დეზინფორმაცია, თითქოს აშშ-სა და კანადაში ბავშვებს სქესს მშობლის ნებართვის გარეშე უცვლიან 

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

172
VIEWS

20 დეკემბერს ფეისბუქ-მომხმარებელმა სანდრო ლობჟანიძემ გაავრცელა ნაწყვეტი ჟურნალისტ გიორგი ახვლედიანის საავტორო გადაცემიდან “ლიბერალიზმის ანატომია”. ვიდეოში ავტორი ამტკიცებს, რომ კანადაში, აშშ-ს შტატებსა და ევროპულ ქვეყნებში მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ასაკის ბავშვს შეუძლია თავად გადაწყვიტოს, “რომელი სქესის წარმომადგენელი გახდეს”. მისივე მტკიცებით, “ამ პროცესს მშობლებს არ აკარებენ” და მათ აზრს საერთოდ არ ეკითხებიან.  

გიორგი ახვლედიანი: “წარმოიდგინეთ კანონი, რომელშიც წერია, რომ ნებისმიერი ასაკის ბავშვს შეუძლია დამოუკიდებლად გადაწყვიტოს, რომელი სქესის წარმომადგენელი გახდეს. […] კანადის და ამერიკის ბევრ შტატში და რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში ეს კანონი უკვე მოქმედებს და პატარა ბავშვების გადაკეთება კონვეინერული სიჩქარით მიმდინარებს. რაც მთავარია, პროცესს მშობლებს არ აკარებენ, უფრო ზუსტად, მათ აზრს საერთოდ არ ეკითხებიან”. 

Screenshot 2023 12 22 122902 დეზინფორმაცია, თითქოს აშშ-სა და კანადაში ბავშვებს სქესს მშობლის ნებართვის გარეშე უცვლიან 

მტკიცება, თითქოს კანდაში, აშშ-ს შტატებსა და ევროპის ქვეყნებში მცირეწლოვნებს სქესის შეცვლის ოპერაციას მშობლების აზრის გაუთვალისწინებლად უკეთებენ, დეზინფორმაციულია. რეალურად, აღნიშნული ოპერაციისთვის არასრულწლოვნებში მშობლის ნებართვაა საჭირო, ხოლო ჰორმონალური თერაპია, ბოლო რეკომენდაციების მიხედვით, 14 წლიდან არის შესაძლებელი.  

ერთ-ერთი სიუჟეტი, რომელიც გიორგი ახვლედიანის საავტორო გადაცემისთვის არის ნათარგმნი, Christian Broadcasting Network-ის მიერ 2022 წლის აგვისტოში არის მომზადებული. სიუჟეტში საუბარია ამერიკელი სენატორის, სკოტ ვინერის ინიციატივაზე, რომელიც კალიფორნიაში ტრანსგენდერი მოზარდებისა და მათი მშობლებისთვის თავშესაფრის მიცემას უკავშირდება. კანონი, რომელიც ტრანსგენდერი მოზარდებისთვის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება, მიზნად ისახავს, მისცეს თავშესაბარი მათ, ვინც წამოვიდა აშშ-ს იმ შტატებიდან, სადაც მოზარდებში გენდერის დადასტურებასთან დაკავშირებული (Gender-affirming care – მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განმარტებით, მოიცავს სოციალური, ფსიქოლოგიური, ქცევითი და სამედიცინო ჩარევებს, “რომლებიც შექმნილია ინდივიდის მხარდასაჭერად და დასადასტურებლად”) სერვისის დაწყების შემთხვევაში მშობელს სასჯელი ემუქრება. კანონის მიხედვით, თუ ისინი კალიფორნიაში ჩავლენ, შტატი დაიცავს მათ შვილების ჩამორთმევისა და სისხლისსამართლებრივი დევნისგან. კანონზე მსჯელობა დაიწყო სხვა 19-მა შტატმა, რადგან მშობლებს სისხლისამართლებრივი დევნა ემუქრებოდათ ტეხასში, აიდაჰოში, ლუიზიანაში, არიზონასა და სხვა შტატებში. კანონის სამი პუნქტის მიხედვით: 

  • კრძალავს სხვა შტატში მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას, რომელიც უფლებას გასცემს, ჩამოაშორონ ბავშვი მშობელს ან მეურვეს, იმის საფუძველზე, რომ ის ნებას რთავს შვილს, მიიღოს გენდერის დადასტურების სერვისი. კანონი უკრძალავს კალიფორნიელ სამართალდამცავებს, ითანამშრომლონ ნებისმიერ დამოუკიდებელ ან შტატგარეშე უწყებასთან აღნიშნულ საკითხზე. შესაბამისად, მშობლებს შეუძლიათ, ჩავიდნენ კალიფორნიაში, რათა შვილები არ ჩამოეთვათ.   
  • ასევე, კრძალავს აღნიშნულ საკითხზე ნებისმიერი შტატგარეშე სასამართლოს გამოძახებას, რადგან გარკვეულ შტატებში განიხილავენ პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის გავრცელებას მაშინაც, თუ მას დატოვებული აქვს შტატი.  
  • კანონი კრძალავს სამართალდამცავების მონაწილეობას აღნიშნული პირების დაკავებასა და ექსტრადიციაში, რადგან, კანონის მიხედვით, კალიფორნიელი სამართალდამცავებისთვის “ყველაზე დაბალი პრიორიტეტია” გაცემული დაკავების ორდერი მათ წინააღმდეგ, ვინც სქესის დადასტურების სერვისს იღებს. 

შესაბამისად, სენატორ ვინერის მიერ შემუშავებული კანონი კავშირში არ არის მცირეწლოვნებში სქესის შეცვლასთან და სთავაზობს თავშესაფარს მას, ვისაც მკურნალობის მიღების გამო სისხლისსამართლებრივად დევნიან. გარდა ამისა, სიმართლეს არ შეესაბამება მტკიცება, თითქოს კალიფორნიაში ბავშვს შეუძლია, სქესის შეცვლის ოპერაცია მშობლის ნებართვის გარეშე გაიკეთოს. რეალურად, უმრავლეს შემთხვევაში, არასრულწლოვანს სჭირდება მშობლის ან მეურვის ნებართვა, რათა ჩაიტარონ ნებისმიერი სამედიცინო მკურნალობა, მათ შორის, სქესის შეცვლის ოპერაციაც. 

Screenshot 2023 12 22 122909 დეზინფორმაცია, თითქოს აშშ-სა და კანადაში ბავშვებს სქესს მშობლის ნებართვის გარეშე უცვლიან 

Endocrine Society-ს კლინიკური პრაქტიკის სახელმძღვანელოს მიხედვით, რომელიც ტრანსგენდერ ადამიანებზე ზრუნვის სტანდარტებს ადგენს, ექიმებისთვის გაიცემა რეკომენდაცია, არ დაიწყონ ჰორმონალური თერაპია იმ ბავშვებთან, რომლებსაც სქესობრივი დისფორიის დიაგნოზი აქვთ დასმული, თუმცა ჯერ არ არიან გარდატეხის პერიოდს მიღწეული. სამედიცინო ჩარევის ნაცვლად, მოზარდებმა, შესაძლოა, დაიწყონ სოციალური გარდასახვა – მაგალითად, შეიცვალონ თმის სტილი, სახელი ან ჩაცმის სტილი. ტრანსგენდერ პირებს არ სთავაზობენ ჰორმონალურ თერაპიას მანამ, სანამ არ მიაღწევენ გარდატეხის პერიოდს, ხოლო სამედიცინო გაიდლაინების მიხედვით, სქესის შეცვლის ოპერაცია 18 წლამდე არ უნდა გაკეთდეს.   

2022 წელს ტრანსგენდერთა ჯანდაცვის ასოციაციამ შეამცირა მინიმალური ასაკი, როდესაც ჰორმონების მიღება და ოპერაციის ჩატარებაა შესაძლებელი. მათი რეკომენდაციით, ჰორმონების მიღება შესაძლებელია 14 წლის ასაკიდან, ხოლო ზოგიერთი ოპერაციის ჩატარება 15 ან 17 წლის ასაკში, წინა რეკომენდაციაზე 1 წლით ადრე. ასოციაციამ აღიარა, რომ არსებობს კონკრეტული რისკები, თუმცა, მათი შეფასებით, ადრეულ მკურნალობაზე უარის თქმა არაეთიკური და დამაზიანებელია. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, ასაკი გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი ფაქტორი არ არის – საჭიროა მშობლების თანხმობა, ემოციური სიმწიფე, გენდერთან დაკავშირებული ხანგრძლივი დისკომფორტის ქონა და საფუძვლიანი ფსიქოლოგიური შეფასება. განახლების მიხედვით: 

  • ჰორმონების მიღება – ესტროგენის ან ტესტოსტერონის – რეკომენდებულია 14 წლის ასაკიდან. ხშირად, ეს სამუდამო ხანგრძლივობის მკურნალობაა. შესაძლოა, გრძელვადიანი რისკები მოიცავდეს უნაყოფობას ან წონის მომატებას, ინსულტის რისკს ტრანსგენდერ ქალებში და მაღალ არტერიულ წნევას ტრანსგენდერ კაცებში. 
  • მკერდის მოკვეთა ტრანსგენდერ კაცებში 15 წლის ასაკიდან – წინა რეკომენდაციებით ივარაუდებოდა, რომ ოპერაცია, შესაძლოა, გაკეთებულიყო ჰორმონების მიღების დაწყებიდან, მინიმუმ, 1 წლის შემდეგ, დაახლოებით, 17 წლის ასაკში. 
  • გენიტალური ოპერაციების უმეტესობა, შესაძლოა, ჩატარდეს 17 წლიდან (საშვილოსნოსა და სათესლე ჯირკვლების ამოკვეთის ჩათვლით), რაც 1 წლით შემცირდა წინა რეკომენდაციებთან შედარებით. 

კალიფორნიის შტატში სქესის შეცვლის ოპერაციებთან დაკავშირებით დეზინფორმაცია 2023 წლის იანვარში ტელეკომპანია “იმედმა” და კრემლისტურმა “ალტ-ინფომაც” გაავრცელეს. სრულად შეგიძლიათ წაიკითხოთ “მითების დეტექტორის” მასალაში: 

ერთ-ერთ ნათარგმნ სიუჟეტში განხილულია კანადის მაგალითიც. სიმართლეს არ შეესაბამება არც ის, თითქოს კანადაში არასრულწლოვნებს სქესს მშობლის ნებართვის გარეშე უცვლიან. კანადაში სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლები იცავენ ტრანსგენდერთა ჯანდაცვის მსოფლიო პროფესიული ასოციაციის სტანდარტებს. რეკომენდაციები განსხვავდება ასაკის მიხედვით. ბავშვებისთვის, რომელთაც ჯერ არ მიუღწევიათ სქესობრივი მომწიფების ასაკისთვის, გაიცემა რეკომენდაცია, რომ შეისწავლონ თავიანთი გენდერი. ეს, შესაძლოა, ნიშნავდეს სხვადასხვა ნაცვალსახელის გამოყენებას, სახელის შეცვლის ან სტილის შეცვლის მცდელობას. ქირურგიული ჩარევა 18 წლამდე პაციენტებში “თითქმის არასდროს” განიხილება. როგორც ექიმი CBC-სთან ინტერვიუში ამბობს, არ იცნობს არავის, ვინც მსგავს ოპერაციას არასრულწლოვანს ჩაუტარებს. მისივე ინფორმაციით, ასაკით უფროს თინეიჯერებს, შესაძლოა, ჩაუტარდეთ მკერდის ოპერაცია, ისიც იმ შემთხვევაში, თუ თინეიჯერი დიდი ხანია, სამედიცინო სერვისს იღებს. სტატიაში ვკითხულობთ ტრანსგენდერი პირების კომენტარებს, რომლებიც ამბობენ, რომ კანადაში გენდერის დადასტურებასთან დაკავშირებულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის მხრივ პრობლემები არსებობს.   

გიორგი ახვლედიანი ამტკიცებს, რომ კანონი რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში მოქმედებს. სიუჟეტში მხოლოდ შვედეთის მაგალითი და გენდერულად ნეიტრალური სკოლებია განხილული. შვედეთის ჯანდაცვისა და კეთილდღეობის ეროვნულმა საბჭომ 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განახლებული სამედიცინო რეკომენდაციები 2022 წელს გამოსცა, რომლის მიხედვითაც 18 წლამდე ასაკში ჰორმონალური ჩარევა შეიზღუდა (გარკვეული გამონაკლისების გარდა, რომლებიც “ექსტრემალურ პირობებად” არის გამოყოფილი). ასევე, ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების სააგენტოს ინფორმაციით, 20 წევრ სახელმწიფოში ნებადართულია სქესის შეცვლის ოპერაცია მხოლოდ 18 წელს ზემოთ ასაკის პირებში, მათგან 12 -ში 18 წელი ასავე განსაზღვრულია ასაკად, როცა შესძლებელი ხდება ჰორმონალური თერაპიის დაწყება.  

წყაროს შესახებ 

ფეისბუქ-მომხმარებელ სანდრო ლობჟანიძეს ყალბი ინფორმაცია წარსულშიც გაუვრცელებია. მისი პოსტები “მითების დეტექტორს” არაერთხელ აქვს გადამოწმებული


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, კანადა, შვედეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist