“იმედის” და “ალტ-ინფოს” დეზინფორმაცია, თითქოს კალიფორნიაში ბავშვებისთვის სქესის შეცვლის ოპერაცია მშობლის თანხმობის გარეშე შეიძლება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

1.2k
VIEWS

23 იანვარს კრემლისტური ტელევიზია “ალტ-ინფოს” ერთ-ერთ ფეისბუქ-გვერდზე “ალტ-სიახლე” ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ბერლინში პირველი ლგბტქ საბავშვო დღის ცენტრის შესახებ მომზადებული სიუჟეტის ნაწყვეტი გამოქვეყნდა. ვიდეოში ჟურნალისტი ამერიკელი კონგრესმენის ტროი ნელსის ტვიტს კითხულობს, რომელშიც ის ამბობს, რომ კალიფორნიის შტატში ექიმებს უკვე შეუძლიათ სხვა შტატებიდან ჩამოსულ ბავშვებს სქესი მშობლების თანხმობის გარეშე შეუცვალონ.

“იმედის კვირის” სიუჟეტის თანახმად, ლგბტქ საბავშვო ბაღი “გეი-თერაპიის” ცენტრის ბაზაზე იხსნება, რომლის საბჭოს ერთ-ერთი წევრი ლუდიგერ ლაუტმანია. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ლაუტმანი 1991 წელს გამოცემული წიგნის “ლტოლვა პატარებისადმი – პედოფილის პორტრეტი” ავტორია და გერმანულ საზოგადოებაში პედოფილიის დამცველადაა მიჩნეული.

Screenshot 2023 01 26 140954 "იმედის" და "ალტ-ინფოს" დეზინფორმაცია, თითქოს კალიფორნიაში ბავშვებისთვის სქესის შეცვლის ოპერაცია მშობლის თანხმობის გარეშე შეიძლება

მტკიცება, თითქოს კალიფორნიაში ბავშვებს სქესის შეცვლის ოპერაციებს მშობლების თანხმობის გარეშე უკეთებენ, დეზინფორმაციაა. რეალურად, კალიფორნიის ახალი კანონი სხვა შტატებში მცხოვრებ ტრანსგენდერ ბავშვებს სამედიცინო სერვისებს სთავაზობს, თუმცა მათ მისაღებად მშობლების თანხმობა აუცილებელია და ამ მიმართულებით არაფერი შეცვლილა. რაც შეეხება ლუდიგერ ლაუტმანს, მან იმ ცენტრის საბჭო, რომლის ბაზაზეც ლგბტქ ბაღი იხსნება, 2022 წლის ოქტომბერში დატოვა.

“იმედის კვირის” სიუჟეტში ნაჩვენები რესპუბლიკელი კონგრესმენის ტროი ნელსის ტვიტერ პოსტი კალიფორნიის შტატში მიღებულ ახალ კანონთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებს. 2022 წლის სექტემბერში მიღებულ ახალ კანონში (SB 107) სიტყვა “ოპერაცია” ნახსენები საერთოდ არ არის და მშობლების ნებართვის გარეშე ბავშვებისთვის გენდერის ცვლილებასთან დაკავშირებული რაიმე სერვისის მიწოდებას არ უშვებს. 

imedi "იმედის" და "ალტ-ინფოს" დეზინფორმაცია, თითქოს კალიფორნიაში ბავშვებისთვის სქესის შეცვლის ოპერაცია მშობლის თანხმობის გარეშე შეიძლება

2022 წლის 29 სექტემბერს კალიფორნიის შტატის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც საშუალებას აძლევს სხვა შტატებში მცხოვრებ ბავშვებსა და მათ ოჯახებს, რომ ტრანსგენდერი ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი სერვისები კალიფორნიის შტატში მიიღონ. კანონის მიღებას წინ უძღოდა ამერიკის ზოგიერთ შტატში გენდერის დადასტურებასთან დაკავშირებული (gender-affirming care) სერვისებზე ხელმისაწვდომობის გართულება.

ახალი კანონი კრძალავს სხვა შტატების მხრიდან ტრანსგენდერი ბავშვების მიერ საჭირო სერვისების კალიფორნიის შტატში მიღების პროცესში ჩარევას. გარდა ამისა, კანონი ჯანდაცვის პროვაიდერების მიერ პაციენტის სამედიცინო ინფორმაციის გაცემასაც კრძალავს. 

კალიფორნიის შტატში 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს ძირითადად ნებისმიერი სამედიცინო მკურნალობის, მათ შორის გენდერის დასადასტურებელი სერვისების მისაღებად, მშობლების ან მეურვის ნებართვა სჭირდებათ.

imedi 1 "იმედის" და "ალტ-ინფოს" დეზინფორმაცია, თითქოს კალიფორნიაში ბავშვებისთვის სქესის შეცვლის ოპერაცია მშობლის თანხმობის გარეშე შეიძლება

ლგბტქ დღის ცენტრი, რომელზეც “იმედის კვირის” სიუჟეტში საუბრობენ, ბერლინში ნამდვილად იხსნება. პროექტი არაკომერციული ორგანიზაცია Schwuleberatung Berlin-ის ბაზაზე განხორციელდება და მისი მიზანია აჩვენოს ბავშვებს, თუ როგორია იყო გეი ან ლესბოსელი. როგორც ადგილობრივი მედია 2022 წლის ოქტომბერში წერდა, ცენტრში რეგისტრაცია ნებისმიერ ბავშვს შეუძლია, მიუხედავად მათი გენდერული იდენტობისა და მშობლებმა უკვე 60-ზე მეტი ბავშვი დაარეგისტრირეს.

რაც შეეხება, ლუდიგერ ლაუტმანს, 2022 წლის 29 ოქტომბერს Schwuleberatung Berlin-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ლაუტმანმა საბჭო დატოვა, რათა ორგანიზაციის სამომავლო პროექტები არ დაეზიანებინა. ვებ-გვერდზე ასევე წერია, რომ ლაუტმანს დღის ცენტრის პროექტთან არანაირი შეხება არ ჰქონია.

imedi 2 "იმედის" და "ალტ-ინფოს" დეზინფორმაცია, თითქოს კალიფორნიაში ბავშვებისთვის სქესის შეცვლის ოპერაცია მშობლის თანხმობის გარეშე შეიძლება

 “ალტ-ინფოს” მიერ ამერიკაში არასრულწლოვნებისთვის სქესის შეცვლის ოპერაციებთან დაკავშირებით აქამდე გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ ვრცლად იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. (easyagentpro.com)   შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: იდენტობა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, გერმანია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist