. მათი ურთიერთობის შესახებ ცნობილი 2018 წელს გახდა – ურთიერთობა ატალმა თავად გაასაჯაროვა, მას შემდეგ, რაც ემანუელ მაკრონის პარტიას შეუერთდა.  

ატალსა და სეჟურნეს დაშორების შესახებ ინფორმაცია საჯაროდ არასოდეს დაუდასტურებიათ. თუმცა, Associated Press-ის ცნობით, 2023 წელს ატალმა შეავსო დეკლარაცია, რომლის მიზანიც ინტერესთა პოტენციური კონფლიქტის დაფიქსირებაა და მიუთითა, რომ პარტნიორი არ ჰყავს. ასევე, როგორც ადგილობრივი მედია Le Figaro წერს, სეჟურნე და ატალი 2 წლის წინ დაშორდნენ. 2 წლის წინ დაშორების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს კიდევ ერთი ადგილობრივი მედია – 20 Minutes. France 24-ისა და TV 25 MONDE-ს ინფორმაციით, წყვილი სამოქალაქო პარტნიორობაში წარსულში, “გარკვეული პერიოდის განმავლობაში” იყო. France 24-ს ეყრდნობა Pia.ge-ც, თუმცა, ფრანგული მედიისგან განსხვავებით, არ უთითებს, რომ ატალი და სეჟურნე პარტნიორები წარსულში იყვნენ და ახალ საგარეო საქმეთა მინისტრს პრემიერ-მინისტრის “გეი პარტნიორად” მოიხსენიებს. 

მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის ახალი პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი პარტნიორები აღარ არიან, “საქართველო უპირველეს ყოვლისა” და ვატო შაქარიშვილი ინფორმაციას აღნიშნული დეტალის მითითების გარეშე, უკონტექსტოდ ავრცელებენ, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ატალმა პოსტზე მისი ამჟამინდელი პარტნიორი დანიშნა. დაშორების შესახებ არაფერია ნათქვამი არც “საქართველო უპირველეს ყოვლისას” ვებ-საიტზე გამოქვეყნებულ სტატიაშიც

 წყაროების შესახებ 

Georgia First NEWS პარტია “ქართული ოცნების” ყოფილი წევრის, ვატო შაქარიშვილის დაფუძნებული პორტალის “საქართველო უპირველეს ყოვლისა” ფეისბუქ-გვერდია. პორტალი ხშირად აქვეყნებს ანტიდასავლური შინაარსის კონტენტს, რომლებიც ევროკავშირის ინსტიტუტების, ნატოს და აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კრიტიკისკენ არის მიმართული. პორტალს “საქართველო უპირველეს ყოვლისა” წარსულში მცდარი და მანიპულაციური მტკიცებებიც გაუვრცელებია.    

ანონიმურ ფეისბუქ-ანგარიშს Geo Famaly ყალბი ინფორმაცია წარსულშიც გაუვრცელებია.

saphrangethis gei tsqhvili3 საფრანგეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის დანიშვნაზე ინფორმაცია მანიპულაციურად ვრცელდება

არქივის ბმულები (1;2;3;4;5;6;7;8,9,10,11)


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: საფრანგეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist