ალტ-ანალიტიკის წამყვანის დეზინფორმაცია, თითქოს ბოსტონში 2 წლის ბავშვებს სქესის შეცვლის ოპერაციას უკეთებენ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

456
VIEWS

5 დეკემბერს კრემლისტური ტელევიზია “ალტ-ინფოს” გადაცემაში “ალტ-ანალიტიკა” (1, 2, 3) “ბოსტონის ბავშვთა საავადმყოფოს” წარმომადგენლის ვიდეო აჩვენეს, რომელშიც ის ამბობს, რომ ბავშვებმა ადრეული ასაკიდან იციან, თუ რომელ გენდერულ იდენტობას მიეკუთვნებიან. კერი მაკგრეგორი ასევე აღნიშნავს, რომ ბოსტონის კლინიკაში განსხვავებული ასაკის ბავშვებს შეხვდებით, 2-3 წლიდან 9 წლამდე.

ამ ვიდეოსთან დაკავშირებით გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი და პრო-რუსული პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” თავმჯდომარე გიორგი ქარდავა ამბობს, რომ ლიბერალური გლობალისტური სამყარო და წესები ასე გამოიყურება. ქარდავას თქმით, ბოსტონის ბავშვთა საავამდყოფოში ბავშვებს 2 წლიდან ემსახურებიან და სქესის შეცვლის ოპერაციებს უტარებენ.

გიორგი ქარდავა: 2 წლიდან ვემსახურებითო ბავშვებს, ანუ რას ნიშნავს, 2 წლის ბავშვს, მაგალითად ბიჭს, სქესს უცვლიან, აჭრიან გენიტალიებს, ან ჰორმონალურ თერაპიას უტარებენ.

alt inpho chokhatauri da alterinpho ალტ-ანალიტიკის წამყვანის დეზინფორმაცია, თითქოს ბოსტონში 2 წლის ბავშვებს სქესის შეცვლის ოპერაციას უკეთებენ

ამ თემაზე პოსტები რუსულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშებმა (1, 2, 3) აგვისტოს თვეში გაავრცელეს. ისინი წერდნენ, რომ ბავშვებს, რომლებსაც სქესის შეცვლა სურთ, ბოსტონის ბავშვთა საავადმყოფოში საშვილოსნოს ამოკვეთა შეუძლიათ. მათ მიერ გამოქვეყნებულ ბოსტონის ბავშვთა საავადმყოფოს წარმომადგენლების ერთ ვიდეოში ნათქვამია, რომ ბავშვები ადრეული ასაკიდან გამოხატავენ, რომ, შესაძლოა, იმ გენდერს არ მიაკუთვნებდნენ თავს, რომელიც მათი ბიოლოგიური სქესია, ხოლო მეორე ვიდეოში ჰისტეროქტომიაზე, ანუ საშვილოსნოს ამოკვეთის სამედიცინო პროცედურაზეა საუბარი.

alt inpho chokhatauri da alterinpho da rashistebi ალტ-ანალიტიკის წამყვანის დეზინფორმაცია, თითქოს ბოსტონში 2 წლის ბავშვებს სქესის შეცვლის ოპერაციას უკეთებენ

მტკიცება, თითქოს ბოსტონის ბავშვთა საავადმყოფო 2-9 წლის ბავშვებს სქესის შეცვლის ოპერაციებს ან/და ჰორმონალურ თერაპიას უტარებს, დეზინფორმაციაა. კლინიკის ვებ-საიტზე ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ გენიტალიების ყველა ოპერაციისთვის, მათ შორის ჰისტეროქტომიისთვის, მინიმალური ზღვარი 18 წელია და პაციენტებმა ოპერაციაზე თანხმობის მისაღებად სამედიცინო და ფსიქიკური ჯანმრთელობის ინტენსიური შემოწმება უნდა გაიარონ და ექიმებისა და ფსიქოლოგისგან თანხმობის წერილები უნდა წარადგინონ. რაც შეეხება ჰორმონალურ მკურნალობას, ის აშშ-ში 16 წლიდანაა რეკომენდებული. 

ბოსტონის ბავშვთა საავადმყოფოს ვებ-გვერდზე ხაგზასმითაა აღნიშნული, რომ გენიტალიებთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია მხოლოდ 18 წლის და უფროს პაციენტებს უტარდებათ. მკერდის ოპერაციის გასაკეთებლად კი პაციენტი მინიმუმ 15 წლის უნდა იყოს.

image 10 ალტ-ანალიტიკის წამყვანის დეზინფორმაცია, თითქოს ბოსტონში 2 წლის ბავშვებს სქესის შეცვლის ოპერაციას უკეთებენ

გარდა ამისა, ოპერაციის მსურველი პაციენტები კონკრეტულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ, მათ შორისაა ინტენსიური სამედიცინო და ფსიქიკური ჯანმრთელობის შეფასებების გავლა და საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა. პაციენტებმა უნდა წარმოადგინონ წერილები მათი ექიმებისა და ფსიქოლოგისგან, რომლებიც დაადასტურებენ, რომ პაციენტს გამოხატული გენდერული დისფორია აქვს, მისი მენტალური ჯანმრთელობა წესრიგშია, ის აცნობიერებს პროცედურის სავარაუდო რისკებს და მზადაა ოპერაციის გასაკეთებლად.

image 11 ალტ-ანალიტიკის წამყვანის დეზინფორმაცია, თითქოს ბოსტონში 2 წლის ბავშვებს სქესის შეცვლის ოპერაციას უკეთებენ

ალტ-ანალიტიკაში ნაჩვენები ვიდეოს სრულ ვერსიაში ბოსტონის ბავშვთა საავადმყოფოს ფსიქოლოგი კერი მაკგრეგორი მცირეწლოვანი ბავშვებისთვის სქესის შეცვლის ოპერაციებს და ჰორმონალურ თერაპიას საერთოდ არ ახსენებს. 2-9 წლის ასაკის ბავშვებზე საუბრისას, ის ამბობს, რომ როცა ბავშვები საავადმყოფოში მიდიან, ისინი მათი გენდერის შესახებ ფსიქოლოგს  ესაუბრებიან. 

მაკგრეგორი ამბობს, რომ ფსიქოლოგთან კონსულტაციას გენდერულად მრავალფეროვანი ბავშვების ოჯახის წევრებიც, უმეტესად მშობლები გადიან. კონსულტაციების დროს, ფსიქოლოგები მშობლებთან საუბრობენ იმაზე, თუ როგორ დაუჭირონ მხარი ბავშვს და ხელი შეუწყონ მის განვითარებას. კლინიკაში ასევე იმართება მშობლების ჯგუფებთან შეხვედრები, სადაც მათ კლინიკის მხრიდან შემოთავაზებულ სამედიცინო სერვისებს აცნობენ.

ალტ-ინფოს გადაცემაში გამოყენებული ვიდეო ერთ-ერთია იმ ინფორმაციული ვიდეოებიდან, რომლებიც ბოსტონის ბავშვთა საავადმყოფომ იუთუბზე ჯერ კიდევ  2022 წლის აგვისტოში განათავსა და ულტრამემარჯვენე ჯგუფების სამიზნეც მალევე გახდა. კლინიკამ იუთუბზე ტრანსგენდერი პაციენტებისთვის შეთავაზებულ სამედიცინო სერვისებზე, მათ შორის ოპერაციებზე ინფორმაციული ვიდეოები გამოაქვეყნა. ძალადობრივი მუქარისა და სიძულვილის ენის შემცველი არაერთი ზარისა და შეტყობინების მიღების შემდეგ კი, კლინიკამ ვიდეოები წაშალა და პერსონალის დაცვის მიზნით, სამართალდამცავებთან თანამშრომლობა გააგრძელა. 

კლინიკის წინააღმდეგ მიმართული სიძულვილის ენის გარდა, ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა გაავრცელეს დეზინფორმაცია, თითქოს ბოსტონის ბავშვთა საავადმყოფო მცირეწლოვან ბავშვებს ჰისტეროქტომიის (საშვილოსნოს ამოკვეთა) პროცედურას სთავაზობს. გავრცელებულ მტკიცებას კლინიკა საკუთარი ტვიტერის ანგარიშზე გამოეხმაურა. მათ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჰისტეროქტომიის პროცედურას მცირეწლოვან გოგონებს არ უკეთებენ და ამ ოპერაციისთვის მინიმალური ასაკი 18 წელია.

bostonis philiali ალტ-ანალიტიკის წამყვანის დეზინფორმაცია, თითქოს ბოსტონში 2 წლის ბავშვებს სქესის შეცვლის ოპერაციას უკეთებენ

ბოსტონის ბავშვთა საავადმყოფო ტრანსგენდერთა ჯანმრთელობის მსოფლიო პროფესიული ასოციაციის (WPATH) მიერ შემუშავებულ სახელმძღვანელო რეკომენდაციებს მიჰყვება. ასოციაციის უახლესი რეკომენდაციების მიხედვით, ჰორმონალური თერაპიის დაწყება შესაძლებელია 14 წლის ასაკიდანაც, რაც წინა რეკომენდაციასთან შედარებით 2 წლითაა შემცირებული. რეკომენდაციების უახლეს გამოცემაში აღნიშნულია, რომ მოზარდებში ჰორმონალური მკურნალობა 16 წლის ასაკიდანაა მიზანშეწონილი, თუმცა არსებობს ბოლო რეკომენდაციები თერაპიის 14 წლის ასაკში დაწყებასთან დაკავშირებით. ასოციაცია ასევე წერს, რომ კვლევები იმ ახალგაზრდებზე, რომლებაც ჰორმონალური თერაპია 14 წლის ასაკში დაიწყეს შეზღუდული რაოდენობითაა.

bostonis ალტ-ანალიტიკის წამყვანის დეზინფორმაცია, თითქოს ბოსტონში 2 წლის ბავშვებს სქესის შეცვლის ოპერაციას უკეთებენ


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

წყარო

აა
ალტ-ინფო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist